სამარხვო რეცეპტები

სამარხვო ნამცხვარი ნიგვზით

fun time

16:00

სამარხვო ნამცხვარი
ნიგვზით

14
დაკოპირებულია

ეს გემრიელი და მარტივი სამარხვო ნამცხვარი თქვენ მოლოდინს გაამართლებს, თანაც მოსამზადებლად სულ ცოტა დრო და რამდენიმე ინგრედიენტი დაგჭირდებათ.

საჭირო პროდუქტი:

  • ფქვილი - 260 გრ.
  • შაქარი - 150 გრ.
  • ნიგოზი - 40 გრ.
  • ჩირი - 40 გრ.
  • წყალი - 200 მლ.
  • მცენარეული ზეთი - 65 მლ.
  • გამაფხვიერებელი - 7 გრ.
  • ვანილი
  • 1 ფორთოხლის ან ლიმონის ცედრა
  • 1/2 ლიმონის წვენი.

მომზადების წესი:

1. ფქვილს დაუმატეთ შაქარი, ვანილი, გამაფხვიერებელი, ფორთოხლის ან ლიმონის ცედრა, წვრილად დაჭრილი ჩირი და ნიგოზი, შემდეგ ყველაფერი კარგად აურიეთ.

2. მშრალ ნარევს დაასხით წყალი, ზეთი, ლიმონის წვენი და კარგად აურიეთ.

3. 13x23 სმ. ზომის საცხობ ფორმას წაუსვით ზეთი და ჩაასხით ცომი.

4. ნამცხვარი 180°C-ზე, დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში გამოაცხვეთ.

5. მზა ნამცხვარი ფორმიდან ამოიღეთ და შაქრის პუდრა მოაყარეთ.

6. ეს სამარხვო ნამცხვარი მაღალი, ფაფუკი და ჰაეროვანი არ არის, მაგრამ საოცრად გემრიელი და არომატულია. გააგრილეთ და გემრიელად მიირთვით.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

სამარხვო ნამცხვარი კაკაოთი

სამარხვო ნამცხვარი
კაკაოთი

ეკალას რეცეპტი – დასავლეთ საქართველ...

ეკალას რეცეპტი

წითელი ოსპის წვნიანი - თურქული მერჯ...

წითელი ოსპის წვნიანი

მწვანე პომიდორი ზეთით და ძმრით - ზა...

მწვანე პომიდორი ზეთით და
ძმრით

სამარხვო კატლეტები ყვავილოვანი კომბ...

სამარხვო კატლეტები

სამარხვო ბისკვიტი მანანის ბურღულით

სამარხვო ბისკვიტი

შოკოლადის სამარხვო ორცხობილა „ბრაუნ...

შოკოლადის სამარხვო
ორცხობილა „ბრაუნი“

სამარხვო კრემი ნებისმიერი ტორტისა თ...

მოხარშული კრემი წყლით

შემწვარი გოგრა ტაფაზე - კარტოფილივი...

შემწვარი გოგრა ტაფაზე