სამარხვო რეცეპტები

ბარდის კატლეტი - მარტივი და იაფი რეცეპტი!

fun time

12:37 სამ. 30 ნოემბერი, 2021 წელი

ბარდის კატლეტი
14
დაკოპირებულია

ბარდა ცილების მდიდარი წყაროა, თანაც მისი ცილები ხორცის ცილების მსგავსია, რადგან შეიცავს რიგ შეუცვლელ ამინომჟავებს. ამიტომ, თუ მარხვას ინახავთ ან ვეგეტარიანელი ხართ, ეს პროდუქტი აუცილებლად უნდა იყოს თქვენს რაციონში.

საჭირო პროდუქტი:

  • მშრალი ბარდა (გნებავთ მწვანე, გნებავთ ყვითელი) - 200 გრ
  • სტაფილო - 1 ცალი
  • ხახვი - 1 ცალი
  • ნიორი - 2 კბილი
  • ოხრახუში - ნახევარი კონა
  • ხორბლის ფქვილი - 2 ს.კ
  • სახამებელი - 1 ჩ.კ
  • კურკუმა - ნახევარი ჩ.კ.
  • შაქარი - 1 ჩ/კ
  • მზესუმზირის ზეთი - 2 ს/კ
  • მარილი, შავი პილპილი - გემოვნებით


მომზადების წესი:

დაალბეთ ბარდა წყალში ერთი ღამით. დილას გარეცხეთ, დაასხით ახალი წყალი და ხარშეთ დარბილებამდე. დროდადრო ქვაბს მოურიეთ და მოქაფეთ.

მოხარშულ ბარდას გადაუწურეთ წყალი, დაუმატეთ 1 ჩ/კ შაქარი, კურკუმა, მარილი და შავი პილპილი. დააბლენდერეთ ან ჩაჭყლიტეთ და პიურე გააკეთეთ.

ტაფაზე გააცხელეთ 1 ს/კ მცენარეული ზეთი და მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი.

მალევე წუთში დაუმატეთ წვრილ სახეხზე გახეხილი სტაფილო. უნდა მოთუშოთ საშუალო ცეცხლზე, სტაფილოს დარბილებამდე.

ბარდის პიურეს დაუმატეთ 2 ს/კ ხორბლის ფქვილი, 1 ჩ/კ სახამებელი, მოთუშული სტაფილო, ხახვი, ნიორი და წვრილად დაჭრილი ოხრახუში.

მოაყარეთ მარილი და გემოვნებით პილპილი.

საცხობ სინზე დააფინეთ პერგამენტი და მოუსვით მცენარეული ზეთი. გააკეთეთ პიურესგან კატლეტები, ამოავლეთ ფქვილში და დააწყვეთ სინზე. კატლეტებს ზემოდან და გვერდებზე წაუსვით ზეთი.

ბარდის კატლეტები აცხვეთ ღუმელში 210 გრადუს ტემპერატურაზე 15 წუთის განმავლობაში.

შეგიძლიათ, გაახვიოთ ლავაშში, დაამატოთ კიტრი, პამიდორი, სალათის ფურცლები.

გემრიელად მიირთვით!

🔰:

სამარხვო დესერტი

სამარხვო ცხელი კერძი

სამარხვო სალათი - ბრინჯი მექსიკურად


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ყაბაყის მწნილი სტერილიზაციის გარეშე

ყაბაყის მწნილი
სტერილიზაციის გარეშე

მწვანე ლობიო ნიგვზით იმერულად

მწვანე ლობიო ნიგვზით
იმერულად

ბოსტნეულის კატლეტი - დაბალკალორიული...

ბოსტნეულის კატლეტი

უხორცო წვნიანი პიტნით

უხორცო წვნიანი პიტნით

სამარხვო დრიანიკი - უკრაინული კერძი...

უკრაინული დრიანიკი

კოლიო - ტრადიციული კერძი, რომელიც შ...

კოლიოს ლეგენდა და კერძის
რეცეპტი

წვნიანი ბრინჯით და ბოსტნეულით

ბრინჯის წვნიანი

ნივრის ხიზილალა - გემრიელი ბუტერბრო...

ნივრის ხიზილალა

მაიონეზის სამარხვო ტორტი

მაიონეზის ტორტი (სამარხვო)