დესერტი

უგემრიელესი ხაჭოს ტორტი ტაფაზე

fun time

17:03 სამ. 21 მარტი, 2023 წელი

ხაჭოს ტორტი ტაფაზე

14
დაკოპირებულია

ეს ზომიერად ტკბილი, გემრიელი ტორტი კვერცხისა და კარაქის გარეშე, ტაფაზე ცხვება და დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს. ყველაზე კარგი კი ისაა, რომ მისი გამოცხობისთვის მხოლოდ რამდენიმე წუთი დაგჭირდებათ. 

ფენებისთვის საჭირო პროდუქტი:

  • 15%-იანი არაჟანი - 200გრ
  • შაქარი -150გრ
  • ფქვილი: 330 გრ
  • სოდა: ნახ ჩ/კ
  • მარილი: მწიკვი
  • ვანილი: მწიკვი

კრემისთვის:

  • ხაჭო -1 კგ
  • მოხარშული შესქელებული რძე: 1 ქილა (360 გრ)

მომზადების წესი:

1. არაჟანს შაქარი და მარილი დააყარეთ და კარგად აურიეთ.
ფქვილი გაცერით და სოდა დაუმატეთ.
არაჟანში სოდიანი ფქვილი ნელ-ნელა ჩააყარეთ და ნაზი ცომი მოზილეთ.

2. ცომი 9 ტოლ ნაწილად გაყავით. თითოეული ნაწილი 2-3 სმ-ის სისქეზე და მომავალი ტორტის ზომაზე გააბრტყელეთ.

3. ტორტის ფენები ტაფაზე გამოაცხვეთ და კიდეები ლამაზად შემოაჭერით.

კრემი:

1. ხაჭო მიქსერით კარგად ათქვიფეთ. ეცადეთ მშრალი ხაჭო შეარჩიოთ, რომ კრემმა ფორმა შეინარჩუნოს.

2. ათქვეფილ ხაჭოს ოთახის ტემპერატურის მოხარშული შესქელებული რძე დაამატეთ და კიდევ ერთხელ, კარგად ათქვიფეთ.

3. ტორტის ფირფიტებს კრემი კარგად წაუსვით და მთელი ღამით დატოვეთ, რომ კარგად გაიჟღინთოს.

4. ტორტს თავზე და გვერდებზე კრემი წაუსვით, ფირფიტების ჩამოჭრილი კიდეები დაფშვენით და მოაყარეთ.


გემრიელად მიირთვით!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რულეტი პრაღა „პრაღის“ ტორტის მოყვარ...

რულეტი პრაღა

მოამზადეთ თურქული რაჰათლუკუმი 15 წუ...

თურქული რაჰათლუკუმი 15
წუთში

ქლიავის ჩირის მომზადება - 5 საუკეთე...

ქლიავის ჩირის დამზადება

ჟოლოს გაყინვა - 4 ოქროს წესი დიასახ...

ჟოლოს გაყინვა

ნაყინის მომზადება ბანანით

ნაყინის მომზადება
ბანანით

წითელი მოცხარის ჯემი ზამთრისთვის

წითელი მოცხარის ჯემი
ზამთრისთვის

ნესვის ჩირის მომზადება სახლის პირობ...

ნესვის ჩირის მომზადება

შოკოლადის ტორტი ცხობის გარეშე, უგემ...

შოკოლადის ტორტი ცხობის
გარეშე

ბლომანჟე შოკოლადით — ნაზი და მსუბუქ...

ბლონმანჟე შოკოლადით