უცხოური სამზარეულო

სოკოს წვნიანი - მოამზადეთ 20 წუთში

fun time

14:41 ხუთ. 20 ოქტომბერი, 2022 წელი

სოკოს წვნიანი

14
დაკოპირებულია

გარდა იმისა, რომ ეს მარტივი წვნიანი სწრაფად მზადდება, ამავდროულად გემრიელი მსუბუქია და დიდი ხნითაც ანაყრებს. აუცილებლად სცადეთ! ამ რეცეპტს Funtime-ს მკითხველებს გამოცდილი მზარეული კახა გოგუა გიზიარებთ.

 

საჭირო პროდუქტი:

  • ქამა სოკო - 200 გრ;
  • ნაღები - 200 გრ;
  • ჰოლანდიური ყველი (გაუდა) – 50-60 გრ;
  • მარილი და პილპილი - გემოვნებით.

მომზადება:

საგულდაგულოდ გარეცხილი სოკო დაჭერით კუბიკებად, ჩაყარეთ მაღალ ქვაბში, დაასხით ნაღები და შედგით ქვაბი ნელ ცეცხლზე 15 წუთით.

როგორც კი სოკო ოდნავ მოიხარშება, დაამატეთ მარილი, პილპილი და, დაახლოებით, 2 წუთში გადმოიღეთ ღრმა თეფშზე.

თეფშზე მოაყარეთ გახეხილი ჰოლანდიური ყველი.

როგორც კი ყველი დნობას დაიწყებს, შეგიძლიათ, გემრიელად მიირთვათ.

შენიშვნა:

ნაღები არ უნდა იყოს ძალიან სქელი, სასურველია - 25%-იანი;
თუ გსურთ, სოკოს გემო უკეთ შეიგრძნოთ, სოკო ბოლომდე არ მოხარშოთ;
ნაღები შესაძლოა, ქვაბიდან გადმოვიდეს, ამიტომ, ყურადღებით იყავით და კერძს ხშირად მოურიეთ.

ეს გემრიელი რეცეპტებიც სცადეთ:

ბოსტნეულის წვნიანი

სამარხვო წვნიანი - პიტნით და ბარდით

დიეტური წვნიანი

თევზის წვნიანი უხა



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მასკარპონეს რეცეპტი - იტალიური კრემ...

მასკარპონეს რეცეპტი

რატომ იყიდებოდა აფთიაქში კეტჩუპი და...

კეტჩუპის მომზადება
სახლში

რატომ არ შეიძლება მოხარშვის წინ სპა...

რატომ არ შეიძლება
მოხარშვის წინ სპაგეტის
დატეხვა?

პელმენის წვნიანი - მარტივი, სწრაფი,...

პელმენის წვნიანი

როგორ მოვამზადოთ ბულიონის კუბი სახლ...

ბულიონის კუბი

პესტოს მომზადება ზამთრისთვის

პესტოს მომზადება

ჩიმიჩურის სოუსი — არგენტინული სამზა...

ჩიმიჩურის სოუსი

ბურახის მომზადება სახლის პირობებში

ბურახის მომზადება

პაპრიკა რა არის?

პაპრიკა რა არის?