სამარხვო რეცეპტები

ბრინჯი მექსიკურად - გემრიელი და ნოყიერი სამარხვო კერძი

fun time

12:00 შაბ. 27 მარტი, 2021 წელი

ბრინჯის მომზადება

14
დაკოპირებულია

თუკი ცხარე კერძების მოყვარული ხართ, სცადეთ ბრინჯის მომზადება მექსიკურად. თანაც მის დაგემოვნებას მარხვაშიც შეძლებთ.

მექსიკური ბრინჯის მოსამზადებლად საჭირო პროდუქტი:

წითელი ხახვი - 2 ცალი
მრგვალი ბრინჯი - 200 გრ
ბულგარული წიწაკა - 100 გრ
თეთრი, კონსერვირებული ლობიო - 100 გრ
ნიორი - 4-5 კბილი
მარილი და პილპილი - გემოვნებით


სოუსის მოსამზადებლად საჭირო პროდუქტი:

ჩილი - გემოვნებით
ქინძი - 20 გრ
სიმინდის ზეთი
შაქარი - 1 ჩ/კ


მექსიკური ბრინჯის მომზადების წესი:

მოხარშეთ ბრინჯი.
გააცხელეთ ტაფა. დაასხით ზედ სიმინდის ზეთი და დაყარეთ მრგვლად დაჭრილი წითელი ხახვი მოსათუშად.

დაჭერით ბულგარული წიწაკა კუბიკებად და დაამატეთ ხახვს მოთუშვის პროცესში.

როგორც კი ხახვი და ბულგარული წიწაკა მოითუშება, დაამატეთ პილპილი ჩილი, მსხვილად დაჭრილი ნიორი, კონსერვირებული ლობიო, შემდეგ კი მარილი და პილპილი. დაახურეთ ტაფას თავსახური, ცეცხლს ოდნავ ჩაუწიეთ და რამდენიმე წუთში დაამატეთ მოხარშული ბრინჯი. დატოვეთ 2-3 წუთით ნელ ცეცხლზე მოსათუშად.

სულ ეს არის, მექსიკური, ცხარე ბრინჯი მზად არის.


შენიშვნა:

მექსიკურ ბრინჯს ძალიან უხდება ცხარე სოუსი, რომლის მომზადება უმარტივესია:
20 გრამ სიმინდის ზეთს დაამატეთ 20 გრამი ქინძი, დაჭყლეტილი ნიორი, ნახევარი ჩაის კოვზი შაქარი და ცოტაოდენი ლაიმის წვენი. საგულდაგულოდ დააბლენდერეთ. ბოლოს კი მოასხით ტაფაზე მომზადებულ ბრინჯს.
მექსიკურად ბრინჯის მოსამზადებლად 40 წუთი დაგჭირდებათ;
კერძის გასალამაზებლად შეგიძლიათ ბრინჯს ცოტაოდენი დაჭრილი ნიახური მოაყაროთ;

გემრიელად მიირთვით!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

წითელი ოსპის წვნიანი - თურქული მერჯ...

წითელი ოსპის წვნიანი

მწვანე პომიდორი ზეთით და ძმრით - ზა...

მწვანე პომიდორი ზეთით და
ძმრით

სამარხვო კატლეტები ყვავილოვანი კომბ...

სამარხვო კატლეტები

სამარხვო ბისკვიტი მანანის ბურღულით

სამარხვო ბისკვიტი

შოკოლადის სამარხვო ორცხობილა „ბრაუნ...

შოკოლადის სამარხვო
ორცხობილა „ბრაუნი“

სამარხვო კრემი ნებისმიერი ტორტისა თ...

მოხარშული კრემი წყლით

შემწვარი გოგრა ტაფაზე - კარტოფილივი...

შემწვარი გოგრა ტაფაზე

ვემზადებით ზამთრისთვის - ბულგარული...

დატენილი ბულგარული

ყაბაყის მწნილი სტერილიზაციის გარეშე

ყაბაყის მწნილი
სტერილიზაციის გარეშე