უცხოური სამზარეულო

მასკარპონეს რეცეპტი - იტალიური კრემ-ყველი მარტივად

fun time

16:09

მასკარპონეს რეცეპტი

14
დაკოპირებულია

ეს ნაზი სტრუქტურის იტალიური კრემ-ყველი და მისი ისტორია იტალიური კულტურის განუყოფელი ნაწილია. კლასიკურმა მასკარპონემ, რომლის დამზადება ჩრდილოეთ იტალიაში, ყველასთვის ხელმისაწვდომი პროდუქტებისგან დაიწყეს, უამრავ იტალიურ დესერტს ჩაუყარა საფუძველი. 

მასკარპონეს რეცეპტი მრავალი სახეობის არსებობს, მაგრამ ყველას სჭირდება ნაღები და ლიმონის წვენი.

საჭირო პროდუქტი:

  • კარაქი (82,5%) — 120 გრ.
  • რძე — 375 მლ.
  • ნაღები (30%-იანი) — 100 მლ.
  • ლიმონის წვენი — 3 სუფრის კოვზი,
  • შაქარი — 0,5 ჩაის კოვზი,
  • მარილი — 0,5 ჩაის კოვზი.

მნიშვნელოვანია მართლაც ხარისხიანი კარაქი შეარჩიოთ — ზოგი გურმანი იმასაც კი ამტკიცებს, რომ სახლის მასკარპონეს გემო პირდაპირ კარაქისა და ნაღების ხარისხზეა დამოკიდებული!

მომზადების წესი:

კარაქი ქვაბში ჩადეთ და რძე და ნაღები დაასხით. რძისა და ნაღების ნაზავი დაბალ ცეცხლზე გააცხელეთ და მუდმივად ურიეთ. კარაქი სრულად უნდა გადნეს, თუმცა მასა ადუღებამდე არ უნდა მივიდეს.

მას შემდეგ, რაც მასა ერთგვაროვანი გახდება, ქვაბი ცეცხლიდან გადმოდგით და შაქარი და მარილი დაამატეთ. ახლა კი მასა მიქსერით 3–5 წუთის განმავლობაში, საშუალო სიჩქარეზე თქვიფეთ. ეს ეტაპი ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი ყველის სიმკვრივისა და ჰაეროვნებისთვის.

მიღებული მასა საწურში გაწურეთ, ქვაბში დააბრუნეთ და ლიმონის წვენი დაამატეთ. რძიანი მასა დაბალ ცეცხლზე კიდევ 4 წუთი გააჩერეთ და სილიკონის ან ხის კოვზით ფრთხილად ურიეთ. ბუშტუკების გაჩენის ნუ შეგეშინდებათ — პირიქით, ეს იმის ნიშანია, რომ სწორ გზაზე ხართ!

მომზადების შემდეგ მასა ოდნავ უნდა შეგრილდეს — 10 წუთი საკმარისია. საწურში მეორედ გაატარეთ, რათა ყველის შემადგენლობა უფრო ერთგვაროვანი და ნაზი გახადოთ.

დატოვეთ მასკარპონე გრილ ადგილზე 4 საათით (იდეალური იქნება, მაცივარში მთელი ღამით თუ გააჩერებთ).

შენიშვნა:

👉 ნაღების ყველი გაცილებით რბილი გამოვა, თუ მხოლოდ ბუნებრივ და ცხიმის მაღალი შემცველობის პროდუქტებს გამოიყენებთ. არავითარ შემთხვევაში არ ჩაანაცვლოთ კარაქი მარგარინით — მასკარპონე შეიძლება არ გამოვიდეს.

👉 მომზადების წინ რძე და ნაღები ოთახის ტემპერატურამდე შეათბეთ - ასე ინგრედიენტები ერთმანეთს უკეთ დაუკავშირდება.

👉 ლიმონის წვენი ყოველთვის ნელ-ნელა დაამატეთ, თან გემო გასინჯეთ. ზოგჯერ ცოტა მეტი ან ნაკლებია საჭირო — ეს რძეში ცილისა და ცხიმის შემცველობაზეა დამოკიდებული.

გემრიელად მიირთვით!

ამ რეცეპტით მიღებული სტრუქტურის მასკარპონეს გამოყენება იდეალურად შეგიძლიათ ნამცხვრებში და დესერტებში.

ესეც სცადეთ:

კანოლი - სიცილიელი მაფიოზების საყვარელი საშობაო დესერტი

ცივი კრემი შესქელებული რძით

სამარხვო კრემი ნებისმიერი ტორტისა თუ ნამცხვრისთვის - 3 რეცეპტი


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ იყიდებოდა აფთიაქში კეტჩუპი და...

კეტჩუპის მომზადება
სახლში

რატომ არ შეიძლება მოხარშვის წინ სპა...

რატომ არ შეიძლება
მოხარშვის წინ სპაგეტის
დატეხვა?

პელმენის წვნიანი - მარტივი, სწრაფი,...

პელმენის წვნიანი

როგორ მოვამზადოთ ბულიონის კუბი სახლ...

ბულიონის კუბი

პესტოს მომზადება ზამთრისთვის

პესტოს მომზადება

ჩიმიჩურის სოუსი — არგენტინული სამზა...

ჩიმიჩურის სოუსი

ბურახის მომზადება სახლის პირობებში

ბურახის მომზადება

პაპრიკა რა არის?

პაპრიკა რა არის?

ვეგანური ტომატის წვნიანი კუსკუსით

ვეგანური ტომატის წვნიანი
კუსკუსით