კუსკუსის მომზადება
12:00 შაბ. 27 აგვისტო, 2022 წელი
გთავაზობთ კუსკუსისა და ბოსტნეულის დიეტური სალათის რეცეპტს, რომელიც ოჯახის ყველა წევრს მოეწონება.
რა არის კუსკუსი
კუსკუსი უგემრიელესი ბურღულია, რომელიც სწრაფად და ადვილად მზადდება და ცხიმს თითქმის არ შეიცავს.
კუსკუსი მარცვლეულის ცალკე სახეობა არ არის - მას ადრე ამზადებდნენ ფეტვიდან, დღეს კი ყველაზე გავრცელებული კუსკუსი მზადდება მაგარი ხორბლისგან, რომლის მეცნიერული სახელწოდებაა Triticum durum. ასევე კუსკუსს ფეტვის, ქერის ან სიმინდის დამუშავების შედეგად იღებენ. მინიატიურული ზომის მაკარონს წააგავს. კულინარიაში ძირითადად 1,2 მმ დიამეტრის მარცვლებს იყენებენ.
რას შეიცავს კუსკუსი
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კუსკუსი სხვადასხვა მარცვლეულისგან, ყველაზე ხშირად კი მაგარი ხორბლისგან მზადდება. სწორედ ამ ტიპის კუსკუსის შემცველობასა და სასარგებლო თვისებებზე გიამბობთ.
1. კუსკუსი მდიდარია B5 ვიტამინით, რომელიც აძლიერებს იმუნურ სისტემას, ებრძვის ქრონიკულ დაღლილობას და დეპრესიას და უძილობასაც კი შველის. გარდა ამისა, B5 აუმჯობესებს კანისა და თმის რეგენერაციას.
2. შეიცავს უამრავ მიკროელემენტს: ფოსფორს, კალიუმს, რკინას, სპილენძს და ბოჭკოს. ამასთან, ეხმარება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალურ მუშაობას.
2. ასტიმულირებს ტვინის აქტივობას.
3. კუსკუსში შემავალი კალიუმის წყალობით, გულის კუნთი ძლიერდება.
4. კუსკუსი იდეალური დიეტური პროდუქტია და გახდომის მსურველებისთვის შესანიშნავი არჩევანია (ზომიერად მოხმარების შემთხვევაში - 2 ს. კოვზი დღეში).
5. ჰემოგლობინის დონეს ზრდის, ხოლო „ცუდი“ ქოლესტერინის დონეს ამცირებს.
6. მაღალი კვებითი ღირებულებისა და კალორიული შემცველობის გამო კუსკუსის ფაფა რეკომენდებულია სპორტსმენებისთვის, მოხუცებისა და ბავშვებისთვის.
7. სპილენძის მაღალი შემცველობის წყალობით კუსკუსი აფერხებს სახსრების დაავადებების განვითარებას, ასევე ხელს უწყობს ქალის სასქესო ჰორმონების გამომუშავებას.
9. ხელს უშლის თმის ნაადრევ გაჭაღარავებას და კანის ნაადრევ დაბერებას.
კუსკუსის უკუჩვენებები
1. საშუალო გლიკემიური ინდექსის მიუხედავად, დიაბეტით დაავადებულები კუსკუსის მენიუში შეტანას უნდა მოერიდონ, რადგან მას დაავადების პროვოცირება შეუძლია.
2. თუ ხორბალსა და სხვა მარცვლეულზე ალერგია გაქვთ, კუსკუსის გამოყენებას უნდა მოერიდოთ.
3. თუ ადამიანს აქვს ჭარბი წონა აწუხებს, კუსკუსი მხოლოდ სწორი კვების ან დიეტის ფარგლებში უნდა გამოიყენოს.
კუსკუსის კალორიულობა
გაითვალისწინეთ, რომ 100 გრამი მშრალი კუსკუსის ენერგეტიკული ღირებულებაა 376 კკალ.
ცილები - 12,8გრ
ცხიმები - 0,6გრ
ნახშირწყლები - 72,4გრ.
კუსკუსი ბოსტნეულით - მარტივი რეცეპტი
სალათის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- კუსკუსი - 200 გრ;
- სიმინდის მარცვლები - 100 გრ;
- პომიდორი - 50-70 გრ;
- მარილი და მწვანე ხახვი - გემოვნებით;
მომზადების წესი:
1. სიმინდი მოხარშეთ.
2. ადუღეთ წყალი და კუსკუსს დაასხით ისე, რომ წყალმა მარცვლები ოდნავ დაფაროს. მოაყარეთ მარილი გემოვნებით და 7-10 წუთი გააჩერეთ.
3. მწვანილი და პომიდორი დაჭერით.
4. დამბალ კუსკუსს დაუმატეთ ბოსტნეული და კარგად მოურიეთ.
გემრიელად მიირთვით!
თუ დიეტური პროდუქტები გაინტერესებთ, ესეც სცადეთ 👇
დიეტური პროდუქტები „სასუსნაოდ“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან