სილამაზე/ჯანმრთელობა

გაიცანით შარაფუგა და მისი სასარგებლო თვისებები

fun time

17:01

შარაფუგა

14
დაკოპირებულია

შარაფუგა (Nectacotum) ქლიავის, გარგარისა და ატმის ჰიბრიდია, რომელიც თავისი უჩვეულო გემოთი და მოსავლიანობით გაოცებას იწვევს.

შარაფუგას შემქმნელი ამერიკელი ბიოლოგი ფლოიდ ზეიგერია.

სელექციონერმა ჰიბრიდული მცენარის გამოყვანას 30 წელი მოანდომა და გლობალურ ბაზარზე 1989 წელს წარადგინა.

ეგზოტიკური ხილის ნაყოფში 70% არის ქლიავი, 25% გარგარი და 5% ატამი. შარაფუგას ნაყოფი ზომით ქლიავზე დიდია (50-770 გრ). ერთ ზრდასრულ ხეზე მისი მოსავლიანობა 30-50 კგ-ს შეადგენს!

შარაფუგა უპრეტენზიო და ყინვაგამძლე მცენარეა, რომელიც ნებისმიერ ნიადაგზე სწრაფად იზრდება. სამხრეთული წარმოშობის მიუხედავად, მას -25 გრადუსამდე ყინვის ატანა შეუძლია.

ერთი სიტყვით, მინიმალური მოვლით შესანიშნავი შედეგი გარანტირებულია.

***

შარაფუგას პოპულარული ჯიშებია: Dapple Dandy, Flavor King და Flavor Supreme.

ფოტოზე: შარაფუგა Flavor Supreme

ნერგის დარგვის დრო აპრილი-მაისია. კალიფორნიაში შარაფუგას „ჰიბრიდების მეფეს“ უწოდებენ.

მრავალწლიანი სელექციის შედეგის გემო შეუდარებელია - ეს არის სიტკბოსა და მცირე მჟავიანობის ჰარმონიული კომბინაცია, რომელიც გემოთი გარგარსა და ატამს წააგავს და ოდნავ თაფლის გემოც დაჰკრავს.

შარაფუგას ქლიავივით პიალა კანი აქვს. ნაყოფის რბილობი მოყვითალო-მოწითალო ფერის, მკვრივი და წვნიანია.

***

შარაფუგა შეიცავს ორჯერ მეტ A ვიტამინს, ვიდრე ქლიავი. მასში შემავალი E ვიტამინი შესანიშნავი ანტიოქსიდანტია, რომელიც სისხლის მიმოქცევას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.

აქვს C, K და B3 ვიტამინების მაღალი შემცველობა, შეიცავს დიდი რაოდენობით მინერალებს, მათ შორის: სპილენძს, მანგანუმს, მაგნიუმს და ფოსფორს. ეს მინერალები საკვები ბოჭკოების წყაროა.

შარაფუგაში შემავალი დიდი რაოდენობით კალიუმი ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალურ მუშაობას.

A ვიტამინის მაღალი დონე განსაკუთრებით სასარგებლოა კანისა და მხედველობისთვის.

თუთიისა და მაგნიუმის შემცველობა ხელს უშლიან სიმსუქნეს და ნერვული სისტემის დაავადებების განვითარებას;

შარაფუგას რეგულარული მოხმარება ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას, გულ-სისხლძარღვთა ფუნქციის გაუმჯობესებას და ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებას.

გამოიყენება პრემიუმ კლასის მურაბების დასამზადებლად.

***

ვაშლატამა - „ბუნების შეცდომა“ და მისი სასარგებლო თვისებები

ქლიავის ჩირის მომზადება - 5 საუკეთესო ხერხი

გარგრის ჩირის მომზადება სახლის პირობებში


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არ შეიძლება ლიმონის ცხელ ჩაიშ...

რატომ არ შეიძლება ლიმონის
ცხელ ჩაიში დამატება?

როგორ მოქმედებს ყავა და მწვანე ჩაი...

კოფეინის მოქმედება
ჯანმრთელობაზე

კომბუჩა - სარგებელი, რისკები და მით...

კომბუჩას სასარგებლო
თვისებები

რომელი სახამებელია ყველაზე ჯანსაღი...

რომელი სახამებელია
ყველაზე ჯანსაღი და
სასარგებლო?

კუნელის სასარგებლო თვისებები

კუნელის სასარგებლო
თვისებები

ირგა - გემრიელი კენკრის სასარგებლო...

ირგა

არ გადააგდოთ ნესვის ქერქი - მისი გა...

ნესვის კანის სასარგებლო
თვისებები

დავლიოთ თუ არა კისელი?

კისელის სარგებლობა

მწვანე ბარდა - შემადგენლობა და სასა...

მწვანე ბარდა