ჩიმიჩურის სოუსი — არგენტინული სამზარეულოს კლასიკა
17:06 ხუთ. 4 სექტემბერი

ჩიმიჩური უგემრიელესი არგენტინული სოუსია. ის სუფრასთან შემწვარ ხორცთან, თევზთან და ბოსტნეულთან ერთად მიაქვთ და ზოგჯერ მარინადად იყენებენ. ახალი მწვანილი, ნიორი, ზეთი, ძმარი და წიწაკის ცხარე ნოტები ჩიმიჩურს ღია ცეცხლზე მომზადებული კერძებისთვის უნივერსალურ სოუსად აქცევს.
საჭირო პროდუქტი:
- ახალი ოხრახუში — 1 დიდი კონა
- ქინძი — ნახ. კონა
- ნიორი — 3–4 კბილი
- ზეითუნის ზეთი Extra Virgin — 100 მლ
- წითელი ღვინის ძმარი — 2 სუფრის კოვზი
- ხმელი ორეგანო — 1 ჩაის კოვზი
- წითელი წიწაკა (ახალი ან ფხვნილი) — გემოვნებით
- მარილი და შავი პილპილი — გემოვნებით
მომზადების წესი:
მწვანილი კარგად გარეცხეთ, გააშრეთ და წვრილად დაჭერით.
ნივრის კბილები გაასუფთავეთ, წვრილად დაჭერით ან დაჭყლიტეთ.
ღრმა ჯამში მოათავსეთ მწვანილი, ნიორი, ორეგანო, ცხარე პილპილი და მარილი.
ზედ ღვინის ძმარი და ზეითუნის ზეთი დაასხით და კარგად მოურიეთ და ოთახის ტემპერატურაზე 10–15 წუთით დატოვეთ, რათა გემოები კარგად „გაუჯდეს“.
ჩიმიჩურის სასარგებლო თვისებები:
ჩიმიჩური არა მხოლოდ აძლიერებს კერძების გემოს, არამედ ხელს უწყობს საჭმლის მონელებას.
ამასთან, სოუსში შემავალი ოხრახუში მდიდარია ვიტამინ C–თი და ანტიოქსიდანტებით, ნიორს კი ანტიბაქტერიული თვისებები აქვს.
ჩიმიჩური არა მხოლოდ უგემრიელესი სოუსი, არამედ შესანიშნავი მარინადიცაა, რომელიც ხორცს არბილებს და განსაკუთრებულ გემოს აძლევს.
ჩიმიჩური შესანიშნავად ეხამება მოხარშულ ბოსტნეულს, კარტოფილს და თევზეულის კერძებსაც.
ჩიმიჩური მარტივი მოსამზადებელი სოუსია, რომელიც ნებისმიერ კერძს გააცოცხლებს. მისი ცხარე და მომჟავო გემო შესანიშნავად ეხამება შემწვარ ხორცს, თევზს და ბოსტნეულს.
რჩევა:
სოუსს რომ უფრო ნაზი გემო ჰქონდეს, შეგიძლიათ ძმრის ნაცვლად ლიმონის წვენი გამოიყენოთ.
ესეც სცადეთ:
მაშარაფის რეცეპტი - როგორ მოვმზადოთ ბროწეულის სოუსი?
ტიფტელი ტომატის სოუსში - გემრიელი კერძი მთელი ოჯახისთვის
აჯიკა-საწებელი - მარტივად მოსამზადებელი რეცეპტი
სიახლეები ამავე კატეგორიიდან