დესერტი

რულეტი „ბაუნტი“ - უგემრიელესი დესერტი ცხობის გარეშე!

fun time

12:00 კვი. 12 სექტემბერი, 2021 წელი

რულეტი „ბაუნტი“

14
დაკოპირებულია

რულეტი „ბაუნტი“ გემოთი ამავე სახელწოდების შოკოლადის ბატონს წააგავს, სწრაფად და მარტივად მზადდება და, რაც მთავარია, ცხობა არ სჭირდება.

ცომისთვის საჭირო პროდუქტი:

  • ორცხობილა „საიუბილეო“ – 300 გრ.
  • კაკაო - 3 ს/კ.
  • შაქარი - 1/2 ჭიქა
  • მდუღარე წყალი - 1/2 ჭიქა

კრემისთვის:

  • ოთახის ტემპერატურის კარაქი - 150 გრ.
  • შაქრის პუდრა - 100 გრ.
  • ქოქოსის ფანტელი - 40 გრ.


მომზადების წესი

1) მოზილეთ ცომი - ამისთვის ორცხობილა ბლენდერით ან ხორცსაკეპი მანქანით წვრილად დაფშვენით. დაუმატეთ კაკაო და კარგად აურიეთ.
შაქარი აურიეთ მდუღარე წყალში, გაადნეთ, გააცივეთ და ორცხობილას ნაფხვენებს დაასხით.

2) გაამზადეთ კრემი - ამისთვის კარაქი კარგად ათქვიფეთ, შეურიეთ შაქრის პუდრა და ქოქოსის ფანტელი და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ურიეთ.

3) ორცხობილას ცომი პოლიეთილენის პარკზე გააბრტყელეთ, დაახლოებით, 3 მმ. სისქეზე.

4) ცომის მთელ ზედაპირზე თანაბრად წაუსვით კრემი და რულეტივით გადაახვიეთ.

5) პოლიეთილენში შეხვეული რულეტი 30-40 წუთით საყინულეში მოათავსეთ. შემდეგ გამოიღეთ და დაჭერით.

გემრიელად მიირთვით!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ხაჭოს პასქა - კლასიკური რეცეპტი

ხაჭოს პასქა - კლასიკური
რეცეპტი

პასქის მინანქარი - სამი მარტივი რეც...

პასქის მინანქარი

BECKJAM - დევიდ ბეკჰემის საფირმო ჯე...

დევიდ ბეკჰემის საფირმო
ჯემის რეცეპტი

პრიალა მინანქარი

პრიალა მინანქარი

ყავა კედრის კაკლით - ახალი გემო

კედრის კაკალი

კივის ჯემი - ვიტამინების განძი ზამთ...

კივის ჯემი -

ჰალვის სასარგებლო თვისებები

ჰალვის სასარგებლო
თვისებები

როგორ შეიქმნა „ჩიტის რძე“ და რატომ...

როგორ შეიქმნა „ჩიტის რძე“
და რატომ დაარქვეს ასე?

რატომ უნდა დაუმატოთ ყავას მარილი?

რატომ უნდა დაუმატოთ ყავას
მარილი?