უცხოური სამზარეულო

თევზის „უხა“ - ძალიან სასარგებლო წვნიანი

fun time

12:00 ხუთ. 29 აპრილი, 2021 წელი

თევზის უხა

14
დაკოპირებულია

„უხა“ ტრადიციული რუსული კერძია და კლასიკური რეცეპტის მიხედვით, მას რამდენიმე სახის თევზისგან ამზადებენ. გაითვალისწინეთ, რომ ეს ნოყიერი წვნიანი ბავშვებისთვისაც სასარგებლოა. „უხას“ რეცეპტს გამოცდილი მზარეული დავით გიორგბერიძე გვიზიარებს.

 

თევზის წვნიანის მოსამზადებლად საჭიროა:

თევზი - 150 გრ;
სტაფილო - 30 გრ (მოხარშული);
კარტოფილი - 30 გრ (მოხარშული);
ოხრახუში - 20 გრ;
კამა - 20 გრ;
ხახვი - 1 პატარა თავი;
ლიმონი - მესამედი;
დაფნის ფოთოლი - 1 ც;
პილპილის კაკლები - 5ც;
არაყი - 10-15 გრ;
თეთრი პილპილი და მარილი - გემოვნებით.

მომზადების წესი:

ქვაბში, რომელშიც თევზის წვნიანის მომზადებას აპირებთ, ჩაასხით ცივი წყალი. დაამატეთ დაფნის ფოთოლი, პილპილის კაკლები, გაჭრილი ლიმონი, ოთხად გაჭრილი ხახვი და კარგად გასუფთავებული თევზი.

შედგით ქვაბი საშუალო ცეცხლზე, დაახურეთ თავსახური და ხარშეთ, დაახლოებით, 30 წუთის განმავლობაში.
როგორც კი წამოდუღდება, სითხე ცალკე ქვაბში გადაწურეთ და ბულიონის შეზავებას შეუდექით.
საწურზე დარჩენილი ბოსტნეული და თევზი კი ცალკე ჯამზე ან თეფშზე გადაიტანეთ.

ქვაბი, რომელშიც თევზის ნახარში ჩაასხით, შედგით ნელ ცეცხლზე. თანდათანობით დაუმატეთ კუბიკებად დაჭრილი მოხარშული კარტოფილი და ასევე, მოხარშული სტაფილო.

შემდეგ, დაამატეთ წვრილად დაჭრილი კამა, ოხრახუში, თეთრი პილპილი, მარილი და არაყი.
კარგად მოურიეთ და შემდეგ დაამატეთ მოხარშული თევზის ნაჭრები.

როგორც კი წამოდუღდება, წვნიანი მზად იქნება.


შენიშვნა:

თევზის წვნიანის ბულიონი შეგიძლიათ, წინასწარ მოამზადოთ, გადაიტანოთ შესაბამის (ემალის) ჭურჭელში და მაცივარში შეინახოთ.

როცა „უხას“ მომზადებას გადაწყვეტთ, გამოდგით მაცივრიდან და ზემოთ მოცემული რეცეპტით მოამზადეთ.
თევზის წვნიანის მირთმევა იდეალურია ნაბახუსევზე.

შეგიძლიათ, „უხა“ თევზის ფილეთიც მოამზადოთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ხრაშუნა ყველის ბურთები - გემრიელი ხ...

მარტივი ხემსი

საზაფხულო ცივი კერძები მთელი ოჯახის...

საზაფხულო ცივი კერძები

კარტოფილი ფრი ღუმელში

კარტოფილი ფრი ღუმელში

ბოსტნეულის სალათები მაიონეზის გარეშ...

ავოკადოს სალათი

ჰუმუსის მომზადება - კლასიკური რეცეპ...

ჰუმუსის მომზადება

კესადილია - გემრიელი ქათმის მექსიკუ...

კესადილია - ქათმის
მექსიკური რეცეპტი

ბატატი ღუმელში - მიირთვით კარტოფილი...

ბატატი ღუმელში

მაშარაფის რეცეპტი - როგორ მოვმზადოთ...

მაშარაფის რეცეპტი

უკრაინული გალუშკები - ნოყიერი საუზმ...

უკრაინული გალუშკები