უცხოური სამზარეულო

„აკროშკა“ - ცივი წვნიანი ზაფხულის ცხელი დღეებისთვის

fun time

12:00 სამ. 22 ივნისი, 2021 წელი

აკროშკა - რეცეპტი

14
დაკოპირებულია

აკროშკა უგემრიელესი საზაფხულო წვნიანია. რუსული სამზარეულოს ეს უგემრიელესი და ჯანსაღი კერძი მე-18 საუკუნიდანაა ცნობილი და მისი სახელწოდება მოდის სიტყვიდან кро́шка. საზაფხულოდ აკროშკის გაკეთება იდეალური გადაწყვეტილებაა - პირველ რიგში, შესანიშნავად გაგაგრილებთ და მეორეც, მის მომზადებას დუღილი არ სჭირდება, ამიტომ ბოსტნეული ვიტამინებს სრულად ინარჩუნებს.

„აკროშკის“ რეცეპტს მზარეული ალექსანდრე კოშკელოვი გვთავაზობს:


„აკროშკის“ მოსამზადებლად საჭირო პროდუქტი:

კარტოფილი - 200 გრ;
კვერცხი - 2 ცალი;
კიტრი - 150 გრ;
ლორი - 100 გრ;
კამა - 15 გრ;
მწვანე ხახვი - 15 გრ;
მაწონი - 400 გრ;
არაჟანი - 200 გრ;
მარილი და პილპილი - გემოვნებით.


მომზადების წესი:

  1. კარტოფილი და კვერცხი მოხარშეთ, გაფცქვენით და დაჭერით კუბიკებად.
  2. ასევე, საშუალო ზომებად დაჭერით ლორი და გათლილი კიტრი.
  3. ეს ყველაფერი გადაიტანეთ ქვაბში.
  4. დაამატეთ წვრილად დაჭრილი კამა და მწვანე ხახვი.
  5. ცალკე ჭურჭელში გადმოასხით მაწონი და კოვზით კარგად ათქვიფეთ, ჩაასხით ქვაბში და დაამატეთ არაჟანი.
  6. მიღებული მასა კარგად აურიეთ და დაამატეთ ცივი წყალი, რამდენსაც შეიზელს.
  7. ბოლოს, შეაგემეთ მარილითა და პილპილით.
  8. სულ ეს არის.


შენიშვნა:

გამზადებული „აკროშკა“ ცოტა ხნით მაცივარში შედგით და გააცივეთ.
სურვილისა და გემოვნების მიხედვით, შეგიძლიათ, სხვადასხვა ბოსტნეული დაამატოთ.
„აკროშკის“ გაკეთება, დაახლოებით, 15 წუთის საქმეა.

გემრიელად მიირთვით!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ხრაშუნა ყველის ბურთები - გემრიელი ხ...

მარტივი ხემსი

საზაფხულო ცივი კერძები მთელი ოჯახის...

საზაფხულო ცივი კერძები

კარტოფილი ფრი ღუმელში

კარტოფილი ფრი ღუმელში

ბოსტნეულის სალათები მაიონეზის გარეშ...

ავოკადოს სალათი

ჰუმუსის მომზადება - კლასიკური რეცეპ...

ჰუმუსის მომზადება

კესადილია - გემრიელი ქათმის მექსიკუ...

კესადილია - ქათმის
მექსიკური რეცეპტი

ბატატი ღუმელში - მიირთვით კარტოფილი...

ბატატი ღუმელში

მაშარაფის რეცეპტი - როგორ მოვმზადოთ...

მაშარაფის რეცეპტი

უკრაინული გალუშკები - ნოყიერი საუზმ...

უკრაინული გალუშკები