უცხოური სამზარეულო

პაპრიკა რა არის?

fun time

15:00 შაბ. 28 ივნისი

პაპრიკა რა არის?

14
დაკოპირებულია

ამ ცეცხლივით წითელ, სურნელოვან სანელებელს, რომელსაც მოტკბო გემო დაჰკრავს, ყველა მაღაზიაში ნახავთ. სიტყვა „პაპრიკა“ უმეტესობისთვის წითელ ფხვნილთან და მადის აღმძვრელ კერძებთან ასოცირდება, თუმცა ჯობია, ჯერ მცენარეს გავეცნოთ. 

 

პაპრიკა ტკბილი წიწაკის ერთ-ერთი სახეობისგან - Capsicum annuum-ისგან მზადდება. ის შეიძლება ცხარე ან ტკბილი იყოს - ეს უკვე ფერმერის ან მწარმოებლის გემოვნებაზეა დამოკიდებული.

პაპრიკის მომზადება

მზეზე დამწიფებულ ნაყოფს ხელით, ფრთხილად კრეფენ, ახარისხებენ და ძაფზე ისე ასხამენ, თითქოს მარგალიტის მძივია. წითელ „გირლანდებს“ სოფლის სახლების ქვეშ, ღობეებზე და ქუჩის გასწვრივ კიდებენ, რაც დღესასწაულის განწყობას ქმნის. ოდესღაც წითელი წიწაკის სხმულებს დიდგვაროვანთა სახლების მოსართავად იყენებდნენ, თუმცა დროთა განმავლობაში ესთეტიკას გემოვნური თვისებები დაემატა.

როცა წიწაკა კარგად გაშრება, ფქვავენ. სოფლებში ამას ხელით აკეთებენ — ნაყოფს დიდ სანაყში ყრიან და ნაყავენ, სანამ ყველასთვის ცნობილ, წითელ ფხვნილს მიიღებენ. ქარხნული წარმოება, რა თქმა უნდა, ნაკლებად რომანტიკულია - ღუმელში შრობა და სპეციალური საფქვავები, თუმცა არსი იგივეა.

პაპრიკის გემო, ფერი და სურნელი წიწაკის ჯიშზე და დამუშავების წესზეა დამოკიდებული:

თუ წიწაკა თესლიანად დაიფქვა, ცხარე პაპრიკას მიიღებთ, თესლის გარეშე დაფქული კი რბილი, არომატული სანელებელია.

პაპრიკა შებოლილი

არსებობს შებოლილი პაპრიკა. ასეთ შემთხვევაში წიწაკა თავის გამორჩეულ გემოს მზეზე კი არა, ცეცხლზე გაშრობისას იღებს. სწორედ ეს პაპრიკა ანიჭებს განსაკუთრებულ არომატს ესპანურ ხორციან კერძებს.

ესპანეთში პაპრიკას La Vera-ს ხეობაში ზრდიან, სადაც შებოლილ ჯიშებს ცნობილი მარკირება Pimentón de la Vera ენიჭება.

პაპრიკა უბრალოდ სანელებელი არ არის

სერბეთის სოფელ დონია ლოკოშნიცაში თითქმის ყველა ეზოში წითელი წიწაკის გირლანდები ფრიალებს, თუმცა პაპრიკით ყველაზე სახელგანთქმული ქვეყანა მაინც უნგრეთია, სადაც ამ სანელებელს ყველა კერძს უმატებენ. ამ ქვეყანაში პაპრიკის მუზეუმიც კი არსებობს, სადაც ყველა ზომის, ფორმის და ფერის წიწაკა და უძველესი საფქვავები შეიძლება ნახოთ.

პაპრიკა უბრალოდ სანელებელი არაა. ის კულტურული სიმბოლო და გასტრონომიული სავიზიტო ბარათია. პაპრიკა შეიცავს C და A ვიტამინებს, ანტიოქსიდანტებსა და კაროტინოიდებს და ბოლოს — ის უბრალოდ ლამაზია. ამ სანელებლის მთავარი დანიშნულებაა კერძს მოწითალო ფერი და დახვეწილი გემო შემატოს.

***

მწარე წიწაკის სასარგებლო თვისებები

სანელებელი ჯანმრთელობისთვის - რომელი როდის გამოვიყენოთ?!

კურკუმა გასახდომად - ინდური სანელებლის სასარგებლო თვისებები


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვეგანური ტომატის წვნიანი კუსკუსით

ვეგანური ტომატის წვნიანი
კუსკუსით

პიცა „მარგარიტას“ რეცეპტი ფილმიდან...

პიცა მარგარიტას რეცეპტი

ფალაფელის ბურთულები - მარტივი რეცეპ...

ფალაფელის ბურთულები

რატომ უნდა დაამატოთ შაქარი გატარებუ...

კატლეტების მომზადება

ხრაშუნა ყველის ბურთები - გემრიელი ხ...

მარტივი ხემსი

საზაფხულო ცივი კერძები მთელი ოჯახის...

საზაფხულო ცივი კერძები

კარტოფილი ფრი ღუმელში

კარტოფილი ფრი ღუმელში

ბოსტნეულის სალათები მაიონეზის გარეშ...

ავოკადოს სალათი

ჰუმუსის მომზადება - კლასიკური რეცეპ...

ჰუმუსის მომზადება