დესერტი

ფორთოხლის სამარხვო ნამცხვარი - გემო, რომელსაც ვერ დაივიწყებთ

fun time

12:00 სამ. 27 აპრილი, 2021 წელი

ფორთოხლის სამარხვო
ნამცხვარი

14
დაკოპირებულია

მიუხედავად იმისა, რომ ნამცხვრის შემადგენლობაში კვერცხი და კარაქი არ შედის, მისი მდიდარი და განუმეორებელი გემო გულგრილს არავის დატოვებს.

საჭირო პროდუქტი:

  • ფქვილი - 430 გრ
  • ზეთი - 100 მლ
  • წყალი - 100 მლ
  • ძმარი - 1 ჩ/კ
  • სოდა - 1 ჩ/კ
  • შაქარი - 200 გრ
  • დარიჩინი - 1/3 ჩ/კ
  • ქიშმიში - 150 გრ
  • ფორთოხალი - 1 ცალი


მომზადების წესი:

1. ფორთოხალი კარგად გარეცხეთ, გაამშრალეთ და წვრილ სახეხზე კანის ყვითელი ნაწილი გახეხეთ.

2. ფორთოხლის რბილი ნაწილი კარგად გაწურეთ და წვენი ცალკე შეინახეთ.

3. ღრმა ჯამში ჩაასხით ზეთი, დააყარეთ შაქარი და კარგად აურიეთ. დაუმატეთ წყალი, ფორთოხლის ცედრა და წვენი და ისევ კარგად აურიეთ.

4. სოდა ძმარში გახსენით და დანარჩენ ინგრედიენტებს დაუმატეთ.

5. ჯამში ჩაყარეთ გაცრილი ფქვილი და დარიჩინი და ცომი მოზილეთ.

6. გარეცხილი და გამშრალი ქიშმიში ცომში აურიეთ.

7. კექსის ფორმას წაუსვით ზეთი და ცოტაოდენი ფქვილი მოაყარეთ. მოათავსეთ ცომი ფორმაში და 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით ერთი საათი აცხვეთ.

8. ღუმლიდან გამოღებული ნამცხვარი გააგრილეთ და სუფრასთან მიტანის წინ თავზე შაქრის პუდრთან შერეული დარიჩინი მოაყარეთ.

გემრიელად მიირთვით!

თუ ფორთოხალი გიყვართ, ესეც სცადეთ:

პანა კოტა ფორთოხლით

ფორთოხლის ცუკატები

ფორთოხლის კანის მურაბა


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ყავა კედრის კაკლით - ახალი გემო

კედრის კაკალი

კივის ჯემი - ვიტამინების განძი ზამთ...

კივის ჯემი -

ჰალვის სასარგებლო თვისებები

ჰალვის სასარგებლო
თვისებები

როგორ შეიქმნა „ჩიტის რძე“ და რატომ...

როგორ შეიქმნა „ჩიტის რძე“
და რატომ დაარქვეს ასე?

რატომ უნდა დაუმატოთ ყავას მარილი?

რატომ უნდა დაუმატოთ ყავას
მარილი?

მსხლის ჯემი ზამთრისთვის

მსხლის ჯემი ზამთრისთვის

ვაშლისა და გოგრის წვენი ზამთრისთვის

ვაშლისა და გოგრის წვენი
ზამთრისთვის

შოკოლადის კექსი - მზადდება ჭიქაში,...

შოკოლადის კექსი

როგორ მოვამზადოთ მზესუმზირას ჰალვა?

ჰალვას რეცეპტი