უცხოური სამზარეულო

რატომ არ შეიძლება მოხარშვის წინ სპაგეტის დატეხვა?

fun time

16:00 კვი. 11 იანვარი

რატომ არ შეიძლება
მოხარშვის წინ სპაგეტის
დატეხვა?

14
დაკოპირებულია

სპაგეტი იტალიაში გამოიგონეს, ამიტომ ამ ქვეყნის მოსახლეობამ მისი სწორად მოხარშვა ყველაზე კარგად იცის. ბევრ ქვეყანაში, მოხარშვამდე სპაგეტის დატეხვაა მიღებული, მაგრამ იტალიაში, სადაც მაკარონი კულტურის განუყოფელი ნაწილია, მომზადებამდე სპაგეტის გატეხა აკრძალულია.

პირველ რიგში, იტალიელებს უჭირთ იმის გაგება, რატომ უნდა გააფუჭო სპაგეტის ფორმა, როდესაც მაღაზიებში ვერმიშელის ან სხვა შესაფერისი პროდუქტების ყიდვა შეიძლება.

იტალიელებს მიაჩნიათ, რომ სპაგეტი არა მხოლოდ საკვები, არამედ გასტრონომიული ტრადიციის სიმბოლოა. ისინი ამბობენ, რომ სპაგეტის გატეხა კერძის ჰარმონიას არღვევს.

მთლიანად მოხარშული სპაგეტი იდეალურ ტექსტურას და არომატს ინარჩუნებს, მისმა დატეხვამ კი შეიძლება პროდუქტის არათანაბარი მომზადება გამოიწვიოს.

სპაგეტის რეცეპტი

გრძელი სპაგეტი მდუღარე წყალში ფრთხილად უნდა ჩაუშვათ და ნელ-ნელა, იმის მიხედვით, როგორ დარბილდება, მთლიანად წყალში მოათავსოთ.

ამ გზით, სპაგეტი მთლიანი რჩება და კერძი იდეალურად მოიხარშება.

მიუხედავად იმისა, რომ მომზადებამდე სპაგეტის დატეხვა შეიძლება მოსახერხებელი ჩანდეს, ეს კერძს ტრადიციულ იტალიურ ხიბლს ართმევს და შეიძლება მაკარონის ტექსტურაზე უარყოფითად მოქმედებს, ამიტომ, თუ გსურთ იტალიური სამზარეულოს ნამდვილი გემო შეიგრძნოთ, უმჯობესია სპაგეტი მთლიანად მოხარშოთ, როგორც ამას იტალიაში აკეთებენ.

***

რა საჭიროა მაკარონის ამდენი განსხვავებული ფორმა



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

პელმენის წვნიანი - მარტივი, სწრაფი,...

პელმენის წვნიანი

როგორ მოვამზადოთ ბულიონის კუბი სახლ...

ბულიონის კუბი

პესტოს მომზადება ზამთრისთვის

პესტოს მომზადება

ჩიმიჩურის სოუსი — არგენტინული სამზა...

ჩიმიჩურის სოუსი

ბურახის მომზადება სახლის პირობებში

ბურახის მომზადება

პაპრიკა რა არის?

პაპრიკა რა არის?

ვეგანური ტომატის წვნიანი კუსკუსით

ვეგანური ტომატის წვნიანი
კუსკუსით

პიცა „მარგარიტას“ რეცეპტი ფილმიდან...

პიცა მარგარიტას რეცეპტი

ფალაფელის ბურთულები - მარტივი რეცეპ...

ფალაფელის ბურთულები