სილამაზე/ჯანმრთელობა

10 რჩევა, თუ როგორ გამოვიყენოთ ვაშლის ძმარი

fun time

12:00 შაბ. 5 ივნისი, 2021 წელი

როგორ გამოვიყენოთ ვაშლის
ძმარი

14
დაკოპირებულია

ვაშლის ძმარი ნატურალური პროდუქტია, რომლის მიღება რეკომენდებულია ბევრი დაავადების დროს, რომლებსაც ორგანიზმში კალიუმის დეფიციტი იწვევს, ასევე, არაჩვეულებრივად წმენდს ორგანიზმს შლაკებისგან და ანტისეპტიკური საშუალებაცაა, თუმცა ეს ყველაფერი არ არის... ჩვენ შევეცდებით, ვაშლის ძმრის ყველა სასარგებლო თვისება გაგიზიაროთ.

ვაშლის ძმარი ქიმიურ საშუალებებზე არანაკლებად წმენდს აბაზანის ფილების, ავეჯის, ხალიჩისა თუ ქსოვილების საწმენდად ვიყენებთ. არომატული ძმრის შემადგენლობაში შემავალ უამრავ, ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას შეუძლია ჭიანჭველების, მიკრობებისა და მავნე ბაქტერიების განადგურება!

ვაშლის ძმარი იდეალური საშუალებაა კანალიზაციის გასაწმენდად. ყველა დიასახლისმა იცის, რამდენ პრობლემას ქმნის კანალიზაციის გაჭედილი მილები. ამ პრობლემების თავიდან ასაცილებლად, ერთ ჭიქა ძმარში აურიეთ ნახევარი ჭიქა საჭმელი სოდა და ჩაასხით მილში. სასურველია, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში წყალი არ მოუშვათ. სოდა და ძმარი შესანიშნავად გაწმენდს მილებს და მოსპობს უსიამოვნო სუნს.

ყელის ტკივილის დროს, ვაშლის ძმარი გაურიეთ თბილ წყალში პროპორციით 1:4 და პირის ღრუში გამოივლეთ. ყველა მიკრობი განადგურდება.

თუ გაცივდით და „ცხვირში გიჭერთ“, ერთ ჭიქა წყალში გახსენით ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი და დალიეთ. ძმარი შეიცავს ვიტამინებს A, B1, B2, B6, C, ასევე, ვაშლის, ძმრის, რძისა და ლიმონის მჟავებს. ეს ნივთიერებები მომენტალურად გააუმჯობესებს თქვენს სუნთქვას.

თუ რაიმე მიზეზით ტანსაცმლის გაუთოებას ვერ ახერხებთ, ჩაასხით წყლის საფრქვევში ვაშლის ძმარი და წყალი (პროპორციით 1:3) და ტანსაცმლის ზედაპირი კარგად დანამეთ. როცა ტანსაცმელი გაშრება, ერთ ნაკეცსაც ვერ იპოვით.

ვაშლის ძმარი თმაზე შეგიძლიათ გადაივლოთ - ამაგრებს თმის ძირებს, ხდის მას ფაფუკს და აქრობს ქერტლს. შეურიეთ თანაბარი რაოდენობით ვაშლის ძმარი და წყალი და ბანაობის შემდეგ თმებზე გადაივლეთ. სწრაფი ეფექტისთვის 10-15 წუთის განმავლობაში არ ჩამოიბანოთ და ქერტლი უკვალოდ გაქრება.

ვაშლის ძმარი შესანიშნავად სპობს სარეცხის მანქანაში ჩაბუდებული ნესტის სოკოს. რეცხვის პროცესში ცოტაოდენ ვაშლის ძმარს თუ დაუმატებთ, სარეცხის მანქანაში ჩაბუდებულ ნესტის სოკოსაც მოსპობთ და თეთრეულიც გაცილებით ქათქათა გამოვა.

ვაშლის ძმარი შესანიშნავი საწმენდი საშუალებაა სააბაზანო ოთახისთვის, ამასთანავე, გაცილებით იაფია, ვიდრე ქიმიური საწმენდი საშუალებები.

თუ კანი გექერცლებათ და გეფხანებათ, დაზიანებულ ადგილებზე ბამბის ტამპონით წაისვით ვაშლის ძმარი, რომლის ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებები კანის ნებისმიერ დაზიანებას აღმოფხვრის.

თუ ფეხის ოფლიანობა და ფეხის სუნი გაწუხებთ, ღამით, ძილის წინ რამდენიმე წუთით ფეხები ვაშლის ძმრიან თბილ წყალში ჩააწყვეთ და ზემოხსენებულ პრობლემებს სამუდამოდ დაემშვიდობებით.

ვაშლის ძმარი შესანიშნავად აშორებს ავეჯის ლაქებს, წმენდს ქსოვილს და ხალიჩას. ერთმანეთში აურიეთ თანაბარი რაოდენობით ძმარი და მარილი, წაუსვით ლაქაზე და ცოტა ხნით გააჩერეთ. შემდეგ ჯაგრისის დახმარებით გაწმინდეთ და შედეგით კმაყოფილი დარჩებით.

გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და გაიადვილეთ ცხოვრება!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

5 მიზეზი იმისთვის, რომ სპირულინა რა...

რა არის სპირულინა

მუშმულას სასარგებლო თვისებები

მუშმულას თვისებები

მუსკატის კაკალი - სასარგებლო თვისებ...

მუსკატის კაკალი
სასარგებლო თვისებები

ქაცვის თვისებები

ქაცვის თვისებები

ღორის ხორცის სასარგებლო თვისებები დ...

ღორის ხორცის სასარგებლო
თვისებები

გოგრის თესლი - როგორ ვჭამოთ სწორად?

გოგრის თესლის სასარგებლო
თვისებები და
უკუჩვენებები

იაპონელმა მეცნიერებმა შექმნეს მოწყო...

სიზმრების ჩაწერა
შესაძლებელია

შემოდგომის საკვები - 10 ყველაზე სას...

შემოდგომის ხილი და
ბოსტნეული

ადამიანის ენა შინაგანი ორგანოების ს...

ადამიანის ენა შინაგანი
ორგანოების სარკეა