სამარხვო ბისკვიტი მანანის ბურღულით
15:31 შაბ. 18 მარტი, 2023 წელი
სამარხვო რეცეპტები, მომარხულე ადამიანების გარდა, ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევართა შორისაც პოპულარულია. ეს სამარხვო ბისკვიტი თქვენ და თქვენი ოჯახის წევრებს აუცილებლად მოგეწონებათ. შეგიძლიათ, მიირთვათ როგორც კრემის გარეშე, ასევე სამარხვო მოხარშული კრემით, რომლის რეცეპტსაც აქვე გიზიარებთ.
სამარხვო ბისკვიტი:
- მანანის ბურღული - 1 ჭიქა
- წყალი - 1 ჭიქა
- შაქარი - 1 ჭიქა
- ფქვილი - 4 ს.კ. კოვზი
- მცენარეული ზეთი - 1/2 ჭიქა
- ქიშმიში - 20 გრ.
- ვანილის შაქარი - 1 შეკვრა.
- გამაფხვიერებელი - 10 გრ.
- მარილი - გემოვნებით
სამარხვო მოხარშული კრემი:
- თბილი წყალი - 1 ჭიქა
- შაქარი - 1 ჭიქა
- ფქვილი - 2 ს.კ. კოვზი
- ვანილი
სამარხვო მოხარშული კრემი (მეორე ვარიანტი):
- ნებისმიერი წვენი - 1 ჭიქა
- შაქარი - 2 ს.კ. კოვზები
- მანის ბურღული - 1 ს.კ. კოვზი
სამარხვო ბისკვიტის მომზადება:
ქიშმიში კარგად გარეცხეთ, ცხელი წყალი დაასხით და 10-15 წუთით დატოვეთ, რომ გაფუვდეს. ამის შემდეგ, ქიშმიშიდან წყალი გადაწურეთ და ქაღალდის პირსახოცზე გაშალეთ, რომ გაშრეს.
ფქვილი, გამაფხვიერებელი, მანანის ბურღული, ვანილი დ ქიშმიში ერთმანეთში აურიეთ.
მშრალ ნარევს დაასხით წყალი და მცენარეული ზეთი, კარგად აურიეთ და 20-30 წუთი გააჩერეთ, რომ მანანის ბურღული გაფუვდეს.
ცომს 4-5 სუფრის კოვზი ფქვილი დაამატეთ, რათა არაჟნის კონსისტენციის ცომი მიიღოთ.
ღუმელი 180 გრადუსამდე გააცხელეთ. საცხობ ფორმას ზეთი წაუსვით, ცომი ჩაასხით და ერთი საათი აცხვეთ.
ტორტის მზადყოფნა ხის ჩხირის ან ასანთის საშუალებით შეამოწმეთ - ჩხირი მშრალი უნდა იყოს.
შეგიძლიათ მიირთვეთ უკრემოდ ან მოამზადოთ კრემით.
სამარხვო კრემის მომზადება:
ახლა სამარხვო კრემი უნდა მოამზადოთ.
სამარხვო მოხარშული კრემი №1:
დასაწყისისთვის, ფქვილი მშრალ ტაფაზე უნდა მოხალოთ, რადგან კრემი კვერცხსა და რძეს არ შეიცავს. როგორც კი სასიამოვნო სუნს იგრძნობთ, მოხალული ფქვილი ცეცხლიდან უნდა გადმოდგათ.
მოხალულ ფქვილს დარჩენილი ინგრედიენტები: წყალი, შაქარი და ვანილი დაუმატეთ და კარგად აურიეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ.
კრემი წყლის აბაზანაში ჩაგდით და განუწყვეტელი მორევით გასქელებამდე ადუღეთ.
სამარხვო მოხარშული კრემი №2:
ახლა კი მეორენაირი სამარხვო კრემის მომზადება ვცადოთ. ამისთვის შაქარი, მანის ბურღული და წვენი უნდა აურიოთ. კრემი საშუალო ცეცხლზე დაადგით და შესქელებამდე ხარშეთ. არ დაგავიწყდეთ, რომ კრემს გამუდმებით უნდა ურიოთ.
რემი ცეცხლიდან გადმოდგით და გააგრილეთ. როცა ოთახის ტემპერატურის გახდება, მიქსერით ათქვიფეთ - ის ფუმფულა და ძალიან გემრიელია!
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან