თუ ოლივიე მოგბეზრდათ, სცადეთ ეს განსხვავებული სალათები საახალწლო სუფრისთვის
12:00 პარ. 23 დეკემბერი, 2022 წელი
ოლივიე, რა თქმა უნდა, საახალწლო სუფრის კლასიკაა, მაგრამ ზოგჯერ კლასიკაც მოსაწყენი ხდება. გთავაზობთ საახალწლო სალათის რამდენიმე საინტერესო ალტერნატივას.
სალათი გოგრით და თევზით
საჭირო პროდუქტი:
- გამომცხვარი გოგრა - 60 გ
- ხურმა - 40 გ
- ფორთოხალი - 50 გრ
- ახალი ჯანჯაფილი - გემოვნებით
- რუკოლა - 40 გ
- გამომცხვარი ორაგული - 50 გრ
- ლიმონი - გემოვნებით
- სოიოს სოუსი - გემოვნებით
- ნიორი - გემოვნებით
- სეზამის ან ზეითუნის ზეთი - გემოვნებით
მომზადების წესი:
ფორთოხალს კანი გააცალეთ და წვრილად დაჭერით, ხურმა უფრო მოზრდილ ნაჭრებად და რუკოლას შეურიეთ.
გოგრა დიდ ნაჭრებად დაჭერით, საყვარელი სანელებლები მოაყარეთ და ღუმელში 160-170°C ტემპერატურაზე, 20 წუთის განმავლობაში გამოაცხვეთ.
დამატეთ გამომცხვარი ან შებოლილი თევზი.
დახეხილი ჯანჯაფილი და დჭყლეტილი ნიორი კარგად აურიეთ, დაუმატეთ სოიოს სოუსი და ზეთი და მიღებული სოუსით სალათა შეაზავეთ.
გემრიელად მიირთვით!
ავოკადოს სალათი
საჭირო პროდუქტი:
- სალათის ფოთლების მიქსი - 100 გ
- ავოკადო - 60 გ
- ახალი ბროკოლი - 60 გ
- კიტრი - 50 გ
- მწვანე ვაშლი - 40 გ
- ჯანჯაფილის სოუსი - 40 გ
- თესლის მიქსი - 10 გ
მომზადების წესი:
სალათის ფოთლები გარეცხეთ და ქაღალდის პირსახოცზე გააშრეთ.
ბროკოლი ცივ წყალში გარეცხეთ, შემდეგ რამდენიმე წუთით მდუღარე წყალში მოწალეთ ან უბრალოდ დააქუცმაცეთ და სალთაში უმი შეურიეთ.
კიტრი და ვაშლი თხელ ზოლებად დაჭერით, ავოკადო - კუბიკებად.
ყველაფერი კარგად აურიეთ, სუფრასთან მიტანის წინ სოუსი მოასხით და თესლი მოაყარეთ. ეს შეიძლება იყოს სეზამი, გოგრის თესლი ან თუნდაც არაქისი.
ცნობისთვის, არაქისით ყველაზე გემრიელი გამოდის.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან