მწვანე პომიდორი ზეთით და ძმრით - ზამთრისთვის
15:02 ორშ. 21 ოქტომბერი
მწვანე პომიდვრის სეზონი დადგა. ეს დაბალკალორიული, თუმცა ვიტამინებით სავსე ბოსტნეულია (B, K, C ვიტამინები), რომელიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და სასარგებლოა ნერვული სისტემისთვის. სასარგებლო თვისებების გარდა, მწვანე პომიდვრისგან უგემრიელესი სალათა მზადდება, რომელიც სწორად მომზადების შემთხვევაში თქვენი ოჯახის ერთ-ერთი საყვარელი კერძი გახდება.
საჭირო პროდუქტი:
- მწვანე პომიდორი – 1,5 კგ
- სტაფილო – 0,5 კგ
- წითელი ბულგარული წიწაკა - 0,5 კგ
- ხახვი – 0,5 კგ
- ქორფა კამა – 30 გ
- მარილი - 30 გრ
- შაქარი - 100 გ
- ზეთი (სასურველია არარაფინირებული) - 100 მლ
- ძმრის ესენცია - 1 ჩ.კ.
- დაფნის ფოთოლი – 5 ც.
- შავი პილპილი გემოვნებით
ბოსტნეულის ეს მოცულობა 5-ლიტრიან ქვაბში ეტევა!
მომზადების წესი:
1. ჩვენს სალათაში ბოსტნეულის სწორად დაჭრა ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ მწვანე პომიდორი ჯერ სიგრძეზე, შემდეგ კი ნახევარი სანტიმეტრის სისქის ნაჭრებად დაჭერით.
2. სტაფილო "კორეულ" სახეხზე გახეხეთ ან ხელით, წვრილ ზოლებად დაჭერით.
3. ბულგარული წიწაკა ძალიან წითელი, გადამწიფებულიც კი უნდა იყოს. ბულგარული წიწაკა დაჭერით წვრილ ზოლებად, ხახვი კი - ნახევარ რგოლებად.
4. დაჭრილი ბოსტნეული მოათავსეთ ქვაბში, მოაყარეთ მარილი და შაქარი, და ხელით აურიეთ. ქვაბს დააფარეთ თავსახური და მაცივარში 24 საათით დატოვეთ.
5. 24 საათის შემდეგ ბოსტნეულს დაასხით ძმრის ესენცია და ზეთი, დადგით ცეცხლზე და ადუღებამდე მიიყვანეთ. ადუღეთ 10 წუთი და რაც შეიძლება იშვიათად მოურიეთ.
6. შემდეგ ბოსტნეულს დაუმატეთ დაჭრილი კამა, დაფნის ფოთოლი და პილპილი (მარცვლები ან დაფქული). ადუღეთ კიდევ 5 წუთი და ბოლოს მოურიეთ.
7. ქილები და ხუფები წინასწარ გარეცხეთ და გაასტერილეთ ისე, რომ დახუფვის დროისთვის ცხელი იყოს.
8. მდუღარე სალათი ცხელ, სტერილურ ქილებში მოათავსეთ და ცხელი, ხრახნიანი ხუფები დაახურეთ ან მოხუფეთ.
9. ქილები გადააბრუნეთ, თბილი პლედი დააფარეთ და დატოვეთ, სანამ ბოლომდე არ გაგრილდება.
გემრიელად მიირთვით!
შენიშვნა:
სწორად დაკონსერვებული სალათა ოთახის ტემპერატურაზე, 1 წლის განმავლობაში ინახება.
მწვანე პომიდორი აფერხებს ნაადრევ დაბერებას, იცავს იმუნურ სისტემას. ის, ასევე, მდიდარია რკინით.
ესეც სცადეთ:
მწვანე პომიდორი ბებიების რეცეპტით
ყაბაყის მწნილი სტერილიზაციის გარეშე
კონსერვები ზამთრისთვის - ზიანი და სარგებელი
სიახლეები ამავე კატეგორიიდან