ქართული კერძები

ყურძნის წვენის შენახვა ზამთრისთვის

fun time

12:00 ორშ. 17 ოქტომბერი, 2022 წელი

ყურძნის წვენის შენახვა
ზამთრისთვის

14
დაკოპირებულია

ნატურალური ყურძნის წვენი: ხელს უშლის რაქიტის განვითარებას, ეხმარება კუჭ-ნაწლავის დაავადებების, ფილტვის ტუბერკულოზის, სურავანდის, გულის დაავადებების მკურნალობას. ყურძენი სასარგებლოა სისხლნაკლებობის დროს. მისი ზომიერი გამოყენება (50-60გ) ორგანიზმში „კეთილი“ ქოლესტერინის დონეს ზრდის და „ცუდი“ ქოლესტერინის დონეს ამცირებს. ყურძენი სასარგებლოა ნერვული დაავადებებისა და უძილობის დროს. ამ ხილს ანტიბაქტერიული მოქმედებაც აქვს - ის ნაწლავის ჩხირს და ქოლერის ვიბრიონს ებრძვის. აი, რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს გემრიელი და სასარგებლო პროდუქტი მთელი წლის განმავლობაში ხელმისაწვდომი იყოს. 

რჩევა - ზამთრისთვის ყურძნის წვენის მომზადება წვენსაწურის, წვენსახარშის ან ხორცსაკეპი მანქანის დახმარებით შეგიძლიათ, თუმცა უმჯობესია, ყურძენი ყოველგვარი ტექნიკის გარეშე, საკუთარი ხელით დაწუროთ.

ყურძნის წვენის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • შავი ყურძენი - 6 კგ.
  • შაქარი - 100-200 გრ. (ყურძნის სიტკბოს მიხედვით)

ამ რაოდენობის ყურძნისგან მიიღებთ, დაახლოებით, 4 ლიტრ წვენს.

მომზადების წესი:

1. ყურძენი გამდინარე, ცივი წყლის ქვეშ კარგად გარეცხეთ და თუშფალანგზე გადაიტანეთ, რათა წყლისგან დაიცალოს. ამის შემდეგ ყურძენი დიდ ქვაბში ჩაყარეთ.

2. ქვაბს თავზე სახურავი დაახურეთ და ისე, რომ ერთი წვეთი წყალიც არ დაამატოთ, ძალიან დაბალ ცეცხლზე დაადგით. ყურძენი დაახლოებით 80 ºС - 90 ºС-მდე გააცხელეთ.

3. გაცხელებისას ყურძენი მოცულობაში შემცირდება, მისი მარცვლები დასკდება და წვენს გამოყოფს. შეგიძლიათ, პიურეს საჭყლეტით წვენის გამოყოფა დააჩქაროთ.

4. ცეცხლი გამორთეთ და წვენი გააგრილეთ, რათა დარჩენილი მარცვლების ხელით დაჭყლეტა შეძლოთ.

5. ყურძნის წვენი ორ ფენად დაკეცილ დოლბანდში გაწურეთ. წვენს შაქარი დაუმატეთ, ისევ ცეცხლზე დადგით და 1-2 წუთი ადუღეთ.

ამის შემდეგ ცხელ-ცხელი წვენი წინასწარ გასტერილებულ ქილებში ჩაასხით, მოხუფეთ და ერთი დღით თბილი პლედი დაფარეთ.

მეორე დღეს კი ქილები გრილ ადგილას გადაიტანეთ და შეინახეთ.

ასევე, დაგაინტერესებთ:

კომშის ჯემი ზამთრისთვის

ბროწეულის ნატურალური წვენი და მურაბა ზამთრისთვის

მწვანილის შენახვა ზამთრისთვის

ყაბაყის მწნილი სტერილიზაციის გარეშე



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ქლიავის აჯიკა

ქლიავის აჯიკა

ყაბაყის აჯაფსანდალი

ყაბაყის აჯაფსანდალი

ფენოვანი ლობიანი

ფენოვანი ლობიანი

ქილების სტერილიზაცია ღუმელში

ქილების სტერილიზაცია
ღუმელში

მწვანე ლობიო კვერცხით - სწრაფად მოს...

მწვანე ლობიო კვერცხით

როგორ შევღებოთ და გავაფორმოთ სააღდგ...

კვერცხის შღებვა

ქათმის ფილე არაჟნით

ქათმის ფილე არაჟნით

როგორ მზადდება აფხაზურა

როგორ მზადდება აფხაზურა

ხბოს ხორცის სალათი - ნოყიერი და გემ...

ხბოს სალათა