უცხოური სამზარეულო

როგორ მოვამზადოთ ბულიონის კუბი სახლის პირობებში?

fun time

15:50 შაბ. 25 ოქტომბერი, 2025 წელი

ბულიონის კუბი

14
დაკოპირებულია

კონსერვანტებით, დამატკბობლებით და საღებავები გაჯერებული პროდუქტის შეძენა თუ არ გსურთ და ბუნებრივი საკვების მოყვარული ხართ, ჩვენი ბულიონის კუბი მოგეწონებათ. 

ასე მომზადებული ბულიონის კუბი მაქსიმალურად ბუნებრივი და ჯანსაღია.

საჭირო პროდუქტი:

  • ხახვი - 380 გრ.
  • ნიახური - 130 გრ.
  • სტაფილო - 230 გრ.
  • პრასი - 125 გრ.
  • ზეითუნის ზეთი - 40 გრ.
  • სუფრის მარილი - 250 გრ.

მომზადების წესი:

ბოსტნეული კარგად გარეცხეთ, გააშრეთ, წვრილად დაჭერით და აწონეთ.

შემდეგ ტაფაზე, ზეითუნის ზეთში მოშუშეთ.

დაამატეთ მარილი (ბოსტნეულის წონის დაახლოებით ⅓) და კიდევ, დაახლოებით, 10 წუთის განმავლობაში შუშეთ, თან პერიოდულად ურიეთ.

სოუსი ბლენდერით ათქვიფეთ, ისევ ტაფაზე დააბრუნეთ და, დაახლოებით, 15 წუთის განმავლობაში შუშეთ, სანამ სითხე მთლიანად არ აორთქლდება. სანელებლები შეგიძლიათ საკუთარი გემოვნებით დაუმატოთ.

ნარევი ცეცხლიდან გადმოდგით და გააგრილეთ.

საცხობ ფორმაში დააფინეთ საცხობი ქაღალდი, ბოსტნეულის ნარევი გადაანაწილეთ და კარგად დატკეპნეთ. დააფარეთ საკვები ცელოფანი და საყინულეში 24 საათი დატოვეთ.

ბოსტნეულის ნარევი საყინულიდან გამოიღეთ, დაახლოებით, 30-გრამიან კუბებად დაჭერით და გამოყენებამდე ისევ საყინულეში, ჰერმეტულ კონტეინერში შეინახეთ.

ბულიონის კუბები საყინულეში ექვს თვემდე ინახება. სადილის მომზადებისას 2 ლიტრ ცხელ წყალზე 1 კუბი დაგჭირდებათ.

გემრიელად მიირთვით!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არ შეიძლება მოხარშვის წინ სპა...

რატომ არ შეიძლება
მოხარშვის წინ სპაგეტის
დატეხვა?

პელმენის წვნიანი - მარტივი, სწრაფი,...

პელმენის წვნიანი

პესტოს მომზადება ზამთრისთვის

პესტოს მომზადება

ჩიმიჩურის სოუსი — არგენტინული სამზა...

ჩიმიჩურის სოუსი

ბურახის მომზადება სახლის პირობებში

ბურახის მომზადება

პაპრიკა რა არის?

პაპრიკა რა არის?

ვეგანური ტომატის წვნიანი კუსკუსით

ვეგანური ტომატის წვნიანი
კუსკუსით

პიცა „მარგარიტას“ რეცეპტი ფილმიდან...

პიცა მარგარიტას რეცეპტი

ფალაფელის ბურთულები - მარტივი რეცეპ...

ფალაფელის ბურთულები