ქართული კერძები

აჯიკა-საწებელი - კიდევ ერთი გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი რეცეპტი

fun time

12:00 პარ. 10 სექტემბერი, 2021 წელი

აჯიკა-საწებელი

14
დაკოპირებულია

სექტემბერი აჯიკის მომარაგების დროა და სოციალურ ქსელში ბევრი მომხმარებელი იწონებს თავს თავისი ორიგინალური რეცეპტით. მათ Funtime-ც უერთდება ამ მართლაც საოცრად არომატული რჩევით... არ გამოტოვოთ!

აჯიკის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • წითელი ბულგარული წიწაკა - 5 კგ.
  • წითელი მწარე წიწაკა - 300 გრ.
  • ქინძი - დიდი კონა,
  • ნიორი - 300 გრ.
  • ძმარი - 1/2 ლ.
  • ტომატპასტა - 800 გრ.
  • მარილი - გემოვნებით

მომზადების წესი:

წითელი ბულგარული და წითელი მწარე წიწაკა კარგად გარეცხეთ და გააშრეთ. ამის შემდეგ გაჭერით სათითაოდ, ამოაცალეთ თესლი და ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ;

გადაარჩიეთ ქინძი, კარგად გარეცხეთ, გააშრეთ და, ნიორთან ერთად, ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ.

მოზრდილ ქვაბში მოათავსეთ გატარებული ბულგარული და მწარე წიწაკა, ქინძი, ნიორი, ტომატპასტა, ძმარი, მარილი და კარგად აურიეთ. ქვაბი დაადგით დაბალ ცეცხლზე და კარგად წამოადუღეთ;

ნახევარლიტრიანი ქილები გაასტერილეთ, ცხელი აჯიკა ჩაასხით და მოხუფეთ;

აჯიკა გრილ და მშრალ ადგილზე შეინახეთ.

გემრიელად მიირთვით!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ქლიავის აჯიკა

ქლიავის აჯიკა

ყაბაყის აჯაფსანდალი

ყაბაყის აჯაფსანდალი

ფენოვანი ლობიანი

ფენოვანი ლობიანი

ქილების სტერილიზაცია ღუმელში

ქილების სტერილიზაცია
ღუმელში

ყურძნის წვენის შენახვა ზამთრისთვის

ყურძნის წვენის შენახვა
ზამთრისთვის

მწვანე ლობიო კვერცხით - სწრაფად მოს...

მწვანე ლობიო კვერცხით

როგორ შევღებოთ და გავაფორმოთ სააღდგ...

კვერცხის შღებვა

ქათმის ფილე არაჟნით

ქათმის ფილე არაჟნით

როგორ მზადდება აფხაზურა

როგორ მზადდება აფხაზურა