სილამაზე/ჯანმრთელობა

რა ვჭამოთ ღამე - 10 პროდუქტი, რომელიც თამამად შეგიძლიათ მოიმარაგოთ

fun time

12:00 პარ. 2 სექტემბერი, 2022 წელი

რა ვჭამოთ ღამე

14
დაკოპირებულია

გახდომა და ფორმის შენარჩუნება შესაძლებელია, თუ ვიპოვით ბალანსს სასარგებლოსა და გემრიელს შორის.

სიმინდი - არა მარტო სასარგებლო, არამედ ძალიან გემრიელიც. უპირატესობა უნდა მივანიჭოთ არა კონსერვირებულს, არამედ მოხარშულ სიმინდს. ის ორგანიზმიდან გამოდევნის ჭარბ ქოლესტერინს და ხელს უშლის ცხიმის მარაგის დაგროვებას. ასე რომ, თუ დღის განმავლობაში მიირთვით რაიმე მძიმე და აკრძალული, საღამოს არჩევანი სიმინდზე შეაჩერეთ.

ვაშლატამა - არ ღირს მასზე უარის თქმა. მიუხედავად იმისა, რომ ხილს დღის მეორე ნახევარში ნაკლებად უწევენ რეკომენდაციას, ზოგიერთ მათგანში არსებული უჯრედების მაღალი კონცენტრაცია, პირიქით, ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის დაჩქარებას და გვიცავს ცხიმების დაგროვებისგან.

ბოსტნეულის ხიზილალა - სახლში მომზადებულ ბოსტნეულის ხიზილალაში არაფერია მავნე. თქვენი გემოვნებით ამოირჩიეთ ვარიანტი - სოკოს, ყაბაყის, ბადრიჯნის. ბოსტნეულის ხიზილალა ყველა შემთხვევაში გემრიელია და დაგანაყრებთ.

ნიახური - ეს პროდუქტი უარყოფითი კალორიულობით ხასიათდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმი ბევრ ენერგიას ხარჯავს მის გადამუშავებაზე. ამიტომ საღამოს მისართმევად ის იდეალურია.

გოგრა - ნარინჯისფერი ლამაზმანი თქვენს ფიგურას ზიანს არ მიაყენებს. მისგან შეიძლება ყველაზე მრავალფეროვანი, სასარგებლო სადილის მომზადება - შესქელებული სუპი, პიურე, სალათი.

სოკო - თუ მას წყალში მოხარშავთ, ის დიეტური პროდუქტი იქნება. სოკო კუჭისთვის არავითარ სიმძიმეს არ წარმოადგენს, უბრალოდ, ჩვენ ვართ მიჩვეული, შევკაზმოთ სოკო დიდი რაოდენობის სხვადასხვა ინგრედიენტით, რომლებიც ერთად ნამდვილად გვამძიმებს.

ჭარხალი - შეუცვლელ პროდუქტს მიეკუთვნება. გვეხმარება ცხიმის ცვლის რეგულირებაში, რითაც ხელს უშლის გაცხიმოვნებას. თანაც, ჭარხალი სასარგებლოა ნებისმიერი სახით. ამიტომ შეიძლება ექსპერიმენტის ჩატარება - მოხარშეთ, შეწვით ან უმად მიირთვით.

ვირთევზა - ეს უცხიმო, თეთრი თევზი, რა თქმა უნდა, უცხიმოდ მომზადებული, დიეტური პროდუქტების კატეგორიას მიეკუთვნება. ამ თევზში არის ვიტამინები და საჭირო ელემენტები, რომლებსაც მხოლოდ სარგებლობა მოაქვს. აძლიერებს იმუნიტეტს და ხელს უწყობს მრავალი ორგანოს მუშაობას.

კამბალა - კამბალა კიდევ ერთი სასარგებლო თევზია, რომელიც შეიძლება და საჭიროა, 6 საათის შემდეგ მიირთვათ - უცხიმოდ მომზადებული. მასში არის მეთიონინი, რომლის სასარგებლო თვისება ცხიმების გახლეჩის უნარია.

კივი - შეუცვლელი პროდუქტია მათთვის, ვისაც გახდომა სურს. კივი ორგანიზმს ეხმარება ცხიმების წვასა და გახლეჩაში. ათავისუფლებს კუჭს სიმძიმისგან და წყლისა და მარილების ბალანსირებას უწყობს ხელს.

ესეც დაგაინტერესებთ:

15 ფსევდოდიეტური პროდუქტი, რომელიც წონის კლებას აბრკოლებს

წონაში კლების ახალი გზა - 8 საათიანი ინტერვალი საუზმესა და ვახშამს შორის

დიეტური პროდუქტები - რით ვისუსნაოთ სამსახურში


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ფიზიოლოგიური დაბერების პროცესი დაჩქ...

ფიზიოლოგიური დაბერების
პროცესი

იოდის ბადე — მითია თუ რეალური დახმა...

იოდის ბადე

ბლის 6 სასარგებლო თვისება, რომელიც...

ბლის 6 სასარგებლო თვისება

როგორ მოვიქცეთ მზით დამწვრობისას და...

როგორ მოვიქცეთ მზით
დამწვრობის დროს

5 პროდუქტი, რომლებიც „ჭკვიანი დირიჟ...

5 ხელმისაწვდომი პროდუქტი
დაბერების წინააღმდეგ

მჯდომარე ცხოვრების წესით გამოწვეული...

მჯდომარე ცხოვრების ხუთი
საგანგაშო შედეგი

რატომ არ არის სასურველი პომიდვრის მ...

რატომ არ არის სასურველი
პომიდვრის მაცივარში
შენახვა?

ჭინჭარი — ვიტამინების წყარო და სამკ...

ჭინჭარი მკურნალი

ჯანსაღი კვების რაციონზე გადასვლის 5...

ჯანსაღი კვების რაციონზე
გადასვლის 5 მარტივი წესი