ქართული კერძები

მწვანე პომიდორი ბებიების რეცეპტით

fun time

12:00 ხუთ. 28 ოქტომბერი, 2021 წელი

მწვანე პომიდორი

14
დაკოპირებულია

პომიდორი ნაყოფს ოქტომბრის ბოლომდე ისხამს, მაგრამ დამწიფებას ვეღარ ასწრებს და წელიწადის ამ დროს ბაზარი სავსეა მწვანე პომიდვრით. თავისი უნიკალური გემოვნური თვისებების დამსახურებით კი, პომიდორი კულინარიაში დაუმწიფებელი სახითაც გამოიყენება.

პომიდვრის ნაყოფი უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, მათ შორის, 3,5-დან 8,5%-მდე ორგანულ მჟავებს, ნატრიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, რკინას, B1, B2, PP ვიტამინებს და ა.შ.

დღეს მწვანე პომიდვრით 3 გემრიელ რეცეპტს გაგიზიარებთ:

მწვანე პომიდორი ნიგვზით

  • მწვანე პომიდორი - 2-3 კგ.
  • ნიგოზი - დაახლოებითб 1 ჭიქა
  • ხახვი - 1/2 კგ.
  • ქინძი, ოხრახუში, ნიახური - თითო კონა
  • ნიორი - 1/2 თავი
  • უცხო სუნელი - 2 სუფრის კოვზი
  • ხმელი ქინძი - 2 სუფრის კოვზი
  • ზაფრანა - 1 სუფრის კოვზი
  • ზეთი - 1/2 ჭიქა
  • დაფქული წიწაკა, მარილი და ძმარი - გემოვნებით.


პომიდორი კარგად გარეცხეთ და ჯვარედინად ჩაჭერით.
ფართო ტაფაზე დაასხით ზეთი, მოაწყვეთ პომიდორი, დააფარეთ თავსახური და დაბალ ცეცხლზე ან ღუმელში შეწვით (ღუმელის შემთხვევაში, ტაფის თავზე დაფარება საჭირო არაა).
სანამ პომიდორი იწვება, ცალკე ჯამში ჩაყარეთ დაჭრილი ხახვი, მწვანილი, დანაყილი ან გატარებული ნიგოზი, ნიორი, სუნელები, წიწაკა და ძმარი.

პომიდორს პერიოდულად მოურიეთ. კარგად რომ დარბილდება და შეიწვება, ტაფა ცეცხლიდან გადმოდგით, პომიდორს გაგრილება აცადეთ და შემდეგ უკვე გამზადებულ საკმაზში კარგად აურიეთ.
ამ კერძს ჩვენი ბებიები ცხელ მჭადთან ერთად მიირთმევდნენ.

მწვანე პომიდვრის სალათა

  • მწვანე პომიდორი - 4,5 კგ
  • ხახვი - 1,5 კგ.
  • მწარე წითელი წიწაკა - 150 გრ
  • სტაფილო - 1/2 კგ.
  • ნიორი - 200 გრ.
  • ზეთი - 1/2 ლიტრი
  • ძმარი - 1/2 ლიტრი
  • ქინძი, ოხრახუში, ნიახური - თითო-თითო დიდი კონა
  • უცხო სუნელი და ხმელი ქინძი - 1/2 ჭიქა,
  • ზაფრანა - მეოთხედი ჭიქა
  • მარილი - გემოვნებით.

გარეცხილი მწვანე პომიდორი საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭერით, დაასხით მდუღარე წყალი და ნახევარი საათი გააჩერეთ. შემდეგ გადაიტანეთ საწურზე და გამდინარე წყალი გადაავლეთ.
ცალკე ჯამში ჩაყარეთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, წვრილად დაჭრილი მწვანილი, ნიორი და წიწაკა და ბოლოს ერთად წამოდუღებული ზეთი და ძმარი.
ამ ნაზავს დაუმატეთ დაჭრილი პომიდორი და ხის კოვზით კარგად მოურიეთ.

სალათა ჭურჭელში სამი დღე უნდა გააჩეროთ, თან პერიოდულად ურიოთ.
შემდეგ კი ქილებში გადაიტანეთ და პოლიეთილენის თავსახურები დაახურეთ.
შენიშვნა: სუფრასთან მიტანის წინ, შეგიძლიათ, სალათას ცოტაოდენი გატარებული ნიგოზი დაუმატოთ.


მკვახე პომიდვრის მწნილი

  • მწვანე პომიდორი - 2 კგ.
  • წიწაკა - 5-10 ცალი
  • ნიორი - 2 თავი
  • ქინძი, ოხრახუში, ნიახური - თითო-თითო დიდი კონა
  • მარილი - გემოვნებით


ბოსტნეული გულმოდგინედ გარეცხეთ და გააშრეთ.
პომიდვრები ჯვარედინად, თითქმის ყუნწამდე ჩაჭერით და ჩააყარეთ მარილი. ჩააწყვეთ ჯამში და ასე დატოვეთ, სანამ წვენს გამოუშვებს.
ამასობაში ცალკე, წვრილად დაჭერით მწვანილები, ნიორი და წიწაკა.
თითოეული პომიდორი ამოავსეთ სურნელოვანი მწვანილის ნაზავით და ჩააწყვეთ მინის ქილაში ან თქვენთვის სასურველ ჭურჭელში.
მოასხით თავისივე წვენი და თავზე პოლიეთილენის თავსახურები დაახურეთ.

წყლის დასხმა საჭირო არ არის - პომიდორი თავად გამოუშვებს საჭირო რაოდენობით წვენს.
ქილები ბნელ და გრილ ადგილას დადგით და პერიოდულად დახედეთ.
თუ საკმარისი ოდენობით წვენი არ გამოუშვა, პომიდვრებს ქილაში ადგილი შეუცვალეთ.
ათი დღის შემდეგ მწნილი მზად იქნება.

გემრიელად მიირთვით!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ქლიავის აჯიკა

ქლიავის აჯიკა

ყაბაყის აჯაფსანდალი

ყაბაყის აჯაფსანდალი

ფენოვანი ლობიანი

ფენოვანი ლობიანი

ქილების სტერილიზაცია ღუმელში

ქილების სტერილიზაცია
ღუმელში

ყურძნის წვენის შენახვა ზამთრისთვის

ყურძნის წვენის შენახვა
ზამთრისთვის

მწვანე ლობიო კვერცხით - სწრაფად მოს...

მწვანე ლობიო კვერცხით

როგორ შევღებოთ და გავაფორმოთ სააღდგ...

კვერცხის შღებვა

ქათმის ფილე არაჟნით

ქათმის ფილე არაჟნით

როგორ მზადდება აფხაზურა

როგორ მზადდება აფხაზურა