სამარხვო მაიონეზის მომზადება
14:52
ამ უგემრიელეს სოუსს ჩვეულებრივი მაიონეზის გემო აქვს, თუმცა მთლიანად მცენარეული ინგრედიენტებისგან მზადდება. ასე რომ სცადეთ სამარხვო მაიონეზის მომზადება სახლში და ნამდვილად არ ინანებთ!
სამარხვო მაიონეზის შემადგენლობა
- ხორბლის ფქვილი - 80 გრ.
- წყალი - 375 მლ.
- ზეთი - 60 მლ (4 სუფრის კოვზი)
- ლიმონის წვენი - 1-2 სუფრის კოვზი
- მდოგვი - 20-40 გრ. (1-2 სუფრის კოვზი)
- მარილი - 1 ჩაის კოვზი (უთავო)
- შაქარი - 1 ჩაის კოვზი
ჩამოთვლილი ინგრედიენტებით დაახლოებით 400-450 გრ მაიონეზი გამოდის.
მომზადების წესი:
ფქვილი გაცერით და ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით 100-150 მლ ცივი წყალი და კარგად აურიეთ, სანამ ფქვილი სრულად არ გაიხსნება. ამის შემდეგ დარჩენილი წყალი დაამატეთ, ქვაბი საშუალო ცეცხლზე დადგით და ურიეთ, სანამ ადუღდება.
ფქვილიანი წყალი, დაახლოებით, 30-60 წამის განმავლობაში ადუღეთ, სანამ ოდნავ არ შესქელდება და შემდეგ ოთახის ტემპერატურამდე გააგრილეთ. თუ უფრო სქელი მაიონეზის მიღება გსურთ, დუღილის დრო 1 წუთამდე გაზარდეთ. ფქვილიანი ნარევი ცეცხლიდან გადმოდგით და გააგრილეთ.
ბლენდერში მოათავსეთ მარილი, შაქარი, ზეთი, 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი და 1 სუფრის კოვზი მდოგვი.
ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტები, დაახლოებით, 30-60 წამის განმავლობაში მაღალ სიჩქარეზე ათქვიფეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
დაუმატეთ 1-2 სუფრის კოვზი ფქვილის ნარევი და რამდენიმე წამის განმავლობაში თქვიფეთ, სანამ მაიონეზი სასურველ არ შესქელდება.
გასინჯეთ მაიონეზი და საჭიროების შემთხვევაში, მდოგვი, ლიმონის წვენი ან მარილი გემოვნებით დაამატეთ.
სამარხვო მაიონეზი ჰერმეტულ კონტეინერში მოათავსეთ და მაცივარში შედგით.
უმჯობესია, მცირე პორციებად მოამზადოთ და არაუმეტეს 1-2 დღისა შეინახოთ, თუმცა არომატს 3-4 დღის შემდეგაც ინარჩუნებს.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან