პროდუქტები, რომლებიც ზამთარში უნდა ჭამოთ
16:49

შეგინიშნავთ, რომ ზამთარში ნოყიერად კვება გვინდება? ზამთარში უპირატესობას ხშირად ვანიჭებთ ცხიმიან საკვებს, ამიტომ რაციონში საკმარისი ცილა არ არის, სხეულს კი ცილებიც სჭირდება, ცხიმებიც და ნახშირწყლებიც.
გთავაზობთ, პროდუქტების ჩამონათვალს, რომელიც ზამთრის დიეტისთვის იდეალურია:
თევზი
თევზი ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების ერთ-ერთი მთავარი წყაროა, რომელიც იმუნურ სისტემას, სისხლძარღვების კედლებსა და ძვლოვან სისტემას აძლიერებს, ასევე სასუნთქი სისტემის ინფექციებისგან გვიცავს, რაც ზამთარში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„ომეგა-3 ადამიანს დეპრესიასთან ბრძოლაში ეხმარება. ამ სიიდან შეგიძლიათ აარჩიოთ ნებისმიერი თევზი, რომელიც მოგწონთ: ორაგული, კალმახი, კეფალი და სკუმბრია. თუ თევზი მოგბეზრდათ, შეგიძლიათ ნიგოზი, სელის თესლი, ლობიო და ჩია მიირთვათ.
ციტრუსები
ციტრუსებში შემავალი ვიტამინები იმუნურ სისტემას აძლიერებს და ორგანიზმს ვირუსებთან ბრძოლაში ეხმარება. გარდა ამისა, ის ნივთიერებათა ცვლას აწესრიგებს და ზრდასა და განვითარებას ხელს უწყობს.
ციტრუსების მთავარ უპირატესობად დიდი რაოდენობით С ვიტამინის (ასკორბინის მჟავის) შემცველობა ითვლება. გარდა ამისა, ციტრუსებში არის დიდი რაოდენობით პექტინები, გლიკოზიდები, მინერალური მარილები, ვიტამინები D, K, B1, B2 და ეთერზეთები. ლიმონმჟავის წყალობით კი ციტრუსებში ნიტრატები და სხვა მავნე კომპონენტები არ გროვდება.
სტაფილო, კარტოფილი, ჭარხალი
ისინი შეიცავს საკმარისი რაოდენობით A ვიტამინს. მათი ნახშირწყლებით მდიდარი შემადგენლობა კი უამრავ ენერგიას უზრუნველყოფს.
ჭარხალი შეიცავს: ვიტამინებს – A, B1, B2, B5, B6, B9, C, PP; ორგანიზმისთვის აუცილებელ ნივთიერებებს – კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, თუთია, სპილენძი, მანგანუმი, რკინა, იოდი, ბორი, ვანადიუმი, ფოსფორი, ნატრიუმი, გოგირდი და სხვ. ლიმონის, მჟაუნისა და ვაშლის მჟავებს; ამინომჟავებს. გლუკოზას, ფრუქტოზას, საქაროზას, პექტინებს; უჯრედისს.
ისევე, როგორც ჭარხალი, სტაფილოც მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით. ის შეიცავს ბეტა–კაროტინსა და ბოჭკოს. სტაფილო ძლიერი ანტიოქსიდანტია და ორგანიზმს A, C, K და B8 ვიტამინებით ამდიდრებს.
***
თევზის „უხა“ - ძალიან სასარგებლო წვნიანი
დაკონსერვებული თევზის სასარგებლო თვისებები
როგორ მოვამზადოთ ფორთოხლის ცუკატები
სიახლეები ამავე კატეგორიიდან