როგორ მოვამზადოთ სტაფილო კორეულად
17:08
სტაფილო კორეულად არის გემრიელი და სურნელოვანი სალათა, რომლის მომზადება სახლის პირობებში, ადვილად შეიძლება. სურნელოვანი, ხრაშუნა, ტკბილ-ცხარე სალათა თქვენი სუფრის მთავარი წასახემსებელი გახდება და ოჯახის ყველა წევრს შეუყვარდება.
საჭირო პროდუქტი:
- სტაფილო — 1 კგ (სასურველია ტკბილი და წვნიანი)
- ხახვი — 1–2 დიდი თავი,
- ნიორი — 4–5 კბილი,
- მცენარეული ზეთი — 100 მლ.
- ძმარი 70% — 1 სუფრის კოვზი ან 9%-იანი დაახლოებით 4–5 სუფრის კოვზი.
- მარილი — 1 ჩაის კოვზი,
- შაქარი — 2 ჩაის კოვზი,
- დაფქული წითელი პილპილი — 0,5–1 ჩაის კოვზი,
- დაფქული ქინძის თესლი — 1 ჩაის კოვზი,
- ქინძი — 1 კონა,
- დაფქული შავი პილპილი — 1/3 ჩაის კოვზი.
მომზადების წესი:
სტაფილოს კორეული სალათების სპეციალურ სახეხზე გახეხეთ. ეცადეთ ზოლები გრძელი და ლამაზი გამოვიდეს. ამის შემდეგ დიდ ჯამში გადაიტანეთ და მარილი და შაქარი დაუმატეთ.
გახეხილ სტაფილოს ფრთხილად ამოურიეთ და 10-15 წუთით დატოვეთ, რომ წვენი გაუშვას.
სანამ სტაფილო „ისვენებს“, ხახვი გაასუფთავეთ და ნახევარრგოლებად ან მეოთხედებად დაჭერით. ტაფაზე დაასხით ზეთი, გააცხელეთ და ხახვი მოშუშეთ, სანამ ოქროსფერი გახდება, მაგრამ არ დაბრაწოთ.
მოშუშული ხახვი ტაფის კიდესკენ გადაწიეთ, ცხელ ზეთში დაფქული წითელი პილპილი ჩაყარეთ და საშუალო ცეცხლზე 8-10 წამი გააჩერეთ — ეს წიწაკის გემოსა და ფერის გასახსნელად სრულიად საკმარისია. ამის შემდეგ ტაფა ცეცხლიდან გადმოდგით.
სტაფილოს წვენი გადაუწურეთ და შემდეგ დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი, დაფქული ქინძი და შავი პილპილი. იქვე დაამატეთ ძმარი და ცხელ-ცხელი მოშუშული ხახვი, წითელ პილპილთან ერთად.
ახლა ყველაფერი ფრთხილად, მაგრამ საგულდაგულოდ აურიეთ.
სალათი ოთახის ტემპერატურაზე, სულ მცირე 15-20 წუთი დატოვეთ, რომ გემოები ერთმანეთს სრულყოფილად შეერწყას. ამის შემდეგ შეგიძლიათ დააგემოვნოთ!
რჩევები:
სალათა შეინახეთ მინის ქილაში ან კონტეინერში. მაცივარში ეს წასახემსებელი 3–4 დღე ინახება.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან