სამარხვო რეცეპტები

სამარხვო კატლეტები ყვავილოვანი კომბოსტოთი

fun time

16:50 ხუთ. 10 ოქტომბერი

სამარხვო კატლეტები

14
დაკოპირებულია

ამჯერად თქვენს ყურადღებას ვიტამინებით, მინერალებითა და უჯრედისით მდიდარ ყვავილოვან კომბოსტოზე შევაჩერებთ, რომლის შესახებაც მარკ ტვენმა ხუმრობით თქვა: „ყვავილოვანი კომბოსტო სხვა არა არის რა, თუ არა კომბოსტო უმაღლესი განათლებით". თუ გინდათ, რომ ამ სასარგებლო ბოსტნეულისგან უგემრიელესი კატლეტები დაამზადოთ, ამაში ჩვენი რეცეპტი დაგეხმარებათ.

 

საჭირო პროდუქტი:

  • ყვავილოვანი კომბოსტო - 650 გრ.
  • შვრიის ფანტელი - 120 გრ.
  • ხახვი - 1 ცალი,
  • საფანელი - 5 ს.კ.
  • ფქვილი - 30გრ
  • წიწაკა გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით
  • მწვანილი გემოვნებით
  • ზეთი - 20 გრ.

მომზადების წესი:

ჩაყარეთ შვრიის ფანტელები ღრმა ჯამში, მდუღარე წყალი დაასხით და 35 წუთი ასე დატოვეთ.

ქორფა ყვავილოვანი კომბოსტო მდუღარე წყალში ჩაუშვით და 5-7 წუთის განმავლობაში ხარშეთ. მოხარშული ყვავილოვანი კომბოსტო გადაიტანეთ თუშფალანფზე, რათა ზედმეტი სითხე ჩამოიწუროს. როცა სითხე ჩამოიწურება და კომბოსტოც გაგრილდება, წვრილად დაჭერით და ბლენდერის დახმარებით დააქუცმაცეთ. შემდეგ დაუმატეთ წვრილად დაჭრილი 1 თავი ხახვი.

დამბალი შვრიის ფანტელს ზედმეტი სითხე მოაცილეთ და კომბოსტოსთან და ხახვთან ერთად ჯამში აურიეთ. ბოლოს დააყარეთ ფქვილი, მარილი, პილპილი და გატარებული მწვანილი.

მომზადებული მასა 15 წუთით დატოვეთ, შემდეგ კი სველი ხელით კატლეტები გამოიყვანეთ და საფანელში ამოავლეთ.

ტაფაზე ზეითუნის ზეთი დაასხით, კარგად გააცხელეთ და კატლეტები შეწვით.

სულ ეს არის.

გემრიელად მიირთვით!

ესეც სცადეთ:

სამარხვო ტოლმა - ჯანსაღი და ნოყიერი კერძი

ბროკოლი თუ ყვავილოვანი - რომელი უფრო სასარგებლოა და ვისთვის?

შვრიის დესერტი ნიგვზითა და შავი ქლიავით - სამარხვო გემრიელობა

ნივრის ხიზილალა - გემრიელი ბუტერბროდებისთვის, თანაც სამარხვოა


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მწვანე პომიდორი ზეთით და ძმრით - ზა...

მწვანე პომიდორი ზეთით და
ძმრით

სამარხვო ბისკვიტი მანანის ბურღულით

სამარხვო ბისკვიტი

შოკოლადის სამარხვო ორცხობილა „ბრაუნ...

შოკოლადის სამარხვო
ორცხობილა „ბრაუნი“

სამარხვო კრემი ნებისმიერი ტორტისა თ...

მოხარშული კრემი წყლით

შემწვარი გოგრა ტაფაზე - კარტოფილივი...

შემწვარი გოგრა ტაფაზე

ვემზადებით ზამთრისთვის - ბულგარული...

დატენილი ბულგარული

ყაბაყის მწნილი სტერილიზაციის გარეშე

ყაბაყის მწნილი
სტერილიზაციის გარეშე

მწვანე ლობიო ნიგვზით იმერულად

მწვანე ლობიო ნიგვზით
იმერულად

ბოსტნეულის კატლეტი - დაბალკალორიული...

ბოსტნეულის კატლეტი