ქართული კერძები

უხორცო ხარჩო - სამარხვო წვნიანი

fun time

17:10

უხორცო ხარჩო - სამარხვო
წვნიანი

14
დაკოპირებულია

ეს სამარხვო წვნიანი ხორცის ბულიონით მომზადებული ტრადიციული, კერძის მსუბუქი ალტერნატივაა, სადაც ცხვრის ან საქონლის ხორცის შემცვლელი პომიდორი, ტყემალი, სანელებლები და ახალი მწვანილია.  უხორცო ხარჩო იდეალურია წვნიანია ვეგანებისთვის, მარხვაზე მყოფთათვის ან, უბრალოდ, მსუბუქად სადილობისთვის.

ეს გემრიელი ქართული წვნიანი ბრინჯის, პომიდვრის, ტყემლისა და ხმელი სუნელისგან მზადდება, რომლებიც წვნიანს მდიდარ, მომჟავო გემოს ანიჭებს.

საჭირო პროდუქტი:

  • გარეცხილი ბრინჯი - 1 ჭიქა
  • წვრილად დაჭრილი ხახვი - 2-3 ცალი
  • დაჭყლეტილი ნიორი - 2-3 კბილი
  • გაფცქვნილი პომიდორი - 600 გრამი
  • ტომატ-პასტა - 1 ს.კ.
  • ტყემალის სოუსი (სიმჟავისთვის) - 2-3 ს.კ.
  • დაფნის ფოთოლი - 1-2 ცალი
  • ქინძი (წვრილად დაჭრილი) - 1 კონა
  • ხმელი-სუნელი - 2-3 ს.კ.
  • აჯიკა ან წითელი წიწაკა - გემოვნებით
  • მარილი - გემოვნებით
  • ზეთი - 2-3 ს.კ.

მომზადების წესი:

ინგრედიენტები მოამზადეთ: პომიდორი გაფცქვენით, ხახვი დაჭერით, ნიორი დაჭყლიტეთ, ბრინჯი გარეცხეთ და ქინძი დაჭერით.

გააცხელეთ ზეთი ქვაბში და ხახვი მოშუშეთ. მოშუშულ ხახვს წყალი დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ, ბრინჯი დაამატეთ და დარბილებამდე მოხარშეთ.

წვნიანს დაამატეთ გაფცქვნილი და დაჭყლეტილი პომიდორი, წყალში გაზავებული ტომატ-პასტა, ტყემალი, ნიორი, მწვანილი, სანელებლები და ცხარე წიწაკა.

2-3 წუთი ადუღეთ, შემდეგ ცეცხლიდან გადმოდგით და თავდახურული 10 წუთის განმავლობაში გააჩერეთ.

სუფრაზე მიტანის წინ შეგიძლიათ, ცოცხალი ქინძი დააჭრათ.

გემრიელად მიირთვით!

***

ვეგანური ტომატის წვნიანი კუსკუსით

კუსკუსის მომზადება

ბოსტნეულის წვნიანი დიეტური


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ნივრის ფხვნილის მომზადება

ნივრის ფხვნილის
მომზადება

ქლიავის აჯიკა

ქლიავის აჯიკა

ყაბაყის აჯაფსანდალი

ყაბაყის აჯაფსანდალი

ფენოვანი ლობიანი

ფენოვანი ლობიანი

ყურძნის წვენის შენახვა ზამთრისთვის

ყურძნის წვენის შენახვა
ზამთრისთვის

მწვანე ლობიო კვერცხით - სწრაფად მოს...

მწვანე ლობიო კვერცხით

როგორ შევღებოთ და გავაფორმოთ სააღდგ...

კვერცხის შღებვა

ქათმის ფილე არაჟნით

ქათმის ფილე არაჟნით

როგორ მზადდება აფხაზურა

როგორ მზადდება აფხაზურა