სამარხვო რეცეპტები

სამარხვო შოკოლადის კექსი

fun time

15:00

სამარხვო შოკოლადის კექსი

14
დაკოპირებულია

ეს უგემრიელესი კექსი შოკოლადის მოყვარულებს განსაკუთრებით მოეწონებათ. ის საკმაოდ დაბალკალორიულია (100 გრამი - 309 კკალ) და ხელმისაწვდომი პროდუქტებისგან მზადდება.

საჭირო პროდუქტი

  • ფქვილი - 190 გრამი
  • კაკაო - 30 გრამი
  • შაქარი - 200 გრამი
  • სოდა - 1 ჩაის კოვზი
  • მარილი - მწიკვი
  • ზეთი - 80 მლ
  • წყალი - 240 მლ.
  • ვაშლის ძმარი - 1 სუფრის კოვზი
  • სამარხვო შოკოლადი - 100 გრამი
  • ქოქოსის რძე (ცხიმიანი) - 100 მლ.
  • ნუშის ფანტელები - გემოვნებით

მომზადების წესი:

ღრმა ჯამში მოათავსეთ მშრალი ინგრედიენტები: ფქვილი, კაკაოს ფხვნილი, საცხობი სოდა, მარილი და შაქარი და აურიეთ.

დაამატეთ წყალი, მცენარეული ზეთი, ძმარი და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ურიეთ.

ცომი საკმაოდ თხევადი და ადვილად დასასხმელი გამოვა.

ცომი წინასწარ მომზადებულ საცხობ ფორმაში ჩაასხით, რომელსაც ძირზე საცხობი ქაღალდი ექნება დაფენილი.

კექსი წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, დაახლოებით, 30-35 წუთის განმავლობაში აცხვეთ. მისი მზადყოფნა შეგიძლიათ კბილის ჩხირით შეამოწმოთ.

კექსი ღუმლიდან გამოიღეთ, გააგრილეთ და ფორმიდან ამოიღეთ.

შოკოლადი პატარა კუბიკებად დატეხეთ. ქოქოსის რძე გააცხელეთ, დატეხილ შოკოლადს დაასხით და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ურიეთ. ამის შემდეგ ჯამს ცელოფანი დააფარეთ და 30-60 წუთით მაცივარში შედგით.

მაცივრიდან გამოღების შემდეგ შოკოლადი მიქსერით კარგად ათქვიფეთ და გაციებულ ნამცხვარზე წაუსვით.

კექსს თავზე ნუშის ფანტელი ან წვრილად დაჭრილი თხილი მოაყარეთ. სამარხვო შოკოლადის კექსი მზადაა,

გემრიელად მიირთვით!

***

კექსი ჭიქაში, ცხობის გარეშე

შოკოლადის სამარხვო ორცხობილა „ბრაუნი“

შოკოლადის სამარხვო ტორტი


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ შევწვათ ბადრიჯანი ბევრი ზეთის...

როგორ შევწვათ ბადრიჯანი
ბევრი ზეთის გარეშე?

სამარხვო კატლეტი

სამარხვო კატლეტი

სამარხვო მაიონეზის მომზადება

სამარხვო მაიონეზის
მომზადება სახლში

სამარხვო ნამცხვარი ნიგვზით

სამარხვო ნამცხვარი
ნიგვზით

სამარხვო ნამცხვარი კაკაოთი

სამარხვო ნამცხვარი
კაკაოთი

ეკალას რეცეპტი – დასავლეთ საქართველ...

ეკალას რეცეპტი

წითელი ოსპის წვნიანი - თურქული მერჯ...

წითელი ოსპის წვნიანი

მწვანე პომიდორი ზეთით და ძმრით - ზა...

მწვანე პომიდორი ზეთით და
ძმრით

სამარხვო კატლეტები ყვავილოვანი კომბ...

სამარხვო კატლეტები