გადაჭარბებულია თუ არა ნივრის „ჯადოსნური“ თვისებები - რას წერენ მეცნიერები?
11:00 ხუთ. 28 იანვარი, 2021 წელი
ჩვენი ბებიების თაობა ნიორს ჯადოსნურ თვისებებს ანიჭებდა, მათ სწამდათ, რომ ნიორი მკურნალი არის - მას ანტივირუსული თვისებები აქვს, ამიტომ გვირჩევდნენ, წესად გვქონდეს ნიორის გადაყლაპვა, ჩაღეჭვა და კისერზე მძივებივით დაკიდებაც კი. ცოტა ხნის წინ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალმა Appetite-მ გამოაქვეყნდა სტატია იმის შესახებ, რომ მამაკაცები ნივრის კაფსულების მიღებიდან 12 საათში ქალებისთვის უფრო მიმზიდველები ხდებიან. მოკლედ, მოდით გავარკვიოთ, რას ამბობს მეცნიერები ნივრის სარგებელზე?
ნიორი ხელს უწყობს არტერიული წნევის ნორმალიზებას
ავტორიტეტული სამედიცინო გამოცემა PubMed კვლევის შედეგებზე დაყრდნობით წერს, რეგულარული მოხმარებისას ნიორს შეუძლია არტერიული წნევა შეამციროს. თუმცა ნივრით მკურნალობის თვითნებურად, ექიმთან კონსულტაციის გარეშე დაწყება სასურველი არ არის.
ნიორი ამცირებს ქოლესტერინს
როდესაც დიდი რაოდენობის ქოლესტერინი სისხლძარღვების კედლებზე ილექება, სისხლძარღვები ვიწროვდება და წნევა იზრდება. ნიორში შემავალი ნივთიერება აჟოენი კი სისხლში გარკვეულ ფერმენტებს ააქტიურებს და ცხიმებს შლის.
ნიორი აძლიერებს იმუნიტეტს
გამოკვლევები ადასტურებს, რომ ადამიანებში, რომლებიც ნიორს რეგულარულად მიირთმევენ, გაციების შემთხვევები 63 პროცენტით ნაკლებია.
ნიორს ანტიბიოტიკური თვისებები აქვს, რაც, მეცნიერთა აზრით, შეიძლება გოგირდის მაღალი შემცველობით იყოს გამოწვეული. ჟურნალში Advances in Therapy გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ნიორი იმუნიტეტის ამაღლებით გაციების პრევენციას ახდენს. ეს ვიტამინების, ზეთების, ამინომჟავების და ქიმიური ნაერთის, ალიცინის დამსახურებაა, რომელიც ბაქტერიებსა და სოკოებს კლავს.
ნიორი ავსებს ენერგიით
ძველ საბერძნეთში, სადაც დოპინგის შესახებ არავინ არაფერი იცოდა, ოლიმპიურ სპორტსმენებს ნიორს აჭმევდნენ და ისინი კონკურენტებზე უკეთეს შედეგებს აჩვენებდნენ. ნიორი სასარგებლო იყო იმ ადამიანებისთვისაც, რომლებსაც სპორტთან კავშირი არ აქვთ, რადგან ის ამცირებს დაღლილობას და ზრდის პროდუქტიულობას.
ნიორი ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას
მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ გულ-სისხლძარღვთა და ინფექციური დაავადებების რისკის შემცირება სიცოცხლის გახანგრძლივების მნიშვნელოვანი პირობაა. ეს ხომ მსოფლიოში სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზებია. თუ ამ დაავადებების თავიდან ასაცილებლად პროფილაქტიკურ ზომებს მიმართავთ, ეს აუცილებლად შედეგს გამოიღებს.
ყველაზე მეტი სასარგებლო ნივთიერება ახალ ნიორში გვხვდება. ალიცინის მაქსიმალური რაოდენობის მისაღებად, რომელიც სოკოს და მავნე მიკრობებს ანადგურებს უწყობს, ნიორი უნდა დაჭყლიტოთ ან წვრილად დაჭრათ, ცოტა ხნით გააჩეროთ, რომ „ისუნთქოს“ და მიირთვათ.
ნიორი შლის ტოქსინებს
გოგირდის წყალობით, ნიორი ტოქსინებს შლის. ნივრის უნარი - ადამიანის ორგანიზმი მძიმე ლითონებისგან გაწმინდოს, აკუმულატორების ქარხნის თანამშრომლებზე გამოსცადეს. აღმოჩნდა, რომ ნიორმა სისხლში ტყვიის დონე 19 პროცენტით შეამცირა. მუშები ამბობდნენ, რომ ნივრის რეგულარული მიღების შემდეგ თავის ტკივილები გაუქრათ და არტერიული წნევა მოუწესრიგდათ.
ნიორი აუმჯობესებს ძვლების ჯანმრთელობას
ამ მიმართულებით ადამიანებზე ღრმა კვლევები, ჯერჯერობით, არ ჩატარებულა, წინასწარ წარმოებული ცდებით დადასტურდა, რომ ნიორი მენოპაუზის დროს ქალებში ესტროგენებიის რაოდენობას ზრდის. ესტროგენები კი ძვლოვანი მასის შემცირებას აფერხებს. ეს არ ნიშნავს, რომ უარი უნდა თქვათ კალციუმით და D ვიტამინით მდიდარ საკვებზე. დაბალანსებული დიეტის გარეშე ჯანმრთელი სახსრები არ არსებობს.
ნიორი იცავს ტვინს
ნიორი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ანელებენ ორგანიზმში ჟანგვის პროცესებს და ხელს უწყობენ ალცჰეიმერის დაავადებისა და დემენციის თავიდან აცილებას. გარდა ამისა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქოლესტერინისა და არტერიული წნევის დაწევა ტვინის დაცვის საუკეთესო საშუალებაა.
ნივრის უკუჩვენებები 👇
ნიორი ცვლის სხეულის სუნს
ნიორი და ხახვი სხეულში აგროვებს ნივთიერებებს, რომლებიც ოფლის საშუალებით გამოიყოფა და წარმოქმნის უსიამოვნო სუნს, თითქმის ისეთივეს, როგორიც ნივრისა და ხახვის ჭამის შემდეგ პირის ღრუში წარმოიქმნება.
„ძველი ბერძნები ამბობდნენ, რომ ღმერთების უკანასკნელი და საუკეთესო საჩუქარი ადამიანისთვის ზომიერების გრძნობაა. ამიტომ მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ დადებითი ეფექტის გარდა, ნიორს უკუჩვენებებიც აქვს. მაგალითად, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე 7 წლამდე ასაკის ბავშვებში ნიორმა შეიძლება კანზე დამწვრობის მსგავსი რამ გამოიწვიოს. ამიტომ, ნივრის პროფილაქტიკური მკურნალობის დაწყებამდე ექიმთან კონსულტაცია უნდა გაიაროთ.
კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, როდესაც ბევრმა ადამიანმა ვირუსისგან თავის დასაცავად ხალხურ სამკურნალო საშუალებებს მიმართა, უნდა გვახსოვდეს, რომ ბევრი ნიორი, მით უფრო - უზმოზე ნიორის მიღება, შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მიზეი გახდეს, მაგალითად, საჭმლის მომნელებელ სისტემაზე უარყოფითად იმოქმედოს. ასე რომ, კუჭ-ნაწლავის დაავადებების მწვავე ეტაპზე ნიორი ორგანოზმს უფრო მეტ ზიანს აყენებს, ვიდრე სარგებელს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან