დესერტი

ბროწეულის ნატურალური წვენი და მურაბა - ვიტამინების კომპლექსი ზამთრისთვის

fun time

12:00 ხუთ. 16 სექტემბერი, 2021 წელი

ბროწეულის ზამთრისთვის

14
დაკოპირებულია

ბროწეულის სამკურნალო თვისებები უძველესი დროიდან დროიდან ცნობილია, რასაც მის ნაყოფსა და ქერქში შემავალი ნივთიერებები განაპირობებს, კერძოდ კი - ბროწეულის შემადგენლობაშია ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ამინომჟავები, K, C, B9 და B6 ვიტამინები, ფოლიუმის მჟავა, რკინა, კალიუმი, ფოსფორი და კალციუმი. ამასთანავე, ბროწეულის კალორაჟი ძალიან დაბალია - 100 გრამში მხოლოდ 72 კილოკალორიაა.

ბროწეულის სარგებელი არა მხოლოდ სეზონზე, არამედ მთელი წლის მანძილზე რომ მიიღოთ, შეგიძლიათ, წვენის და მურაბის სახითაც შეინახოთ.

გაითვალისწინეთ, რომ ბროწეულის კანი შეიცავს ტანინს, რომელიც კანსა და ფრჩხილების ქვეშ მუქ ლაქებს ტოვებს, ამიტომ მარცვლების გარჩევისას, უმჯობესია, ხელებზე თხელი რეზინის ხელთათმანები გაიკეთოთ.

როგორ მივიღოთ ბროწეულის ნატურალური წვენი წყლისა და შაქრის გარეშე

  • ბროწეული გარეცხეთ, გაარჩიეთ და მარცვლები გამდინარე წყლით გარეცხეთ.
  • მარცვლების დასაჭყლეტად ელექტროწვენსაწურის გამოყენება სასურველი არაა, რადგან ბროწეულის წვენში კურკის უმცირესი ნაწილები მოხვდება და მისი გაფილტვრა გაგიჭირდებათ.
  • მით უფრო დაუშვებელია, ამ მიზნით, ბლენდერის გამოყენება, რადგან კურკის ნაწილაკები წვენს აუცილებლად გაამწარებს.
  • ბროწეულის მარცვლების დასაჭყლეტად, შეგიძლიათ სამზარეულოს ცხრილი ან ხელის წვენსაწურით გამოიყენოთ. გამოწურული წვენი ორკეც დოლბანდში გაწურეთ და წამოადუღეთ.
  • ფართოპირიანი ჭურჭელი გაასტერილეთ, ჩაასხით ცხელ-ცხელი წვენი, მოხუფეთ და გრილ ადგილზე შეინახეთ.

შენიშვნა: ბროწეულის უკუჩვენება - ბროწეულის ნატურალური წვენი აზიანებს კბილის ემალს, ამიტომ გამოყენების წინ აუცილებლად უნდა გააზავოთ. 1 ლიტრ ბროწეულის ნატურალურ წვენს დაუმატეთ ნახევარი ლიტრი წყალი და 250 გრ შაქარი და წვენი კიდევ ერთხელ წამოადუღეთ.


როგორ მოვხარშოთ ბროწეულის მურაბა:

  • ბროწეული - 1 კგ (3-4 ცალი) ან 400-500 გრ ბროწეულის მარცვალი
  • შაქარი - 250 გრ (1 ჭიქა),
  • ბროწეულის წვენი - 0,25 ლ (1 ჭიქა)

მომზადების წესი:

1. ბროწეული და გაარჩიეთ. მარცვლები გამდინარე წყლით კარგად გარეცხეთ და საწურზე გადაიტანეთ, რომ წყლისგან დაიცალოს;

2. შეგიძლიათ, მზა ბროწეულის წვენი (ანუ მესამე ინგრედიენტი) მაღაზიაში შეიძინოთ, თუმცა უკეთესი იქნება, თუ მას თავად გამოწურავთ. ოღონდ, ამ შემთხვევაში, ზემოთ მითითებულზე ორჯერ მეტი ბროწეულის შეძენა მოგიწევთ - ანუ 2 კგ-სი;.

3. სოროფის მოსადუღებლად ქვაბში თანაბარი რაოდენობის ბროწეულის წვენი და შაქარი მოათავსეთ და ზომიერ ცეცხლზე დადგით.
როგორც კი ადუღებამდე მივა და შაქრის კრისტალები გადნება, ცეცხლიდან გადმოდგით და გააცივეთ.
ამის შემდეგ, ბროწეულის მარცვლები სოროფში გადაიტანეთ და 5-7 წუთით წამოადუღეთ.
ქვაბი ცეცხლიდან გადმოდგით და გააცივეთ.
ეს პროცედურა კიდევ 2-3-ჯერ უნდა გაიმეოროთ.

👉თავიდან მურაბა ძალიან თხელია და კომპოტს მოგაგონებთ, მაგრამ ყურადღებით უნდა იყოთ, რადგან გასქელების პროცესი სწრაფად დგება. ეს მომენტი თუ გამოგეპარათ, მურაბა ძალიან მუქი და წელვადი გამოვა. ამის თავიდან ასაცილებლად, უმჯობესია, ხარშვის დრო შეამციროთ და გაზარდოთ წამოდუღებისა და გაცივების რაოდენობა.

4. მზა მურაბა ბნელ და გრილ ადგილზე შეინახეთ.

🔰:

როგორ გავყინოთ ხილი

5 სახეობის ხილი, რომლის კურკა და წიპწები ნაყოფზე უფრო სასარგებლოა!

რისთვის არის სასარგებლო ვაშლის ძმარი


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ტრადიციული ინგლისური საშობაო კექსი...

საშობაო კექსი

ნუთელა სახლის პირობებში

ნუთელას რეცეპტი

მოჭიქული წაბლი - როგორ მოვამზადოთ ს...

მოჭიქული წაბლი

ყურძნის მურაბა „იზაბელა“

ყურძნის მურაბა „იზაბელა“

კარალიოკის მურაბა

კარალიოკის მურაბა

საზამთროს მურაბა დარიჩინით - გემო,...

საზამთროს მურაბა
დარიჩინით

ატმის წვენი ზამთრისთვის - მაცოცხლებ...

ატმის წვენის მომზადება

ნაღების ნაყინი - მოამზადეთ სახლში

ნაღების ნაყინი

ჟოლოს უშაქრო მურაბა - გემრიელი და ს...

ჟოლოს უშაქრო მურაბა