უცხოური სამზარეულო

პესტოს მომზადება ზამთრისთვის

fun time

17:45 ხუთ. 25 სექტემბერი

პესტოს მომზადება

14
დაკოპირებულია

მწვანილს ადამიანის მენიუში განსაკუთრებული ადგილი უკავია. მისი მხოლოდ ერთი კონა ვიტამინებისა და მიკროელემენტების თითქმის დღიურ ნორმას შეიცავს. ზამთარში, როდესაც ვირუსებისა და გაციების საფრთხე იზრდება, მწვანილი ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას. 

მწვანილის პესტო, რომლის რეცეპტებსაც ამჯერად გთავაზობთ, უნივერსალური სოუსია, რომელიც ნებისმიერ სადილს დღესასწაულად აქცევს.


ნებისმიერი პესტოს მომზადებას ახალი მწვანილი სჭირდება, ამიტომ ის ზაფხულის კერძად მიიჩნევა, თუმცა პესტოს გაყინვა ან დაკონსერვებაც შესაძლებელია. მთავარია პესტოს სოუსის რეცეპტი სწორად შეარჩიოთ.

პესტოს შემადგენლობა


პესტოს შემადგენლობაში, მწვანილის გარდა, კიდევ რამდენიმე აუცილებელ ინგრედიენტია. არჩევანი შესაძლებელია თქვენი გემოვნების მიხედვით:

თხილეული: ნიგოზი, ნუში, კეშიუ, თხილი, გოგრის ან მზესუმზირას თესლი;

ყველი: მაგარი ან ნახევრად მაგარი ყველი, პარმეზანი, გაუდა, ჰოლანდიური ან ლიტვური ყველი.

ზეითუნის ზეთი აუცილებელი და შეუცვლელია.

მწვანე რეჰანის (ბაზილიკის) პესტოს რეცეპტი

  • რეჰანი -2 კონა (160 გრ)
  • ნიორი - 2 კბილი (10 გრ)
  • ფიჭვის კაკალი - 60 გრ.
  • ყველი პარმეზანი - 120 გრ.
  • ზეითუნის ზეთი - 300 გრ.
  • მარილი - გემოვნებით.

რეჰანის ფოთლები გამდინარე წყლის ქვეშ კარგად გარეცხეთ და მშრალ ტილოზე დაალაგეთ, რომ კარგად გაშრეს. ნიორი გაფცქვენით. თუ პარმეზანის ყველს იყენებთ, წინასწარ წვრილად გახეხეთ.

ბლენდერში მოათავსეთ რეჰანი, ნიორი, ფიჭვის კაკლის 3/4 და პარმეზანის ყველის ნახევარი. დაუმატეთ ზეითუნის ზეთი და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ.

მომზადებული პესტოს სოუსს დაუმატეთ დარჩენილი ყველი და ფიჭვის კაკალი, ქვაბში გადაიტანეთ, საშუალო ცეცხლზე დაადგით და 5 წუთის განმავლობაში ხარშეთ. ამის შემდეგ ცხელ-ცხელი გასტერილებულ ქილებში გადაიტანეთ და მოხუფეთ.

ამ რეცეპტით მომზადებული პესტო მაცივარში ან გრილ ადგილზე უნდა შეინახოთ.

გაყინული პესტო

200 გრ. მწვანე ხახვი, 30 გრ. კამა, 30 გრ. ოხრახუში და 6 კბილი ნიორი გარეცხეთ და გააშრეთ. ამის შემდეგ ყველაფერი ბლენდერში გადაიტანეთ, დაამატეთ 1 ჩაის კოვზი მარილი, 1 სუფრის კოვზი ზეთი, 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი და ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

სურნელოვანი მწვანე პიურე ყინულის ფორმებში ჩაასხით, გაყინვის შემდეგ კი კონტეინერებში გადაიტანეთ.

ეს კუბიკები მარტივი გამოსაყენებელია - იმდენს იღებთ, რამდენიც გჭირდებათ და დანარჩენს შემდეგ გამოყენებამდე საყინულეში ინახავთ. რაც მთავარია, გაყინვა მწვანე პესტო გემოზე გავლენას არ ახდენს.

გემრიელად მიირთვით!

***

ქილების სტერილიზაცია ღუმელში

მწვანე პომიდორი ზეთით და ძმრით - ზამთრისთვის

ატმის წვენი ზამთრისთვის


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ჩიმიჩურის სოუსი — არგენტინული სამზა...

ჩიმიჩურის სოუსი

ბურახის მომზადება სახლის პირობებში

ბურახის მომზადება

პაპრიკა რა არის?

პაპრიკა რა არის?

ვეგანური ტომატის წვნიანი კუსკუსით

ვეგანური ტომატის წვნიანი
კუსკუსით

პიცა „მარგარიტას“ რეცეპტი ფილმიდან...

პიცა მარგარიტას რეცეპტი

ფალაფელის ბურთულები - მარტივი რეცეპ...

ფალაფელის ბურთულები

რატომ უნდა დაამატოთ შაქარი გატარებუ...

კატლეტების მომზადება

ხრაშუნა ყველის ბურთები - გემრიელი ხ...

მარტივი ხემსი

საზაფხულო ცივი კერძები მთელი ოჯახის...

საზაფხულო ცივი კერძები