სამარხვო რეცეპტები

სამარხვო კრემი ნებისმიერი ტორტისა თუ ნამცხვრისთვის - 3 რეცეპტი

fun time

16:30 შაბ. 4 მარტი, 2023 წელი

მოხარშული კრემი წყლით

14
დაკოპირებულია

თუ მარხულობთ, რძის პროდუქტების ან კვერცხის მიმართ ალერგია გაქვთ ან ცხოველურ პროდუქტებს არ ჭამთ, ეს სამი რეცეპტი თქვენთვისაა. მათგან ნაღების კარაქისგან დამზადებული, კლასიკური კრემის გემოს გემოს არ უნდა ელოდოთ, მაგრამ საშუალება გექნებათ, რომ ნაცნობი დესერტების ახალი, შეუსწავლელი ვარიანტები აღმოაჩინოთ. 

მოხარშული კრემი წყლით

  • ფქვილი - 4 ს.კ.
  • შაქარი - 2 ჭიქა
  • წყალი - 2 ჭიქა
  • ვანილინი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. ფქვილი მშრალ ტაფაზე დაყარეთ და საშუალო ცეცხლზე მოხალეთ, სანამ ოქროსფერი არ გახდება.

2. მოხალული ფქვილი, შაქარი და ვანილი ერთმანეთში კარგად აურიეთ.

3. მშრალი ინგრედიენტები დაბალ ცეცხლზე დადგით, თანდათან დაუმატეთ წყალი და განუწყვეტლივ ურიეთ, სანამ კრემი ერთგვაროვანი და სქელი არ გახდება. კრემი გააგრილეთ, და სურვილისამებრ გამოიყენეთ.

სოიოს კრემი

  • ფქვილი - 4 ს.კ.
  • შაქარი - 4 ს.კ.
  • სოიოს რძე - 500 მლ.
  • წყალი - 100 მლ.
  • ვანილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. ფქვილი მშრალ ტაფაზე, საშუალო ცეცხლზე მოხალეთ, სანამ ოქროსფერი არ გახდება.

2. სოიოს რძე, შაქარი და ვანილი აურიეთ, ცეცხლზე დაადგით და ადუღებამდე მიიყვანეთ.

3. მოხალული ფქვილი სოიოს რძეში ჩაუშვით, ცეცხლზე დაადგით, თან განუწყვეტლივ ურიეთ. კრემი, დაახლოებით, 3-5 წუთი, შესქელებამდე ადუღეთ და გააგრილეთ.

მოხარშული კრემი მანანის ბურღულით

  • ნუში ან კეშიუ - 100 გრ
  • მანანის ბურღული - 150 გრ.
  • წყალი (მდუღარე წყალი) - 600-700 მლ.
  • შაქარი - 200-250 გრ.
  • ლიმონი - 1 ც.
  • ვანილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. ნუშს დაასხით მდუღარე წყალი და 30 წუთი გააჩერეთ. მოაცილეთ კანი, ოდნავ გააშრეთ და ბლენდერში წვრილად დააქუცმაცეთ.

2. დაქუცმაცებულ ნუშს დაუმატეთ შაქარი და მდუღარე წყალი, კარგად აურიეთ და ადუღებამდე მიიყვანეთ.

3. კრემს ნელ-ნელა დაამატეთ მანანის ბურღული და შესქელებამდე ადუღეთ.

4. ლიმონს მოაცილეთ ცედრა (ყვითელი ნაწილი) და წვენი გამოწურეთ. გაგრილებულ კრემს ლიმონის ცედრა, წვენი და ვანილი დაუმატეთ და ათქვიფეთ, სანამ ფუმფულა არ გახდება.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

სამარხვო ბისკვიტი მანანის ბურღულით

სამარხვო ბისკვიტი

შოკოლადის სამარხვო ორცხობილა „ბრაუნ...

შოკოლადის სამარხვო
ორცხობილა „ბრაუნი“

შემწვარი გოგრა ტაფაზე - კარტოფილივი...

შემწვარი გოგრა ტაფაზე

ვემზადებით ზამთრისთვის - ბულგარული...

დატენილი ბულგარული

ყაბაყის მწნილი სტერილიზაციის გარეშე

ყაბაყის მწნილი
სტერილიზაციის გარეშე

მწვანე ლობიო ნიგვზით იმერულად

მწვანე ლობიო ნიგვზით
იმერულად

ბოსტნეულის კატლეტი - დაბალკალორიული...

ბოსტნეულის კატლეტი

უხორცო წვნიანი პიტნით

უხორცო წვნიანი პიტნით

სამარხვო დრიანიკი - უკრაინული კერძი...

უკრაინული დრიანიკი