უცხოური სამზარეულო

ვეგანური ტომატის წვნიანი კუსკუსით

fun time

14:53 ოთხ. 19 მარტი

ვეგანური ტომატის წვნიანი
კუსკუსით

14
დაკოპირებულია

ძირითადად, კუსკუსისგან გარნირებს ამზადებენ, თუმცა ჩვენ გემრიელი ვეგანური წვნიანის მომზადებას გთავაზობთ. ის მხოლოდ ვეგანებს კი არა, ჯანსაღი და გემრიელი საკვების მოყვარულებსაც ძალიან მოეწონებათ. 

საჭირო პროდუქტი:

  • კუსკუსი - 100 გრ.
  • ბულგარული წიწაკა - 220 გრ.
  • ხახვი - 1 ცალი
  • სტაფილო - 2 ცალი
  • ტომატის პასტა - 60 გრ.
  • ნიორი, ზეითუნის ზეთი, პაპრიკა, მარილი, შავი პილპილი, რეჰანი - გემოვნებით
  • გასაფორმებლად - ოხრახუში

მომზადების წესი:

ყველა პროდუქტი კარგად გარეცხეთ და გაასუფთავეთ.

წვრილად დაჭერით ხახვი, სტაფილო და ბულგარული წიწაკა.

დაჭრილი ბოსტეული ქვაბში ჩაყარეთ, მოთუშეთ ცოტაოდენ ზეთში, 10 წუთის განმავლობაში და 2,5 ლ. წყალი დაასხით.

როცა ქვაბში წყალი ადუღდება, კუსკუსი და რეჰანი დაამატეთ. ამის შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ და წვნიანს ტომატის პასტა დაამატეთ.

წვნიანი კიდევ 5-7 წუთი ხარშეთ და ცეცხლიდან გადმოდგით.

წვნიანი ღრმა თეფშზე დაასხით, ოხრახუშით გააფორმეთ და სუფრასთან ბაგეტის ნაჭრებთან ერთად მიიტანეთ.

გემრიელად მიირთვით!

ესეც სცადეთ:

კუსკუსის მომზადება

წვნიანი ბრინჯით და ბოსტნეულით

წითელი ოსპის წვნიანი - თურქული მერჯიმეკ ჩორბასის მარტივი რეცეპტი


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

პიცა „მარგარიტას“ რეცეპტი ფილმიდან...

პიცა მარგარიტას რეცეპტი

ფალაფელის ბურთულები - მარტივი რეცეპ...

ფალაფელის ბურთულები

რატომ უნდა დაამატოთ შაქარი გატარებუ...

კატლეტების მომზადება

ხრაშუნა ყველის ბურთები - გემრიელი ხ...

მარტივი ხემსი

საზაფხულო ცივი კერძები მთელი ოჯახის...

საზაფხულო ცივი კერძები

კარტოფილი ფრი ღუმელში

კარტოფილი ფრი ღუმელში

ბოსტნეულის სალათები მაიონეზის გარეშ...

ავოკადოს სალათი

ჰუმუსის მომზადება - კლასიკური რეცეპ...

ჰუმუსის მომზადება

კესადილია - გემრიელი ქათმის მექსიკუ...

კესადილია - ქათმის
მექსიკური რეცეპტი