სიმინდის კალორიულობა მომზადების წესის მიხედვით
12:38 პარ. 12 აგვისტო, 2022 წელი
აგვისტო-სექტემბერი სიმინდის მოყვარულების დროა, თუმცა ბევრს აინტერესებს, ხომ არ ასუქებს სიმინდის სიყვარული და როგორ მივირთვათ, რომ ზედმეტი კილოგრამები თავიდან ავიცილოთ?
სიმინდის კალორიულობა
სიმინდი ერთ-ერთი ყველაზე კალორიული მარცვლეული კულტურაა. ნედლი სიმინდი, დაახლოებით: 12% პროტეინს, 6% ცხიმს და 65-70% ნახშირწყლებს შეიცავს.
მაღალი კალორიულობის, სახამებლის მაღალი შემცველობისა და შაქრის გამო დიეტოლოგების უმეტესობა კვების მენიუდან სიმინდს თითქმის მთლიანად გამორიცხავს, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ფიქრობენ, რომ სიმინდს წონის დაკლებაში დახმარება შეუძლია.
100 გრ. სიმინდი შეიცავს:
- ნედლი - 86 კკალ
- ბატიბუტი ზეთის გარეშე - 325 კკალ
- გრილზე შემწვარი - 441 კკალ
- მოხარშული - 123 კკალ
- მიკროტალღურ ღუმელში ან ორთქლზე მოხარშული - 131 კკალ,
- დაკონსერვებული - 119 კკალ.
როგორც ხედავთ, სიმინდის, როგორც ბევრი სხვა პროდუქტის კალორიულობა მხოლოდ მის შემცველობაზე კი არა, მომზადების წესზეც არის დამოკიდებული.
მოხარშული სიმინდი
მიუხედავად იმისა, რომ სიმინდი კალორიული პროდუქტია, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მას წონის კლებაში დახმარება შეუძლია - ამისთვის ის მოხარშული სახით უნდა მიირთვათ.
სიმინდის სასარგებლო თვისებები
რაც შეეხება სიმინდის სასარგებლო თვისებებს, ეს პროდუქტი კანისა და თმის მდგომარეობას აუმჯობესებს და მშვიდად დაძინებაში გვეხმარება.
დადებითად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე.
სახამებლის მაღალი შემცველობის მიუხედავად, სიმინდი ჯანმრთელობას და ფიგურას არ აზიანებს.
სიმინდი უამრავ ბოჭკოს შეიცავს, რომელიც სხეულს ტოქსინებისგან წმენდს.
წყალში ან ორთქლზე მოხარშული სიმინდი ორი ძლიერი ანტიოქსიდანტის, ლუტეინისა და ზეაქსანტინის წყაროა, ისინი კი სხეულის უჯრედებს მუტაციისგან იცავენ.
ერთი მოხარშული სიმინდი 6-დან 8 გრამამდე შაქარს შეიცავს, რაც ბანანში შაქრის შემცველობის ნახევარია.
სიმინდის უკუჩვენებები
სასარგებლო თვისების მიუხედავად, ზოგი ადამიანი სიმინდის მირთმევას უნდა მოერიდოს.
უკუჩვენებებად მიიჩნევა
- ალერგიულობა
- ჭარბი წონა (120 კგ-ზე მეტი)
- პანკრეატიტი,
- წყლულის გამწვავება,
- დიაბეტი,
- უმადობა.
სიმინდის დღიური ნორმა
ზრდასრულებისთვის რეკომენდებულია დღეში 150 გრ. (ორი საშუალო ტარო) ორთქლზე ან გრილზე მოხარშული ან დაკონსერვებული სიმინდის მიღება, ხოლო ბავშვებისთვის არა უმეტეს 50-75 გ (ერთი ტარო).
ასევე საინტერესოა
დიეტური პროდუქტები - რით ვისუსნაოთ სამსახურში
ჩქარი და ნელი ნახშირწყლები - რომელი შეიძლება დიეტის დროს?
ცილოვანი საკვების სია - ის, რაც დიეტისას აუცილებელია
სიახლეები ამავე კატეგორიიდან