როგორ მოვამზადოთ გემრიელი სადილი 200 გრამი ფარშით?
12:00 ორშ. 24 მაისი, 2021 წელი

თუკი ერთფეროვანი საკვები მოგბეზრდათ და ოჯახის მენიუში სიახლის შეტანა გსურთ, დღეს გთავაზობთ სწრაფად მოსამზადებელი, არომატული და გემრიელი კერძის რეცეპტს.
საჭირო პროდუქტი:
- ძროხის ხორცის ფარში - 200 გრ;
- ბრინჯი - 150 გრ;
- კარტოფილი - 500 გრ (დაახლ. 4 ცალი);
- სტაფილო - 1 ცალი;
- ხახვი - 5 ცალი;
სოუსისთვის:
- წყალი - 1 ჭიქა;
- არაჟანი - 2 ს/კ;
- ტომატი - 1 ს/კ.
- მარილი და შავი პილპილი - გემოვნებით;
თავზე მოსაყრელად:
მაგარი ყველი - 50 გრ;
მომზადების წესი:
პირველ რიგში, გარეცხეთ ბრინჯი და მოხარშეთ. სანამ ბრინჯი მოიხარშება, წვრილად გახეხილი სტაფილო და ასევე, წვრილად დაჭრილი ხახვი მოთუშეთ ზეთიან ტაფაზე.
ფარშს მოაყარეთ მარილი და პილპილი. დაამატეთ მოთუშული ხახვი, სტაფილო და მოხარშული ბრინჯი. მიღებული მასიდან გააკეთეთ პატარა ბურთულები.
გაფცქვნილი კარტოფილი გარეცხეთ და დაჭერით მრგვლად.
გამოსაცხობ ფორმას წაუწვით ზეთი, შემდეგ კი რიგრიგობით მოათავსეთ მასში ხორცის ბურთულები და კარტოფილი (ისე, როგორც ფოტოზეა).
გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე და შედგით კერძიანი ფორმა, დაახლოებით, 20 წუთით.
ცალკე ჯამში გაამზადეთ სოუსი:
არაჟანი, წყალი, ტომატი, მარილი და პილპილი გადაურიეთ ერთმანეთში, ისე, რომ საშუალო სისქის კონსისტენცია მიიღოთ. როგორც კი კერძს ღუმლიდან გამოიღებთ, ზემოდან მოასხით სოუსი და კვლავ შედგით ღუმელში 15 წუთით.
შემდეგ, მოაყარეთ მსხვილად გახეხილი ყველი და კვლავ 5 წუთით გააჩერეთ ღუმელში.
სულ ეს იყო, გემრიელი, არომატული და ნოყიერი სადილი მზად არის!
შენიშვნა:
კერძს სურვილისამებრ, შეგიძლიათ, მწვანილები დაამატოთ.
კერძის მოსამზადებლად 30 წუთი საკმარისია;
გემრიელად მიირთვით!