სამარხვო რეცეპტები
სამარხვო კატლეტი
19:42
ჩვენი სამარხვო კატლეტები ჩვეულებრივი ხორცის კატლეტების შესანიშნავი ალტერნატივაა, რომელიც ხელმისაწვდომი ინგრედიენტებისგან და ძალიან სწრაფად მზადდება.
კატლეტის მასალა:
- ბრინჯის ან შვრიის ფაფა - რამდენიმე კოვზი
- პურის ფქვილი - 2 სუფრის კოვზი
- მანანის ბურღული - 1/2 ჭიქა
- ხახვი - 1 თავი
- ნიორი - 4-5 კბილი
- სტაფილო - 2 ცალი
- კომბოსტო - 0.8 კგ.
- ზეთი - შესაწვავად
- მარილი - გემოვნებით
მომზადების წესი:
კომბოსტო დიდ ნაჭრებად დაჭერით და 5 წუთი ხარშეთ. ამის შემდეგ გააგრილეთ, კარგად გაწურეთ და ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ. დაუმატეთ გატარებული ხახვი და ნიორი, მარილი და მანანის ბურღული.
ხახვი და კამა წვრილად დაჭერით და სტაფილო გახეხეთ. დაუმატეთ და გატარებულ კომბოსტოს შეურიეთ.
კატლეტების ფორმა მიეცით, ორცხობილას საფანელში ამოავლეთ და ზეთში კარგად შეწვით.
გემრიელად მიირთვით!
ესეც სცადეთ:
სამარხვო ბისკვიტი მანანის ბურღულით
შოკოლადის სამარხვო ორცხობილა „ბრაუნი“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან