დესერტი

გარგრის ჩირის მომზადება სახლის პირობებში

fun time

16:00 სამ. 20 ივნისი, 2023 წელი

გარგრის ჩირის მომზადება

14
დაკოპირებულია

გარგარის ჩირი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჩირის სახეობაა, რომელიც თითქმის სრულად ინარჩუნებს ხიდან მოწყვეტილი ნაყოფის სასარგებლო თვისებებს. 

გარგრის ჩირის სასარგებლო თვისებები


გარგრის ჩირი მდიდარია ბეტა კაროტინით, B3, E, A ვიტამინებით, კალციუმით, კალიუმით, მაგნიუმითა და ფოსფორით.

ის ამცირებს სიმსივნის რისკს, აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, ხელს უშლის ანემიის განვითარებას, სასარგებლოა მხედველობისთვის, კვებავს კანსა და თმას, ხელს უწყობს წონაში კლებას, შველის ყაბზობას და აბალანსებს გულძმარვას.

რასაკვირველია, რომ ასეთი ძვირფასი პროდუქტი ზამთარში საკმაოდ ძვირია, ამიტომ მისი სეზონზე, სახლში მომზადება საუკეთესო არჩევანია, მით უმეტეს, რომ მისი რეცეპტი ძალიან მარტივია.

ჩირის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • მწიფე, მაგრამ მკვრივი გარგარი - 1 კგ
  • შაქარი - 1 კგ
  • ლიმონმჟავა - 1 ჩ.კ.
  • წყალი - 1 ლ

მომზადების წესი:

1. დაიწყეთ სიროფის მომზადებით. ქვაბში ჩაასხით წყალი, აადუღეთ, დაუმატეთ შაქარი და ლიმონმჟავა, აურიეთ და სიროფი 5 წუთის განმავლობაში ადუღეთ.

2. გარგარი გარეცხეთ, გააშრეთ და კურკები გამოაცალეთ.

გასუფთავებული ხილი მდუღარე სიროფში ჩაყარეთ და 15 წუთის განმავლობაში, დაბალ ცეცხლზე ადუღეთ.

სიროფს პერიოდულად ქაფი მოაცილეთ ქაფი. შემდეგ ცეცხლი გათიშეთ და გარგარი სიროფში გააცივეთ.

3. შემდეგი ეტაპი გარგრის გაშრობაა. თუნუქის ფურცელზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი და ხილი დაალაგეთ.

გარგარი ღუმელში მოათავსეთ და 2 საათის განმავლობაში, 50 გრადუსზე გააშრეთ (რეკომენდებულია "Blow" რეჟიმი).

4. ღუმელიდან გამოღების შემდეგ გარგრის ჩირი აივანზე გაიტანეთ, დოლბანდი ან კოღოს ბადე დააფარეთ და კიდევ ერთი-ორი დღე აშრეთ.

სულ ესაა! გარგრის ჩირი შეგიძლიათ პირდაპირ მიირთვათ ან სხვადასხვა კერძებს დაუმატოთ.

თუ ცოტაოდენ შაქრის პუდრას მოაყრით, შესანიშნავ დაშაქრულ ხილს მიიღებთ.

ესეც სცადეთ:

გამომცხვარი გოგრა ბრინჯით და გარგარის ჩირით

მწვანილის შენახვა ზამთრისთვის



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ უნდა დაუმატოთ ყავას მარილი?

რატომ უნდა დაუმატოთ ყავას
მარილი?

მსხლის ჯემი ზამთრისთვის

მსხლის ჯემი ზამთრისთვის

ვაშლისა და გოგრის წვენი ზამთრისთვის

ვაშლისა და გოგრის წვენი
ზამთრისთვის

შოკოლადის კექსი - მზადდება ჭიქაში,...

შოკოლადის კექსი

როგორ მოვამზადოთ მზესუმზირას ჰალვა?

ჰალვას რეცეპტი

რულეტი პრაღა „პრაღის“ ტორტის მოყვარ...

რულეტი პრაღა

მოამზადეთ თურქული რაჰათლუკუმი 15 წუ...

თურქული რაჰათლუკუმი 15
წუთში

ქლიავის ჩირის მომზადება - 5 საუკეთე...

ქლიავის ჩირის დამზადება

ჟოლოს გაყინვა - 4 ოქროს წესი დიასახ...

ჟოლოს გაყინვა