მწვანილის შენახვა ზამთრისთვის - გაყინვა, გაშრობა, დამარილება
18:00 ხუთ. 14 ოქტომბერი, 2021 წელი
ზამთრისთვის მწვანილის შესანახად სამი ხერხი არსებობს: მწვანილის გაყინვა, მწვანილის გაყინვა და მწვანილის შენახვა მარილში ან მარინადში. ამათგან რომელია უკეთესი ვიტამინებისა და სასარგებლო ნივთიერებების მაქსიმალურად შენარჩუნებისთვის, რა დადებითი და უარყოფითი ეფექტი შეიძლება მოჰყვეს თითოეულს, ამის შესახებ ჩვენი სტატიიდან გაიგებთ.
გამშრალი მწვანილი
დადებითი მხარე: გამშრალი მწვანილი ქაღალდის პაკეტებსა და მინის ქილებში შესანიშნავად ინახება და სასარგებლო თვისებებს დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს.
გაშრობა იდეალურია მკვრივი ფოთლების მქონე მწვანილისთვის (ოხრახუში, ქონდარი, როზმარინი, ლავანდა).
უარყოფითი მხარე: ამ ხერხის უარყოფითი მხარე მდგომარეობს იმაში, რომ გაშრობას დიდი დრო სჭირდება, ხოლო გამშრალი მწვანილი სურნელს მხოლოდ 4 თვე ინარჩუნებს.
გაყინული მწვანილი
დადებითი მხარე: ეს მწვანილის შენახვის უსწრაფესი და ყველაზე მარტივი გზაა. თანაც, დაჭრილი თუ დაუჭრელი მწვანილი საყინულეში დიდი ხნის განმავლობაში ინახება;
უარყოფითი მხარე: დიდ საყინულეს მოითხოვს.
დამარინადებული მწვანილი
დადებითი მხარე: დაკონსერვებული მწვანილი დიდი ხნის განმავლობაში ინახება და ყველა სასარგებლო ნივთიერებას ინარჩუნებს. მწვანილი გემოს დიდი ხნის მანძილზე არ კარგავს.
უარყოფითი მხარე: ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია. გახსნილი ქილა მაცივარში არა უმეტეს 2-3 დღის განმავლობაში ინახება.
როგორ გავაშროთ მწვანილი
მწვანილის გასაშრობად განსაკუთრებული უნარები საჭირო არაა. მწვანილი გამდინარე წყლით კარგად უნდა გარეცხოთ, წვრილად დაჭრათ და ქაღალდზე გავშალოთ. მწვანილი მზისგან მოფარებულ ადგილზე უნდა გააშროთ, რომელიც კარგად ნიავდება.
გაითვალისწინეთ, რომ სწორად გამშრალი მწვანილი ხელის მოჭერის დროს ერთმანეთს არ ეწებება.
როგორ გავყინოთ მწვანილი
გაყინვისთვის ყველა სახის მწვანილი გამოდგება. მთავარია, რომ გაყინვამდე კარგად გარეცხოთ და გააშროთ. მწვანილის გაყინვა ორი ხერხით შეიძლება: მშრალი და სველი.
მშრალი გაყინვის დროს, წვრილად დაჭრილ მწვანილს პოლიეთილენის პაკეტებში ინახავენ, ხოლო სველი მეთოდის დროს დაჭრილ მწვანილს სილიკონის ყინულის ფორმებში ათავსებენ და წყალთან ერთად ყინავენ. შემდეგ კი ყინულის კუბები პოლიეთილენის პაკეტებში გადააქვთ და საყინულეში ინახავენ.
მწვანილის შენახვა მარილით
ზამთრისთვის მწვანილის დამარილება მარილით და ძმრით ან მარტო მარილით შეიძლება.
დამარილებულ მწვანილს მშრალ ქილაში ათავსებენ და მაცივარში ინახავენ. ეს მეთოდი შესანიშნავია მწვანე ხახვის, ისპანახის, მჟაუნას, კამასა და ოხრახუშისთვის.
როგორ მოვამზადოთ მარინადი მწვანილისთვის:
საჭირო ინგრედიენტები:
- წყალი - 1 ლ
- მარილი - 50 გ
- შაქარი - 150 გ
- ძმარი 9% - 150 მლ
მომზადება:
გახსენით მარილი და შაქარი წყალში და ადუღებამდე მიიყვანეთ; მარინადს ძმარი 2-3 ცეცხლიდან გადმოდგმამდე 2-3 წუთით ადრე დაამატეთ. წვრილად დაჭრილ და ქილაში მჭიდროდ მოთავსებულ მწვანილს მდუღარე მარინადი დაასხით და 2-3 წუთი გაასტერილეთ.
ზეთიანი მარინადი მწვანილისთვის:
საჭირო ინგრედიენტები:
- წყალი - 300 მლ
- ძმარი 9% - 30 გ
- მარილი - 50 გ
- მცენარეული ზეთი - 50 გ
მომზადება:
წყლისა და მარილისგან მოადუღეთ მარინადი. ცეცხლიდან გადმოდგმამდე ძმარი დაამატეთ და ქილებში მჭიდროდ მოთავსებულ მწვანილს დაასხით. თითოეულ ქილას დაამატეთ მცენარეული ზეთი, რომელმაც მწვანილი რამდენიმე მილიტიმეტრით უნდა დაფაროს. ილებს თუნუქის ან პლასტმასის თავსახურები დააფარეთ.
ღვინის მარინადი ახალი მწვანილისთვის
საჭირო ინგრედიენტები:
- სუფრის ღვინო - 100 გ
- მცენარეული ზეთი - 100 გ
მომზადება:
მწვანილის ასეთი კონსერვაციისთვის მარინადი სუფრის ღვინისა და ზეთისგან მზადდება თანაფარდობით 1: 1.
ზეთი და ღვინო მოათავსეთ თასში და კარგად ათქვიფეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. მიღებული ნაზავი დაასხით ქილაში მჭიდროდ მოთავსებულ მწვანილს ისე, რომ 1-2 სმ-ით დაიფაროს.
გაითვალიწინეთ: ღვინის მარინადში შენახულ მწვანილს არაჩვეულებრივი არომატი და ახლად დაკრეფილის ფერი აქვს. ის შესანიშნავია სოუსების და სალათების დასამზადებლად, რადგან არ შეიცავს მარილს და აქვს სუფრის ღვინის მსუბუქი არომატი, რომელიც კულინარიულ შედევრს დახვეწილ გემოს მიანიჭებს.