სამარხვო რეცეპტები

წითელი ოსპის წვნიანი - თურქული მერჯიმეკ ჩორბასის მარტივი რეცეპტი

fun time

16:00 სამ. 24 დეკემბერი

წითელი ოსპის წვნიანი

14
დაკოპირებულია

ცილის მაღალი შემცველობის გამო, ოსპი ხორცის შესანიშნავ ალტერნატივად ითვლება. 

წითელი ოსპის სასარგებლო თვისებები

ეს პარკოსანი მცენარე ორგანიზმს ვიტამინებითა და მინერალებით ამარაგებს, ამასთან ადვილად ასათვისებელია. თუ ოსპს მარცვლეულთან, მაგალითად, ყავისფერ ბრინჯთან ერთად მიირთმევთ, იგივე ხარისხის პროტეინს მიიღებთ, როგორსაც წითელი ხორცი იძლევა, თუმცა გაცილებით სასარგებლოს.

ოსპი დიდი რაოდენობით ბოჭკოს შეიცავს, რაც ხელს უწყობს „ცუდი“ ქოლესტერინის შემცირებას და საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას.

ოსპში შემავალი კალიუმი, ფოლიუმის მჟავა და რკინა ანეიტრალებს მარილის მავნე ზემოქმედებას და ამცირებს სისხლის წნევას.

წითელი ოსპისგან მომზადებული წვნიანი (Mercimek corbası) ზამთრის ცივ დღეებში მაცოცხლებელი ენერგიით აგავსებთ.

წითელი ოსპის მომზადება

  • წითელი ოსპი - 200-250 გრ
  • სტაფილო - 1 ცალი
  • კარტოფილი - 1 ცალი (დიდი ზომის)
  • კანგაცლილი პომიდორი - 2 ცალი
  • ხახვი - 1 თავი
  • წითელი ბულგარული წიწაკა - 1 ცალი, მოზრდილი
  • ბრინჯი - 1 ს.კ.
  • ტომატპასტა - 1 ს.კ.
  • ზეითუნის ზეთი - 2 ს.კ.
  • პაპრიკა - ½ ჩ.კ.
  • გემოვნებით მარილი
  • ლიმონი - სუფრასთან მისატანად

უნდა მოხარშოთ ყველაფერი ერთად:

წითელი ოსპი გარეცხეთ და მოზრდილ ქვაბში ჩაყარეთ ( გაითვალისწინეთ, რომ მოიმატებს მოცულობაში);

ხახვი წვრილად დაჭერით, ხოლო სტაფილო, კარტოფილი და კანგაცლილი პომიდორი - პატარა კუბებად.

შემდეგ ეს დაჭრილი ბოსტნეული და ბრინჯი ქვაბში დააყარეთ ოსპს, დაასხით, დაახლოებით, 2 ლ. წყალი და დადგით მოსახარშად.

წყალი ადუღებამდე რომ მივა, ქაფი მოხადეთ და ცეცხლს დაუწიეთ. დაახლოებით 20-25 წუთი დაბალ ცეცხლზე ხარშეთ.

როცა მოიხარშება (კარტოფილით მიხვდებით, რადგან ოსპი ძალიან მალე იხარშება) ,ქვაბშივე დააბლენდერეთ ხელის ბლენდერით (შეგიძლიათ, გააგრილოთ ან ცხელივე დააბლენდეროთ).

შემდეგი ნაბიჯი - გაცხელებულ ტაფაზე დაასხით ზეითუნის ზეთი (კარაქიც შეგიძლიათ), დაამატეთ ხმელი პიტნა, პაპრიკა და ტომატ-პასტა. ეს ყველაფერი კარგად რომ მოიშუშოს, გასათხელებლად დაასხით, დაახლოებით 2-3 ს. კოვზი დაბლენდერებული მასა. 2-3 წუთი მოშუშვა საკმარისია.

შემდეგ გადაიტანეთ ქვაბში, მარილი გემოვნებით და კარგად ამოურიეთ.

სულ ეს არის!

  • ოსპის წვნიანთან ერთად, სუფრასთან მიიტანეთ ლიმონი.
  • შეგიძლიათ ხმელი პიტნა ზემოდანაც მოაყაროთ.
  • ვისაც უფრო ცხარე მოსწონს, შეუძლია ცოტაოდენი წითელი ცხარე წიწაკა დაამატოს.

გემრიელად მიირთვით!

ესეც სცადეთ:

სოკოს წვნიანი

ბოსტნეულის წვნიანი დიეტური

სასწრაფო დახმარება ნაბახუსევზე - ნივრის წვნიანი


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მწვანე პომიდორი ზეთით და ძმრით - ზა...

მწვანე პომიდორი ზეთით და
ძმრით

სამარხვო კატლეტები ყვავილოვანი კომბ...

სამარხვო კატლეტები

სამარხვო ბისკვიტი მანანის ბურღულით

სამარხვო ბისკვიტი

შოკოლადის სამარხვო ორცხობილა „ბრაუნ...

შოკოლადის სამარხვო
ორცხობილა „ბრაუნი“

სამარხვო კრემი ნებისმიერი ტორტისა თ...

მოხარშული კრემი წყლით

შემწვარი გოგრა ტაფაზე - კარტოფილივი...

შემწვარი გოგრა ტაფაზე

ვემზადებით ზამთრისთვის - ბულგარული...

დატენილი ბულგარული

ყაბაყის მწნილი სტერილიზაციის გარეშე

ყაბაყის მწნილი
სტერილიზაციის გარეშე

მწვანე ლობიო ნიგვზით იმერულად

მწვანე ლობიო ნიგვზით
იმერულად