დესერტი

შვრიის დესერტი ნიგვზითა და შავი ქლიავით - სამარხვო გემრიელობა

fun time

12:00 ოთხ. 8 სექტემბერი, 2021 წელი

შვრიის დესერტი ნიგვზითა
და შავი ქლიავით

14
დაკოპირებულია

ამ რეცეპტით გამოგივათ 4 ულუფა; მომზადების დრო - 10 წუთი; ერთი ულუფის ენერგეტიკული ღირებულება 335 კკლ; ცილები 8,9 გრ; ცხიმი 14,3 გრ; ნახშირწყლები 47,3 გრ.

საჭირო პროდუქტი:

  • შავი ქლიავი - 80 გრ
  • ნიგოზი - 65 გრ
  • შვრიის ფანტელი - 2 ჭიქა
  • თაფლი - გემოვნებით
  • წყალი - 2 სუფრის კოვზი

მომზადების წესი:

1. შავი ქლიავი წვრილად დაჭერით; ნიგოზი დანაყეთ; შვრიის ფანტელი მშრალ ტაფაზე 5 წუთის განმავლობაში მოხალეთ;

2. შემდეგ ეს ყველაფერი ერთმანეთში აურიეთ და დაასხით ადუღებული ცხელი წყალი 2 სუფრის კოვზი. წყალი დაასხით თანდათანობით და არა - ერთბაშად; მასა უნდა მიიღოთ ნოტიო, სქელი და წებოვანი, მაგრამ არა - სველი;

3. ტაფაზე ქაღალდის ხელსახოცით მოუსვით ზეითუნის ზეთი. ზედ დადეთ მიღებული მასა და ხელით გადაასწორეთ/დატკეპნეთ. ამ პროცესის დროს მასა არ დაგეშალოთ - კვლავ წებოვანი და მკვრივი უნდა იყოს. თუკი შეატყობთ, რომ იშლება, დაამატეთ შვრიის ფანტელები;

4. ტაფა ძალიან დაბალ ცეცხლზე დადგით. უმჯობესია - გაზგამანაწილებელზე. სახურავი დაახურეთ. თითო მხარეს დაახლოებით, 7-10 წუთი აცხვეთ. ცოტათი უნდა შეიფეროს და კიდევ უფრო შეიკრას;

5. მეორე მხარეს გადმოსაბრუნებლად ტაფაზე მოთავსებულ მასას დაადეთ დიდი თეფში, შემდეგ ცალი ხელით თეფში გეჭიროთ, მეორით კი ტაფა გადააბრუნეთ. თეფშზე გამოუცხობი მხარე მოხვდება. და სწორედ ამ მხრიდან ნელ-ნელა ჩააცურეთ ტაფაზე.

გემრიელად მიირთვით!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

პანაკოტა მარწყვით — დაუვიწყარი იტალ...

პანაკოტა მარწყვით

რა მოხდება, თუ ნამცხვარში კარაქს მც...

რა მოხდება, თუ ნამცხვარში
კარაქს მცენარეული ზეთით
ჩავანაცვლებთ?

ხაჭოს პასქა - კლასიკური რეცეპტი

ხაჭოს პასქა - კლასიკური
რეცეპტი

პასქის მინანქარი - სამი მარტივი რეც...

პასქის მინანქარი

BECKJAM - დევიდ ბეკჰემის საფირმო ჯე...

დევიდ ბეკჰემის საფირმო
ჯემის რეცეპტი

პრიალა მინანქარი

პრიალა მინანქარი

ყავა კედრის კაკლით - ახალი გემო

კედრის კაკალი

კივის ჯემი - ვიტამინების განძი ზამთ...

კივის ჯემი -

ჰალვის სასარგებლო თვისებები

ჰალვის სასარგებლო
თვისებები