წვნიანი ბრინჯით და ბოსტნეულით
12:00 ხუთ. 2 დეკემბერი, 2021 წელი
თუ სამარხვო ცხელ კერძებს ეძებთ, აუცილებლად სცადეთ ეს არომატული და მსუბუქი წვნიანი, რომელიც სასწაულად გემრიელი და სასარგებლოა.
ბრინჯის წვნიანისთვის საჭირო პროდუქტი:
- წყალი ან ბოსტნეულის ბულიონი - 3 ლ
- ყავისფერი ბრინჯი - 0,75 ჩაის ჭიქა
- ხახვი - 1 ც.
- სტაფილო - 1 ც.
- ყაბაყი - 1 ც.
- ბადრიჯანი - 1 ც.
- ტკბილი წიწაკა - 1 ც.
- პომიდორი -1 ც.
- კარტოფილი - 2 - 3 ც.
- ნიორი - 3 კბილი
- კამა - 0,5 კონა
- ზეთი - 6 ს.კ.
- დაფქული კარდამონი - 1 მწიკვი
- მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
ბრინჯი კარგად გარეცხეთ გამდინარე წყლის ქვეშ; წყალი აადუღეთ და ჯერ ცოტა მარილი და შემდეგ ბრინჯი ჩაყარეთ. დაიწყეთ ხარშვა;
კარტოფილი გაასუფთავეთ, გარეცხეთ, და კუბებად დაჭერით. წვნიანში კარტოფილი ბრინჯის ჩაშვებიდან 10 წუთის შემდეგ უნდა ჩაყაროთ;
კარტოფილის მოხარშვას ცოტა რომ დააკლდება, ქვაბში ჩაამატეთ დაჭრილი ყაბაყი და ბადრიჯანი, თესლებგამოცლილი წიწაკა, კანგაცლილი პომიდორი;
ამასობაში ხახვი და სტაფილო გაასუფთავეთ, წვრილად დაჭერით, ზეთიან ტაფაზე დარბილებამდე ერთად მოთუშეთ და წვნიანში ჩაუშვით;
ყველა ბოსტნეულის დამატების შემდეგ ხარშეთ15-20 წუთის განმავლობაში საშუალო ცეცხლზე;
წვნიანს ბოლოს დაამატეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და ნიორი, მარილი გემოვნებით, დაფქული კარდამონი და შავი პილპილი. ამის შემდეგ ადუღეთ 2-3 წუთი და ქვაბი ცეცხლიდან გადმოდგით.
გემრიელად მიირთვით!
ასევე დაგაინტერესებთ 🔰
რისგან კეთდება ხელოვნური ბრინჯი და როგორ განვასხვაოთ ის ნამდვილისგან?
სიახლეები ამავე კატეგორიიდან