ქართული კერძები

მწვანე ლობიო კვერცხით - სწრაფად მოსამზადებელი გემრიელი კერძი

fun time

14:00 კვი. 19 ივნისი, 2022 წელი

მწვანე ლობიო კვერცხით

14
დაკოპირებულია

მწვანე ლობიოს მომზადების მრავალი მეთოდი არსებობს: მწვანე ლობიო ნიგვზით, მწვანე ლობიო კარტოფილით, მწვანე ლობიო პომიდვრით... დღეს გთავაზობთ უმარტივეს რეცეპტს, რომელსაც კულინარი დავით გიორგბერიძე ექსკლუზიურად  Funtimes-ს მკითხველებს გიზიარებთ. თანაც მწვანე ლობიო კვერცხით შეგიძლიათ, მიირთვათ როგორც ცხლად, ასევე ცივად.

საჭირო პროდუქტი:

  • მწვანე ლობიო - 1 კგ;
  • კვერცხი - 5 ცალი;
  • პომიდორი - 1/2 კილო;
  • ქინძი - 100 გრ;
  • რეჰანი - 50 გრ;
  • ნიორი - 50 გრ;
  • ხახვი - 200 გრ;
  • მარილი და წიწაკა - გემოვნებით.


მომზადების წესი:

მწვანე ლობიოს მოატეხეთ თავი და ბოლო, გადატეხეთ 2-3 ნაწილად, კარგად გარეცხეთ და მოხარშეთ.
როგორც კი ლობიო მოიხარშება, გადაწურეთ და გადაიტანეთ ცალკე ჯამზე.

ქვაბის ძირზე მოასხით ზეთი, მოთუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ჯამზე მოთავსებული გაწურული ლობიო ხახვიან ქვაბში გადაიტანეთ.

დაახლოებით, 5-10 წუთის შემდეგ დაამატეთ კანგაცლილი, საშუალო ზომებზე დაჭრილი პომიდორი.

როგორც კი შეამჩნევთ, რომ პომიდორი ქვაბში კარგად მოითუშა, ჯერ დაამატეთ ათქვეფილი კვერცხი, ბოლოს კი - დაჭრილი მწვანილები, ნიორი, მარილი და პილპილი.

შენიშვნა 👇:

მწვანე ლობიოს ხარშვის დროს დაამატეთ 1/2 ჩაის კოვზი სოდა - ასე ლობიო არ გამუქდება.

თუკი შენიშნეთ, რომ კერძი სქელი გამოვიდა, შეგიძლიათ, ოდნავ წყალი დაამატოთ.

მწვანე ლობიოს, სურვილისამებრ, ქონდარს ან შაშკვლავს უმატებენ.

გემრიელად მიირთვით!

ესეც ჩასანიშნი ინფორმაციაა:

პრასი ნიგვზით იმერულად

სუნელების დასახელება და დახასიათება

ბოსტნეული ღუმელში თუ მოხარშული - რომელია სასარგებლო?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ქლიავის აჯიკა

ქლიავის აჯიკა

ყაბაყის აჯაფსანდალი

ყაბაყის აჯაფსანდალი

ფენოვანი ლობიანი

ფენოვანი ლობიანი

ქილების სტერილიზაცია ღუმელში

ქილების სტერილიზაცია
ღუმელში

ყურძნის წვენის შენახვა ზამთრისთვის

ყურძნის წვენის შენახვა
ზამთრისთვის

როგორ შევღებოთ და გავაფორმოთ სააღდგ...

კვერცხის შღებვა

ქათმის ფილე არაჟნით

ქათმის ფილე არაჟნით

როგორ მზადდება აფხაზურა

როგორ მზადდება აფხაზურა

ხბოს ხორცის სალათი - ნოყიერი და გემ...

ხბოს სალათა