დესერტი

პანა კოტა ფორთოხლით - მსუბუქი საახალწლო დესერტი

fun time

15:33 კვი. 29 დეკემბერი, 2024 წელი

პანა კოტას რეცეპტი

14
დაკოპირებულია

პანა კოტა იტალიური დესერტია - ჟელატინისგან შესქელებული კრემით, ხილითა და კენკრით. 

პანა კოტა (panna cotta - ნაღები) 1990-იან წლებში ჯერ ამერიკაში და შემდეგ მთელ მსოფლიოში გახდა პოპულარული. იტალიაში მიღებულია, როგორც მაღალი კლასის დესერტი.

კრემისებრი პანა კოტა კარამელიზებული ფორთოხლის ნაჭრებით, რომელლის რეცეპტსაც ქვემოთ გთავაზობთ, მსუბუქი და დახვეწილი დესერტია, რომელიც აუცილებლად შეგიყვარდებათ.

საჭირო პროდუქტი (2 ულუფა პანაკოტათვის)

  • 15%-იანი ნაღები - 300 მლ.
  • ფორთოხალი - 290 გრ (1 ცალი)
  • შაქარი - 100 გრ
  • ვანილი - 0,5 გრ
  • ჟელატინი - 10 გ

მომზადების წესი:

გარეცხილ ფორთოხალს წვრილ სახეხზე ცედრა გააცალეთ. კრემისთვის 1 ჩაის კოვზი ცედრა დაგჭირდებათ, დარჩენილი შეგიძლიათ დესერტის გასაფორმებლად გამოიყენოთ.

ქვაბში მოათავსეთ 50 გრ შაქარი, ჟელატინი, ვანილი და 1 ჩაის კოვზი ფორთოხლის ცედრა, დაასხით ნაღები და ყველაფერი კარგად აურიეთ.

ჟელატინიანი მასა დაბალ ცეცხლზე გააცხელეთ (დაახლოებით ,70-80 გრადუსამდე) და განუწყვეტლივ ურიეთ, სანამ ჟელატინი მთლიანად არ გაიხსნება. ამის შემდეგ კრემი ცეცხლიდან გადმოდგით და 20 წუთი დატოვეთ.

კრემი გაწურეთ, ფორმებში ჩაასხით და 3-დან 4 საათით მაცივარში შედგით.

სანამ პანა კოტა მაცივარში გრილდება, მოამზადეთ ფორთოხლის მასა:

ფორთოხლის რბილობი გაასუფთავეთ (თეთრი აპკისგან), წვრილად დაჭერით, ქვაბში ჩაყარეთ და 50 გრ შაქარი დააყარეთ.

ქვაბი დაბალ ცეცხლზე დადგით - დაახლოებით, 8 წუთის განმავლობაში, სანამ წვენს გამოუშვებს და შაქარი დადნება. როცა ფორთოხლის ნაჭრები დარბილდება, სიროფი შესქელდება და კარამელიზაცია დაიწყება, ცეცხლი გამორთეთ.

გაციებული პანა კოტა ფორმებიდან ამოიღეთ და თეფშზე გადააბრუნეთ და გარშემო და თავზე კარამელიზებული ფორთოხალი მოასხით.

გემრიელად მიირთვით!

ესეც სცადეთ:

ფორთოხლის სამარხვო ნამცხვარი - გემო, რომელსაც ვერ დაივიწყებთ

ფორთოხლის კანის მურაბა

როგორ მოვამზადოთ ფორთოხლის ცუკატები


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ მოვამზადოთ მზესუმზირას ჰალვა?

ჰალვას რეცეპტი

რულეტი პრაღა „პრაღის“ ტორტის მოყვარ...

რულეტი პრაღა

მოამზადეთ თურქული რაჰათლუკუმი 15 წუ...

თურქული რაჰათლუკუმი 15
წუთში

ქლიავის ჩირის მომზადება - 5 საუკეთე...

ქლიავის ჩირის დამზადება

ჟოლოს გაყინვა - 4 ოქროს წესი დიასახ...

ჟოლოს გაყინვა

ნაყინის მომზადება ბანანით

ნაყინის მომზადება
ბანანით

წითელი მოცხარის ჯემი ზამთრისთვის

წითელი მოცხარის ჯემი
ზამთრისთვის

ნესვის ჩირის მომზადება სახლის პირობ...

ნესვის ჩირის მომზადება

შოკოლადის ტორტი ცხობის გარეშე, უგემ...

შოკოლადის ტორტი ცხობის
გარეშე