სილამაზე/ჯანმრთელობა

15 ფსევდოდიეტური პროდუქტი, რომელიც წონის კლებას აბრკოლებს

fun time

11:00 სამ. 12 იანვარი, 2021 წელი

დიეტა და კალორიები

14
დაკოპირებულია

გახსოვდეთ - სასარგებლო პროდუქტების უკან ყოველთვის იმალება პატარა საიდუმლო.

 

ამ პროდუქტებს ჭარბწონიანთა უმრავლესობა დიეტის დროს აქტიურად მიირთმევს. მოდით, ერთად გადავწყვიტოთ, ღირს თუ არა მათი მიღება დიეტის პროცესში, რათა წონაში დაკლება მარტივად შევძლოთ:

ანანასი - ეს ტროპიკული ხილი ნამდვილად შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც ცხიმებს აქტიურად წვავს. მასში შემავალი ვიტამინები კი პირდაპირ სისხლში მიდის. თუმცა აღმოჩნდა, რომ ანანასში შემავალი შაქრის რაოდენობა მომენტალურად გადადის ცხიმებში.

სალათები - სალათები მიირთვით, ოღონდ, არა იმიტომ, რომ დიეტაზე ხართ! გახსოვდეთ, ცეზარი ცხიმიანი სოუსით, თეთრი პურის სუხარით, ბერძნული ზეითუნის ზეთით, ოდნავ მოყრილი ყველით - უკვე ასცდა 2 000 კალორიას და თქვენი დიეტური ვახშამი ცხიმისგან შემდგარი ბომბია.

იოგურტი - იცოდით, რომ ერთი პატარა ჭიქა იოგურტი, დაახლოებით, 2 კოვზ შაქარს შეიცავს. რა თქმა უნდა, ნატურალურ იოგურტში, რომელშიც სხვადასხვა ხილსა თუ კენკრას უმატებთ, შაქრის შემცველობა ნაკლებია.

ავოკადო - ავოკადოში დიდი რაოდენობთაა კალიუმი, B ჯგუფის ვიტამინები: B1, B2 და ასევე, E ვიტამინი. მას, ისევე როგორც ანანასს, ხშირად მიირთმევენ ზედმეტი კილოგრამების მოსაცილებლად. მაგრამ, ნახეთ - 100 გრამი ავოკადო 350კ კალორიას შეიცავს! (ერთი ცალი კი 200 გრამს მაინც იწონის).

სმუზი - ეს არის დაბლენდერებული სასმელი, სხვადასხვა ხილით, შოკოლადით, ნაყინით, არაქისით და სხვ.; მაგრამ, თუკი გახდომა გსურთ, სასურველია, დაფქული ნიახურის, კიტრისა და ყინულისგან მომზადებული სმუზი მიირთვათ.

ხაჭო - რთულია დაიჯეროთ, მაგრამ ბოლო გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ხაჭოს ყოველდღიურად მიღება ცელულიტების მომრავლებას უწყობს ხელს. ეს ყველაფერი კი მასში შემავალ ნახშირწყლებსა და ლაქტოზას უკავშირდება. ასე რომ - ფრთხილად!

შავი შოკოლადი - ვინც დიეტაზეა, კარგად იცის, რომ ამ დროს რძიანი შოკოლადი სასტიკად აკრძალულია, მაგრამ შავი შოკოლადი მავნებელი არ არის. უბრალოდ, გახსოვდეთ, რომ 100 გრამ შავ შოკოლადში 546 კ კალორიაა. ახლა თქვენ გადაწყვიტეთ, ღირს თუ არა შავი შოკოლადით ტკბობა დიეტის დროს.

ყავა - თუკი შეგწევთ ძალა, დალიოთ შავი ყავა, გრამი შაქრისა და წვეთი რძის გარეშე - თქვენ ნამდვილი გმირი ხართ! მაგრამ, თუ დღის მანძილზე რძიან და შაქრიან (ან - მხოლოდ შაქრიან) ყავას რამდენჯერმე მიირთმევთ, მისი საშუალო სტატისტიკური დოზა 400 კ კალორიას „იწონის“, ისევე როგორც ერთი თეფში ყველიანი მაკარონი.

