უცხოური სამზარეულო

ტიფტელი ტომატის სოუსში - გემრიელი კერძი მთელი ოჯახისთვის

funtime

12:00 კვი. 28 თებერვალი

ტიფტელი რომატის სოუსში
14
დაკოპირებულია

როგორ მოვამზადოთ ტიფტელი, ალბათ, ბევრმა იცით, თუმცა ტიფტელის ამ რეცეპტს ერთი ჩაის კოვზი ისეთი ინგრედიენტი აქვს, რომელიც გემოს გამოკვეთს. სხვათა შორის, ტიფტელი, ისევე როგორც ზოგადად ფარშით მომზადებული კერძები, პატარებისთვისაც სასარგებლოა.

 

საჭირო პროდუქტი:

შერეული ფარში (ღორის+საქონლის) - 500 გრ;
ბრინჯი - 1/2 ჭიქა;
კვერცხი - 2 ცალი;

პურის ფქვილი - 2-3 ს/კ;
შაქარი - 1 ჩ/კ (სწორედ შაქრის დამატება აძლევს განსაკუთრებულ გემოს);
კარაქი - 2 ს/კ (შესაწვავად);

ნიორი - 2-3 კბილი;
სტაფილო - 1 ცალი;
ხახვი - 1 ცალი;
ტომატი - 2 ს/კ (გახსნილი 1 ჭიქა წყალში);

მარილი, პილპილი - გემოვნებით.

ტიფტელის მომზადება:

ფარშს დაამატეთ ბრინჯი (მოუხარშავი), დაჭყლეტილი ნიორი, მარილი, პილპილი და ათქვეფილი კვერცხი. მიღებული მასა საგულდაგულოდ გადაურიეთ, მიეცით ბურთულის ფორმა და ამოავლეთ პურის ფქვილში.

გაცხელებულ ტაფაზე გაადნეთ კარაქი და ზედ ხორცის ბურთულები შეწვით. შეწვის პროცესში პერიოდულად გადააბრუნეთ და როგორც კი შეიწვება, ცალკე ქვაბში გადაიტანეთ.

შემდეგ, როდესაც ხორცის ბურთულების შეწვას დაასრულებთ, იმავე ტაფაზე მოთუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და გახეხილი სტაფილო. როგორც კი ბოსტნეული მოითუშება, დაასხით ზედ ტომატის სოუსი (300 მლ ან ერთ ჭიქაზე ცოტა მეტი), 1 ჩაის კოვზი შაქარი და ცოტაოდენი მარილი.

თეფშზე დარჩენილი პურის ფქვილი (რომელშიც ხორცის ბურთულები ამოავლეთ) გახსენით წყალში, დაასხით ბოსტნეულიან ტაფაზე და დაელოდეთ ადუღებას. როგორც კი ადუღდება, სოუსი მზად არის.

ეს სოუსი მოასხით ცალკე ქვაბში მოთავსებულ ხორცის ბურთულებს, დაახურეთ თავსახური და შემოდგით საშუალო ცეცხლზე 20 წუთით.

სულ ეს არის.


შენიშვნა:

ტიფტელს ნებისმიერი გარნირი უხდება, გნებავთ პიურე მოამზადეთ, გნებავთ წიწიბურა მოხარშეთ - როგორც უფრო გესიამოვნებათ.
სასურველია, ხორცის ბურთულები ბრინჯის ფქვილში ამოავლოთ, თუმცა, თუკი ბრინჯის ფქვილი არ გაქვთ, პურის ფქვილით ისარგებლეთ;

გემრიელად მიირთვით!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მსუბუქი და სასიამოვნო Fresh-სალათი

Fresh-სალათი

თევზის „უხა“ - ძალიან სასარგებლო წვ...

თევზის უხა

სალათა „ღრუბელი“ - მარტივი ცივი კერ...

სალათა ღრუბელი

მოხარშული ძეხვი - ოჯახური რეცეპტი

ძეხვის მომზადება

კვერცხი შოტლანდიურად - საუზმე ჯანსა...

კვერცხი ფარშში

ბლინები ხორცით

ხორციანი ბლინები - რეცეპტი

ნამდვილი შაურმა - ტრადიციული რეცეპტ...

ქათმის შაურმა

თავად მოამზადეთ ჯანსაღი მაიონეზი -...

ჯანსაღი მაიონეზი

ოჯახური ჩებურეკი - ყირიმელი თათრები...

წვნიანი ჩებურეკი რეცეპტი