დესერტი

კანოლი - სიცილიელი მაფიოზების საყვარელი საშობაო დესერტი

fun time

15:12 სამ. 26 დეკემბერი, 2023 წელი

კანოლი

14
დაკოპირებულია

„დაყარეთ იარაღი, აიღეთ კანოლი“ - გახსოვთ ეს დელიკატესი ფრენსის ფორდ კოპოლას განგსტერული დრამიდან „ნათლიიდან“?

კანოლი (იტალ. cannoli - მილი) მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ტრადიციული, სიცილიური დესერტია. ესაა თხელი, გამომცხვარ ცომის ხრაშუნა მილაკი ნაღების ყველის კრემით, დაშაქრული ხილით ან შოკოლადით.

კანოლი სიცილიაში დღემდე ზამთრის დესერტად მიიჩნევა, რადგან სიცხეში კრემიანი შიგთავსი სწრაფად ფუჭდება.

კანოლის რეცეპტები რეგიონის კულინარიული ტრადიციების მიხედვით განსხვავდება. მაგალითად, პალერმოში კანოლებს დაშაქრული ფორთოხლის კანით აფორმებენ, იტალიის სამხრეთ პროვინციებში კი - თხილით ან დაშაქრულ ალუბლით. კანოლის ბაზა თხელი ცომია, რომელსაც ღვინო ან კაკაო ემატება. გამომცხვარ მილაკებს მასკარპონეს ნაღების ყველის, ათქვეფილი ხაჭოს ან რიკოტას შიგთავსით ავსებენ. ამის შემდეგ ყველაფერი გემოვნების საქმეა - ნამცხვარს სიროფს ასხამენ, დაშაქრული ხილით ან შოკოლადით აფორმებენ და მიირთმევენ.

საჭირო პროდუქტი:

  • ხორბლის ფქვილი - 300 გრ
  • კარაქი - 30 გრ
  • კაკაოს ფხვნილი - 5 გრ.
  • შაქარი - 2 სუფრის კოვზი
  • თეთრი ღვინო - 50 მლ.
  • ნაღების ყველი ან ხაჭო -
  • კვერცხი - 2 ცალი
  • შაქრის პუდრა - 100 გრ
  • ნაღები - 80 მლ.
  • დაშაქრული ხილი, შოკოლადი ან თხილი გემოვნებით.

მომზადების წესი:

ფქვილს დაუმატეთ შაქარი, კარაქი, კაკაო, ცოტა მარილი, თეთრი ღვინო და ცომი მოზილეთ. ცომი რამდენიმე საათით მაცივარში მოათავსეთ.

ამის შემდეგ ცომი მაცივრიდან გამოიღეთ, გააბრტყელეთ და ზოლებად დაჭერით. ზოლები მილის ფორმებს შემოახვიეთ, კიდეები კარგად დაამაგრეთ და შედგით ღუმელში, სადაც 20 წუთის მანძილზე, 180 გრადუსზე გამოაცხობთ.

სანამ კანოლის მილაკები გრილდება, შიგთავსი უნდა მოამზადოთ. ნაღების ყველი ან ხაჭო ნაღებთან და შაქრის პუდრასთან ერთად ათქვიფეთ. კვერცხის ცილა გულებისგან გააცალკევეთ, მწიკვი მარილი მოაყარეთ და ათქვიფეთ, სანამ მყარ, ღრუბლისებრ მასას არ მიიღებთ. შემდეგ ნაზად შეურიეთ ხაჭოს ნარევს და მაცივარში, 30 წუთით შედგით.

სასურველია, რომ კანოლეს მილაკებში კრემი სუფრასთან მიტანის წინ მოათავსოთ, რათა ხრაშუნა ცომი არ დარბილდეს. ნამცხვარს დაღერღილი თხილი მოაყარეთ და Buon appetito!

ესეც სცადეთ:

საშობაო ორცხობილა - მარტივი რეცეპტი

ლიქიორი ბეილისი - სადღესასწაულო სუფრის მშვენება

მარტივი დესერტი - ესპანური ჩუროსი

თუ საახალწლო სუფრაზე ოლივიე მოგბეზრდათ - განსხვავებული სალათები


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ტრადიციული ინგლისური საშობაო კექსი...

საშობაო კექსი

ნუთელა სახლის პირობებში

ნუთელას რეცეპტი

მოჭიქული წაბლი - როგორ მოვამზადოთ ს...

მოჭიქული წაბლი

ყურძნის მურაბა „იზაბელა“

ყურძნის მურაბა „იზაბელა“

კარალიოკის მურაბა

კარალიოკის მურაბა

საზამთროს მურაბა დარიჩინით - გემო,...

საზამთროს მურაბა
დარიჩინით

ატმის წვენი ზამთრისთვის - მაცოცხლებ...

ატმის წვენის მომზადება

ნაღების ნაყინი - მოამზადეთ სახლში

ნაღების ნაყინი

ჟოლოს უშაქრო მურაბა - გემრიელი და ს...

ჟოლოს უშაქრო მურაბა