პელმენის წვნიანი - მარტივი, სწრაფი, გემრიელი
15:00 კვი. 2 ნოემბერი
პელმენის წვნიანი ნამდვილი სასწრაფო დახმარებაა სამუშაო დღეს, როდესაც გსურთ, რამე ცხელი და გემრიელი მიირთვათ, მაგრამ მომზადების დრო არ გაქვთ. ამ რეცეპტით, სულ რაღაც, 20 -30 წუთი დაგჭირდებათ.
4 ულუფა წვნიანისთვის საჭირო პროდუქტი:
- პელმენი - 300-400 გრამი
- კარტოფილი - 4 ცალი (საშუალო ზომის)
- სტაფილო - 1 ცალი
- ხახვი - 1 ცალი
- ზეთი - 1 სუფრის კოვზი
- შავი პილპილი - 4-5 მარცვალი
- დაფნა - 1 ფოთოლი (შეგიძლიათ არ დაამატოთ)
- კამა - გემოვნებით
- მარილი - გემოვნებით
მომზადების წესი:
დადგით 2 ლიტრი წყლით ქვაბი ცეცხლზე, წყალში ჩაყარეთ პილპილის მარცვლები, დაფნის ფოთოლი და აადუღეთ.
კარტოფილი კუბიკებად დაჭერით, ხახვი წვრილად დაჭერით და სტაფილო გახეხეთ.
ქვაბში წყალი რომ ადუღდება, კარტოფილი ჩაყარეთ, ცეცხლს დაუწიეთ და ხარშეთ, დაახლოებით, 10 წუთი - სანახევროდ რომ მოიხარშოს.
ცალკე ტაფაზე ზეთში მოშუშეთ ხახვი და სტაფილო, ოქროსფერ შეფერილობამდე და ჩაყარეთ კარტოფილთან.
როგორც კი კარტოფილი მოიხარშება, ქვაბში პელმენები ჩაყარეთ, მარილიც დაუმატეთ, ცეცხლს მოუმატეთ და ქვაბის შიგთავსს მოურიეთ.
როცა პელმენები წყლის ზედაპირზე ამოტივტივდება, კიდევ 7-10 წუთი ხარშეთ.
ბოლოს წვნიანს წვრილად დაჭრილი კამა დააყარეთ და ცეცხლიდან გადმოდგით.
გემრიელად მიირთვით!






ესეც სცადეთ:
სოკოს წვნიანი - მოამზადეთ 20 წუთში
სიახლეები ამავე კატეგორიიდან