დესერტი

მარტივი დესერტი - ესპანური ჩუროსი

fun time

18:55 შაბ. 21 ოქტომბერი, 2023 წელი

მარტივი დესერტი - ესპანური
ჩუროსი

14
დაკოპირებულია

ჩუროსი მადრიდში ყველაზე პოპულარული ნამცხვარია. ინგრედიენტების უნიკალური კომბინაციის გამო, ეს ხრაშუნა დესერტი თქვენც ძალიან შეგიყვარდებათ. 

საჭირო პროდუქტი:

  • ფქვილი - 120 გრ.
  • წყალი - 240 მლ
  • ზეითუნის ზეთი - 1 ს.კ.
  • სხვა მცენარეული ზეთი - 400 მლ
  • მარილი - 1/2 ჩ.კ.
  • შაქრის პუდრი - გემოვნებით

მომზადების წესი:

1. ქვაბში ჩაასხით წყალი, აადუღეთ, დაამატეთ მარილი და ზეითუნის ზეთი (1 ს.კ.), შემდეგ კი სწრაფად დაუმატეთ ფქვილი, კარგად აურიეთ და ცეცხლს დაუწიეთ მინიმუმამდე. გააგრძელეთ ცომის მოზელა - ამისთვის მოსახერხებელია სილიკონის სპატულის (კოვზის) გამოყენება.

ცომი უნდა იქცეს ერთგვაროვან მასად, კარაქის კონსისტენციის. ამას, დაახლოებით, 3-4 წუთი დასჭირდება.

2. გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან, ცომი გააცივეთ 5-7 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი გადაიტანეთ საკონდიტრო ტომარაში ვარსკვლავის ფორმის თავით.

3. ქვაბში ჩაასხით სხვა მცენარეული ზეთი და გააცხელეთ. შემდეგ ვარსკვლავის ფორმის ცომი მოკლე მილების სახით ცხელ ზეთში ჩაუშვით და ოქროსფრად დაბრაწეთ.

4. დაბრაწული ჩუროსები ქაღალდის ხელსახოცზე გადაიტანეთ, რათა ზედმეტი ცხიმი მოსცილდეს. მზა დესერტს შაქრის პუდრა მოაყარეთ და ცხელი მიირთვით.

შენიშვნა:

  • ჩუროსების შეწვისას ზეთი მაქსიმალურად ცხელი უნდა იყოს.
  • ჩუროსის მოსამზადებლად აუცილებლად გაცრილი ფქვილი უნდა გამოიყენოთ.
  • შესაწვავად ზეთი უმჯობესია ზეითუნის იყოს, თუმცა ნებისმიერი სხვაც გამოდგება.

გემრიელად მიირთვით!

ესეც სცადეთ:

დესერტი ცხობის გარეშე - რულეტი „ბაუნტი“

ნამცხვარი ტაფაზე

სამარხვო კრემი - 3 რეცეპტი

ტორტი ტაფაზე - მზადდება კვერცხისა და კარაქის გარეშე


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ტრადიციული ინგლისური საშობაო კექსი...

საშობაო კექსი

ნუთელა სახლის პირობებში

ნუთელას რეცეპტი

მოჭიქული წაბლი - როგორ მოვამზადოთ ს...

მოჭიქული წაბლი

ყურძნის მურაბა „იზაბელა“

ყურძნის მურაბა „იზაბელა“

კარალიოკის მურაბა

კარალიოკის მურაბა

საზამთროს მურაბა დარიჩინით - გემო,...

საზამთროს მურაბა
დარიჩინით

ატმის წვენი ზამთრისთვის - მაცოცხლებ...

ატმის წვენის მომზადება

ნაღების ნაყინი - მოამზადეთ სახლში

ნაღების ნაყინი

ჟოლოს უშაქრო მურაბა - გემრიელი და ს...

ჟოლოს უშაქრო მურაბა