ფრეში - ერთი ჭიქა ფორთოხლის წვენი მზადდება 4-5 ფორთოხლისგან. ვაშლის - 6 ვაშლისგან. აბა, წარმოიდგინეთ, რა რაოდენობის შაქარს შეიცავს თითოეული ჭიქა „ფრეში“ და გადაწყვიტეთ, მიირთვათ თუ არა მაშინ, როდესაც ზედმეტ კილოგრამებს ებრძვით.

ომლეტი - კვერცხის ცილა კუნთოვან მასას ამაგრებს, მაგრამ ომლეტი, ლორითა და ყველით, ქოლესტერინის ვულკანია. დაიმახსოვრეთ: თუკი ომლეტის გარეშე ვერ ძლებთ, დაამზადეთ ის დანამატების გარეშე ან შეცვალეთ ლორი და ყველი ბოსტნეულით.

ყველი - 100 გრამი ყველი 40% ცხიმს შეიცავს. აღმოჩნდა, რომ ცხიმგაცლილი ყველიც კი კალორიულია. თუკი, ყველის მოყვარული ხართ, ეცადეთ, თხის რძის ყველი მიირთვათ და ისიც მცირე დოზებით.

ღვინო - თქვენ წარმოიდგინეთ, მშრალი ღვინოც კი... ერთი ჭიქა ღვინო 100 კ კალორიას შეიცავს. თუკი საყვარელ ადამიანთან ერთად ბოთლი ღვინო მიირთვით, ამით თითოეულმა, დაახლოებით, 250 კ კალორია მიიღეთ. და თუკი მას მხოლოდ დესერტი ან ყველის ნაჭერი მიაყოლეთ, სასწორი აუცილებლად იმაზე მეტ წონას გიჩვენებთ, ვიდრე გუშინ იყავით.

სუში და როლი - ბევრისთვის საყვარელ სუში და როლი არა უმი, არამედ - დამარილებული და შებოლილი თევზისგან მზადდება. დამარილებული თევზი და ბრინჯი კი ორგანიზმიდან წყალს გამოსვლის საშუალებას არ აძლევს.

ჩირი - ჩირი 6-ჯერ მეტად კალორიულია, ვიდრე ნებისმიერი ხილი. მას მზესუმზირასავით მივირთმევთ და შუადღეზე უკვე მთელი დღის ნორმა შევსებულია.

ტოფუ - 100 გრამი ტოფუ მხოლოდ 60 კ კალორიას შეიცავს, თუმცა მას ცუდი ჩუმი თვისებებიც აქვს: ტოფუ თქვენ მიერ დღის მანძილზე მიღებული საკვებიდან მთელ ცხიმებს შეიწოვს, გადაამუშავებს ნელ-ნელა, დინჯად და ზედმეტ კილოგრამებს თეძოებზე, მუცელსა და გვერდებზე თანაბრად ანაწილებს.

ფოტო Louis Hansel


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

5 მიზეზი იმისთვის, რომ სპირულინა რა...

რა არის სპირულინა

მუშმულას სასარგებლო თვისებები

მუშმულას თვისებები

მუსკატის კაკალი - სასარგებლო თვისებ...

მუსკატის კაკალი
სასარგებლო თვისებები

ქაცვის თვისებები

ქაცვის თვისებები

ღორის ხორცის სასარგებლო თვისებები დ...

ღორის ხორცის სასარგებლო
თვისებები

გოგრის თესლი - როგორ ვჭამოთ სწორად?

გოგრის თესლის სასარგებლო
თვისებები და
უკუჩვენებები

იაპონელმა მეცნიერებმა შექმნეს მოწყო...

სიზმრების ჩაწერა
შესაძლებელია

შემოდგომის საკვები - 10 ყველაზე სას...

შემოდგომის ხილი და
ბოსტნეული

ადამიანის ენა შინაგანი ორგანოების ს...

ადამიანის ენა შინაგანი
ორგანოების სარკეა